კინო ადრიანო ჩელენტანოს ფრაზები ფილმებიდან, რომლებიც ყოველთვის გაგაღიმებთ 2020, 11 თებერვალი, 13:26
-იცი როგორ უნდა დააინტრიგო ადამიანი?
-როგორ?
-ხვალ გეტყვი
-მეგონა მის გარეშე სუნთქვა არ შემეძლო, როგორც აღმოჩნდა, გაციება ყოფილა -აუცილებლად დავქორწინდები შენზე... ყოველ შემთხვევაში დაგირეკავ მაინც -რამდენი წლის ხართ? -არ მახსოვს -მე უფრო ნაკლებს მოგცემდით -მხოლოდ შენთან მინდა ყოფნა -და რაშია პრობლემა? -დანარჩენები სად წავიყვანო -ყურადღება და მიხედვა მჭირდება! -ყურადღება! მივდივარ -დოლარს რომ მაძლევდნენ ყოველ ჯერზე როცა შენზე ვფიქრობ... შენზე ფიქრს დავიწყებდი -დღეს დავაგვიანე, ამიტომ საღამოს ადრე წავალ -უბრალოდ მიყვარს, როდესაც სხვებს ვუყვარვარ. ეს ძალიან მომწონს. საერთოდ ყველას გირჩევდით რომ შემიყვაროთ -ძვირფასო, 3 წელია ურთიერთობა გვაქვს და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ორჯერ დამირეკე პირველმა -მართალია, რაღაც ზედმეტი მომივიდა -ან როგორც ვთქვი ისე გავაკეთებთ... -ან? -ისე გავაკეთებთ როგორც ვთქვი! -ასე ძალიან რატომ გაინტერესებს შაბათ-კვირას რა გეგმები მაქვს? -ისე, ვფიქრობ სად წავიდე რომ არ შეგხვდე. -ოდესმე შეგშინებია ჩემი დაკარგვის? -კი, როდესაც ავტობუსით მივდიოდით ჩამოგრჩი, მგზავრობის ფული კი შენ გქონდა -როგორი იქნება შენი დადებითი პასუხი? -ორშაბათს 5 საათზე გცალია? -კი -სამწუხაროა, მე არ მცალია -ცოლად გამომყევი -მამაკაცი, ვისაც ცოლად გავყვები მამაცი და მოხერხებული უნდა იყოს -აღარ გახსოვს რომ გადაგარჩინე როდესაც იხრჩობოდი? -კარგი, მამაცი ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოხერხებულიც ხარ -და როგორ გგონია ის ნავი ვინ გადაატრიალა? -მან ჯერ შემომხედა, მერე თავის შეყვარებულს, შემდეგ ისევ მე, ბოლოს ისევ თავის ყოფილ შეყვარებულს -არ ეძებოთ იდეალური ადამიანი, დღეს სახლში ვრჩები 892 5-ს მოსწონს
|