საზოგადოება ოჯახის ღირსების შელახვის გამო ინგუშეთში ძმამ და მოკლა 2020, 9 თებერვალი, 17:01
ინგუშეთის დედაქალაქ ქალაქ ნაზრანში, 37 წლის მაგომედბაშირ მოგუშკოვმა მოკლა 33 წლის და ელიზავეტა ევლოევა დანის სამჯერ დარტყმით, მას შემდეგ, რაც დაინახა ინტერნეტში ვიდეო, რომელშიც მონაწილეობა . ქალი, სავარაუდოდ ადგილობრივ ბანდას ეხმარებოდა. - იტყობინება kp.ru. კადრებში ჩანს, თუ როგორ შეიჭრნენ ოპერატიული თანამშრომლები ბინაში, სადაც ევლოევა იყო. ისინი ეძებდნენ ისა ალტემიროვას, რომელიც ბანდის ერთ-ერთი ორგანიზატორი.ინგუშეთში ამ ბანდას ეძახოდნე კაზანოვებს. ჯგუფის წევრები აცდუნებდნენ ინგუშ ქალებს და ძალავდნენ ფულს. აშანტაჟებდნენ ქალებს ინტიმური კომუნიკაციის ვიდეოებით. ასევე აღინიშნა, რომ ზოგი ქალი „ნატურით იხდიდა“, ასეთ ვითარებაში ისინი მეძავებად იქცნენ. აღსანიშნავია, რომ ოპერატიული თანამშრომლების შესვლისას ალტემიროვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიმტვრა. გამოცემის თანახმად, მოგუშკოვმა, ვიდეოში დის ნახვის შემდეგ. ვერ აიტანა შერცხვენა და მოკლა თავისი და. შემდეგ იგი მივიდა უახლოეს პოლიციაში და ჩაბარდა. 662 3-ს მოსწონს
|