x
image
მაია 24
9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის
image


9 თე­ბერ­ვალს, ლო­მის 21-ე გრა­დუს­ზე სუ­პერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა. ვი­ნა­ი­დან მთვა­რე მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია დე­და­მი­წას, ასეთ დროს მთვა­რე 7 პრო­ცენ­ტით უფრო მკვეთ­რი გვეჩ­ვე­ნე­ბა და 15 პრო­ცენ­ტით უფრო გაზ­რდი­ლი. 2020 წელს 4 ასე­თი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა.


შე­გახ­სე­ნებთ, რა არის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა დე­და­მი­წა მზე­სა და მთვა­რეს შო­რის დგე­ბა.


სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას, გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, ქვეც­ნო­ბი­ე­რი, მოქ­მე­დებს ჩვენს ადაპ­ტა­ცი­ა­ზე, რე­აქ­ცი­ა­ზე. იმა­ზე, რა­საც ვგრძნობთ და გან­ვიც­დით. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან მან­დი­ლოს­ნე­ბი, ბავ­შვე­ბიც და ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლამ ვა­კონ­ტრო­ლოთ ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, ვი­ყოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლე­ბი.


თე­ბერ­ვლის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხვდე­ბა ლომი-მერ­წყუ­ლის ღერძზე. ლომი კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბავ­შვე­ბის თე­მა­საც გა­ნა­გებს. აგ­რეთ­ვე, შე­მოქ­მე­დე­ბას. ან პრო­ექტს, რო­მელ­საც შვი­ლად მი­იჩ­ნევთ. კარ­გი დღეა არტთე­რა­პი­ის მო­სა­წყო­ბა­დაც. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ლომს უყ­ვარს სცე­ნა­ზე ყოფ­ნა, გარ­თო­ბა. მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­კუ­თა­რი თავი. კარ­გია ახ­ლობ­ლებ­ზე, შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვაც. ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ლომი მო­ნარ­ქი­აა, მერ­წყუ­ლი - დე­მოკ­რა­ტია. ამი­ტო­მაც არ უნდა და­ვარ­ღვი­ოთ ზღვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და შე­ზღუდ­ვას შო­რის.


ახლა ორი სი­ტყვით ვთქვათ, რა­ტო­მაა ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ან­გე­ლო­ზის. საქ­მე ისაა, რომ თეთ­რი მთვა­რე ახლა სას­წორ­შია (ეს ნიშ­ნავს, რომ ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ლა­მა­ზად და იწ­რაფ­ვის ჰარ­მო­ნი­ის­კენ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ვა­ვი­თა­როთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ან საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან და ზუსტ და პო­ზი­ტი­ურ ას­პექტს აკე­თებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ორ მთა­ვარ მნა­თობ­თან - მზეს­თან და მთვა­რეს­თან. გარ­და ამი­სა, ის კარგ პო­ზი­ცი­ა­შია ურან­თან (მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლი, რო­მელ­შიც ახლა მზე სტუმ­რობს), ლი­ლიტ­თან და ვე­ნე­რას­თან. რაც კი­დევ უფრო ააქ­ტი­უ­რებს სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტებს და აბა­თი­ლებს ცუდს, რაც ურან­სა და ლი­ლიტს შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია, ვე­ნე­რას­თან კავ­ში­რით. მო­წო­დე­ბუ­ლი ვართ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით არ შე­ვუ­ზღუ­დოთ სხვა ადა­მი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მივ­ცეთ უფ­ლე­ბა იყოს ისე­თი, რო­გო­რი­ცაა და არ ვე­ცა­დოთ მისი უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლას (ჩვე­ნი აზ­რით). სა­სურ­ვე­ლია, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ან წინა დღეს და მის მომ­დევ­ნო დღე­საც კი, გა­მო­ნა­ხოთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ამით, კი­დევ უფრო და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით და­ი­მუხ­ტე­ბით.


სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე ერთი დღით ადრე, - 8 თე­ბერ­ვალს პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა გა­და­ვი­და ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში და ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა გა­ა­კე­თა ლი­ლიტ­თან (ას­პექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას 12 თე­ბერ­ვლამ­დე შე­ვიგ­რძნობთ). მო­ი­მა­ტებს ილუ­ზი­ე­ბი, გან­ცდე­ბი და ცდუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. ვერძს იმ­დე­ნად უყ­ვარს, რომ ადა­მი­ანს აი­ძუ­ლებს იყოს საყ­ვა­რე­ლი. შე­უძ­ლია იყოს აგ­რე­სი­უ­ლიც. გა­და­მე­ტე­ბულ­მა სიყ­ვა­რულ­მა შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა ადა­მი­ან­ში. ეცა­დეთ, პი­როვ­ნე­ბას სცეთ პა­ტი­ვი, მის გრძნო­ბებს და არ "შე­ჭა­მოთ" თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა აგ­რე­სი­უ­ლი არაა, მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რუ­ლით არ და­ახ­რჩოთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი.


შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ ის, რაც დიდი ხა­ნია გსურ­დათ, მაგ­რამ არა ზუს­ტად სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე დღე­საც. 17 თე­ბერ­ვლამ­დე გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ, და­ნიშ­ნეთ გა­სა­უბ­რე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სა­სუ­რევ­ლი ნივ­თე­ბიც (ელექტრო), რად­გან რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან მა­ვა­ლი) მერ­კუ­რის დროს შე­ფერ­ხდე­ბა მი­მოს­ვლა, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის აზ­რის სწო­რად მი­წო­დე­ბა და გა­გე­ბა - მათი მხრი­დან. ალ­ბათ უკვე იცით, რომ 3 თე­ბერ­ვალს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი გა­და­ვი­და თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში და იქ დარ­ჩე­ბა 11 აპ­რი­ლამ­დე. 17 თე­ბერ­ვლი­დან 10 მარ­ტამ­დე კი ის რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა.


ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა


ზო­გა­დად ყვე­ლა­ზე, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მზით ლო­მებ­ზე, მშვილ­დოს­ნე­ბი­სა და მერ­წყუ­ლებ­ზე. ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ მა­თაც, ვინც და­ი­ბა­და კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლის ან მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნით. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 7-12.02; 9-14.05 და 11-15.11. აგ­რეთ­ვე, მათ­ზე, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში აღ­მა­ვა­ლი და დაღ­მა­ვა­ლი წერ­ტი­ლე­ბი აქვთ ლო­მი­სა და მერ­წყუ­ლის ღერძზე. მათ­ზე, ვი­საც ას­ცე­დენ­ტი აქვს ლო­მის, მშვილ­დოს­ნის და ვერ­ძის ნი­შან­ში. სა­სი­ა­მოვ­ნო სავ­სემ­თვრე­ო­ბა კი ელით შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 11-16.08; 8-13.04 და 10-15.12.


  • ახლა კი ცოტა სა­სი­ა­მოვნმო და მა­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებ­ზე გა­და­ვი­დეთ...

თუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე რა­ი­მეს­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გსურთ, ჩა­მო­წე­რეთ სურ­ვი­ლი ფურ­ცელ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, შემ­დე­გი ფორ­მუ­ლი­რე­ბით:


1. მე მარ­ტი­ვად და ჯან­მრთე­ლო­ბო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გავ­თა­ვი­სუფ­ლდი ზედ­მე­ტი 5 კი­ლოგ­რა­მის­გან;


2. მე მარ­ტი­ვად და­ვა­ნე­ბე თავი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას;


3. მე მარ­ტი­ვად გავ­თა­ვი­სუფ­ლდი ყვე­ლა წყე­ნის­გან.


სურ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­წე­რის შემ­დეგ ფურ­ცე­ლი უნდა დაწ­ვათ და სა­ნამ ცე­ცხლი უკი­დია, წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რო­გორ იფერ­ფლე­ბა ის, რაც აქამ­დე გა­წუ­ხებთ.


  • სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას (და ყო­ველ­თვის, როცა უსი­ა­მოვ­ნე­ბა, შფო­თი ან შიში შე­გი­პყრობთ) წარ­მო­სათ­ქმე­ლი აფირ­მა­ცია:

"ჩემი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო აღ­სავ­სეა სიმ­შვი­დით, მე არ­სად ვჩ­ქა­რობ, არა­ფერ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. ერ­თა­დერ­თი, მი­სია მაქვს, დავ­ტკბე ყო­ვე­ლი წა­მით, ჩემი ცხოვ­რე­ბით და სი­ხა­რუ­ლით გა­ვა­ტა­რო ყო­ვე­ლი დღე".


ასევე ნახეთ:


თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა


9 თე­ბერ­ვალს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა, 23 თე­ბერ­ვალს - ახალმთვა­რე­ო­ბა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა


ვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე


რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი


როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)


როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ები


ზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ები


როგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1764
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0