კინო სტრიპტიზის 7 ყველაზე "ცხელი" სცენა მსოფლიო კინოს ისტორიიდან 2020, 10 თებერვალი, 19:02 როგორც წესი, ყველაზე პიკანტურ სცენებში მსახიობებს დუბლიორები ცვლიან. თუმცა, ფილმები რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან ცნობილმა მსახიობებმა ინტიმურ სცენებში საკუთარი შემცვლელების მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და რეჟისორების ყველაზე თამამ მითითებსაც კი საკუთარი ძალებით "გაუმკლავდნენ". ის, რომ ცნობილი სელებრითები მაყურებლის წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებითა და ღირსებებით წარსდგნენ ვფიქრობ, ნამდვილად აპლოდისმენეტების ღირსია.ბარბარა ბრილსკა, ფილმი "ფარაონი", 1965 წელისანამ მშვენიერი ბარბარა ბრილსკა ელდარ რიაზანოვის ყველასთვის საყვარელ საბჭოთა კომედიაში - "ბედის ირონია - ანუ გაამოთ" გამოჩნდებოდა, მანამდე მაყურებელი, თავისი ნახევრად შიშველი სხეულის წყალობით ეჟი კავალეროვიჩის ისტორიულ დრამაში "ფარაონი" კამას როლით მოხიბლა.დემი მური, ფილმი "სტრიპტიზი", 1996 წელიერინ გრანტის როლისთვის დემი მური დიდი ხნის განმავლობაში საგანგებოდ ემზადებოდა: როგორც ცნობილია, მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში სტრიპ - პლასტიკის გაკვეთილებს აქტიურად ესწრებოდა, რასაც უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაუვლია!ნატალი პორტმანი, ფილმი "სიახლოვე", 2004 წელიფილმმა "სიახლოვე" ახალგაზრდა ნატალი პორტმანს არა მხოლოდ სექს სიმბოლოს ტიტული, არამედ "ოსკარის" პირველი ნომინაციაც მოუტანა.სალმა ჰაიეკი, ფილმი "მზის ჩასვლიდან განთიადამდე", 1995 წელიაბა, ვის არ ახსოვს რობერტ როდრიგესის ეს საკულტო ფილმი? რამდენჯერ გვინახავს ის მხოლოდ სალმას შთამბეჭდავი ცეკვის გამო. თუმცა ყველაზე საინტერესო დეტალი სწორედ ის არის, რომ ცეკვა მსახიობის სრული იმპროვიზაცია იყო: ის უბრალოდ ისე მოძრაობდა, როგორც თავად სურდა!ელიზაბეტ ბერკლი, ფილმი "შოუს გოგონები", 1995 წელინომი მელოუნის როლზე თქვენ წარმოიდინეთ და, თვით შარლიზ ტერონიც კი მოიაზრებოდა, თუმცა პროდიუსერები უპირატესობას დრიუ ბერიმორს ანიჭებდნენ. საბოლოო ჯამში, კი როლი სრულიად მოულოდნელად ახალბედა მოდელს, ელიზაბეტ ბერკლის ერგო. ფილმი ეკრანებზე გამოსვლისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა ფაქტია, რომ ამერიკელმა მსახიობმა დაკისრებულ როლს თავი ბრწყინვალედ გაართვა!ჯეიმი ლი კერტისი, ფილმი "მართალი ტყუილები", 1994 წელიმათთვის, ვინც არ იცის: უკანა პლანზე მამაკაცი - არნოლდ შვარცნეგერია.ჯენიფერ ენისტონი, ფილმი "ჩვენ მილერები ვართ", 2013 წელიფილმის მთავარ ღირსებად, რაღა თქმა უნდა, ჯენიფერ ენისტონის მართლაც საუცხოო ცეკვა ითვლება. ასე, რომ თუ თქვენ ის ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ რომ აუცილებლად ნახოთ.289 შეფასება არ არის |