ვარსკვლავები დისკომფორტის მიუხედავად,ამერიკელი მოდელი მკერდის გადიდებას კიდევ აპირებს 2020, 12 თებერვალი, 8:09 ![]() პირველი, რაც მან გადაწყვიტა შეეცვალა თავის ახალ ცხოვრებაში, ეს იყო პლასტიკური ქირურგია, თუმცა როგორც ჩანს ზომიერების გრძნობა დაკარგა. ![]() ამჟამად ფოქსს აქვს ZZ ზომის უზარმაზარი მკერდი, რომელსაც საკუთარ ”საგანძურად” მიიჩნევს, თუმცა ეს ხიბლი არც თუ იშვიათად მას დიდ დისკომფორტს უქმნის.მაგალითად, უჭირს კიბეებზე დაშვება, რა დროსაც იძულებულია მოაჯირს ჩაეჭიდოს, დამოუკიდებლად ფეხსაცმლის გახდა და სამზარეულოში საჭმლის მომზადებაც კი. ![]() იმპლანტანტები, რომელის მოცულობაც 6, 640 კუბური სანტიმეტრია, არ აკმაყოფილებს ფოქსის და ის კვლავ აპირებს მკერდის გაზრდას 7 ათას კუბურ სანტიმეტრამდე. ![]() მოდელმა პირველი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მეუღლესთან განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა. ფოქსი მენაგერის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ამ გზით იგი ცდილობს გადაიტანოს ძლიერი ემოციური სტრესი და შეცვალოს საკუთარი თავი. ![]() თუმცა, თავად 42 წლის ამერიკელი ამტკიცებს, რომ საკუთარი ძუძების გადიდებას არაფერი აქვს საერთო არც მის განქორწინებასთან ან მის თვითშეფასებასთან. ![]() ერთადერთი, რისი თქმა ნამდვილად შეუძლია, ის არის, რომ იგი ცდილობს ჰგავდეს მულტფილმის "ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი"-ის გმირს ჯესიკას და კიდევ არაერთხელ გაიკეთებს ოპერაციას. ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ![]() intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
625 3-ს მოსწონს
|