სხვა იაპონური ნუგბარი, რომელიც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია 2020, 11 თებერვალი, 11:43 “დაიფუკუ მოჩი'' (daifuku mochi ) პოპულარული იაპონური ნუგბარია, რომელიც წებოვანი ბრინჯის ფირფიტებისგან მზადდება და მომზადების უამრავი ვარიაცია აქვს. იაპონიაში ამ ნუგბარს საახალწლოდ ამზადებენ, მისი სახელის თარგმნა კი შემდეგნაირად შეიძლება-“ბრინჯის ნამცხვარი დიდი წარმატებისთვის''. დასავლეთში მოჩი ტკბილეულად ითვლება, მაგრამ იაპონიაში ის შეიძლება წვნიანშიც კი შეგხვდეთ. ისტორიულად, ეს ნუგბარი იაპონიაში ჩინეთიდან მოხვდა მიახლოებით მერვე საუკუნეში. მართალია თავიდან დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და ხალხი მხოლოდ დღესასწაულებზე ან განსაკთრებული შემთხვევებისთვის ამზადებდა, ისიც მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენისთვის, მაგრამ თანდათან ამ ნუგბარმა საზოგადოების დაბალ ფენებშიც მოიდგა ფეხი, ის ხომ ასეთი გემრიელია, დიდი ხნით ინახება და მისი მომზადება იაპონელებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. 154 შეფასება არ არის
|