x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)
image

ხართ თუ არა მორცხვი ადამიანი? თუ კი, მაშინ თქვენ ნამდვილად გაქვთ კოლეჯის 20-50%-თან საერთო. ადამიანთა გაცილებით მცირე რაოდენობას, რომელიც მძიმე აშლილობით იტანჯება აქვს სოციალური შფოთვითი აშლილობა. ეს არის გაზვიადებულ სიმორცხვეზე მეტი. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 12.1%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც აქვს სოციალური შფოთვითი აშლილობა. ბევრი ადამიანია მორცხვი, მაგრამ ეს სიმორცხვე არაა იმდენად მწვავე, რომ სოციალური ფობიის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. აშლილობა დაახლოებით მოზარდობის ასაკში იწყება და პიკს აღწევს 13 წლის ასაკში. აგრეთვე, სოციალური შფოთვითი აშლილობა დამახასიათებელია ახალგაზრდა, განათლების დაბალი დონის მქონე, მარტოხელა და დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენელი ადამიანებისთვის. მისი გავრცელება 60 წლის ასაკის ადამიანზე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 18-19 წლისათვის.

გასაკვირი არცაა, რომ სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე ინდივიდების უმრავლესობა მარტოხელაა ზოგად პოპულაციასთან შედარებით. კროს-ნაციონალური მონაცემების შედარებისას აზიურ კულტურაში სოციალური შფოთვითვითი აშლილობის ყველაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება მაშინ, როცა რუსულ და ამერიკულ შერჩევაში ყველაზე მაღალი.

სოციალური შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:


1. შესამჩნევი შიში და შფოთვა ერთი ან მეტი სოციალური სიტუაციის გამო, რომელშიც შესაძლოა, რომ პიროვნებას სხვები აკვირდებოდნენ. მაგალითად სოციალური ურთიერთქმედებები ან სხვა ადამიანების წინაშე რაიმეს შესრულება;

2. ინდივიდს ეშინია, რომ ის ისე მოიქცევა, რომ მას უაროფითად შეაფასებენ, დასცინებენ ან შეურაცხყოფას მიაყენებენ;

3. სოციალური სიტუაციები ყოველთვის აღძრავს შიშს ან შფოთვას;

4. ინდივიდი თავს არიდებს სოციალურ სიტუაციებს;

5. შიში ან შფოთვა გადაჭარბებულია და აღემატება იმ რეალურ საფრთხეს, რომელსაც მოცემული სოციალური სიტუაცია შეიცავს და ასევე, არ შეესაბამება სოციოკულტურულ კონტექსტს;

6. შიში, შფოთვა ან განრიდება მდგრადია, ხანგრძლივი და დაახლოებით 6 თვეს მოიცავს;

7. შიში, შფოთვა ან განრიდება კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს იწვევს სოციალურ ან პროფესიურ სფეროებში;

8. შიში, შფოთვა ან განრიდება ვერ მიეწერება ნივთიერების ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის ეფექტებს.

მიზეზები: როგორც ჩვენ ევოლუციურად მზად ვართ იმისთვის, რომ გვეშინოდეს ბუნებრივ გარემოში არსებული ზოგიერთი ცხოველისა, ასევე მზად ვართ გვეშინოდეს სხვა ადამიანების კრიტიკის, გაბრაზების და მათი მხრიდან უარყოფის. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ გაბრაზებული სახეების მიმართ შიშს, როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრები გაურბოდნენ მტრულ, გაბრაზებულ, დომინანტ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება თავს დასხმოდნენ და მოეკლათ. ნებისმიერ საზოგადოებაში ინდივიდები თავს არიდებენ აგრესიულ, სოციალური იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს. სავარაუდოდ, მათ ვინც თავს არიდებდა გაბრაზებულ სახიან ინდივიდებს, მეტი შანსი ჰქონდათ გადარჩენისა და მომავალი თაობისთვის გენების გადაცემის. თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა.

რაც შეეხება მკურნალობას, პირველი არის კოგნიტური თერაპიის პროგრამა, რომელიც თერაპიის პროცესში აქცენტს აკეთებს რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, რათა მოხდეს საფრთხის ავტომატური აღქმის უაროფა. ეს პროგრამა იმ ინდივიდთა უმრავლესობისთვის აღმოჩნდა სარგებლიანი, რომლების კოგნიტური თერაპიის კურსს გადიოდნენ და შედეგი სახეზე იყო ერთი წლის შემდეგაც. კვლევემა აჩვენა, რომ ეს პროგრამა ჯობდა ინტერპერსონალურ თერაპიას ეფექტურობით.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0