რჩევები 14 მოდური სამოსი, რაც ნებისმიერი ასაკის ქალს მიმზიდველს გახდის 2020, 18 თებერვალი, 11:41 სტერეოტიპების დასამსხვრევად უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვე მოდა მხოლოდ ახალგაზრდა, 20-იანი წლების გოგონებისთვის არ იქმნება. არსებობს არაერთი ტიპის სამოსი, რომელთა პოვნა მოლებში მარტივად შეიძლება და რომელიც ნებისმიერი ასაკის ქალს მოუხდება.
სტატიაში შემოგთავაზებთ 14 სამოსს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოდა ყველასთვისაა. თქვენ მხოლოდ ტანსაცმლის სწორად შერჩევა უნდა შეძლოთ! 1. პიჯაკებიპიჯაკები ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება 20-იან, 30-იან თუ 40-იან ასაკში. მოდის სახლები დღეს კლასიკური, საოფისე პიჯაკის გარდა ორიგინალური ჭრილების მქონეებსაც გვთავაზობენ, რომელთა ჩაცმა სპორტულ ფეხსაცმელთანაც შესაძლებელია.2. ღია ფერის, გრძელი, ნაქსოვი მოსასხამებიმოსაცმელები, გრძელი სვიტერები და პონჩოები ე.წ. კაფსულის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ ისინი ნებისმიერ ლუქს უხდება (სერიოზულს, რომანტიკულს თუ ყოველდღიურს), ყველა ასაკის ქალისთვის მოდურ სამოსად მიიჩნევა. 3. კლასიკური პერანგებიკლასიკური პერანგი თითქოს ახალ ხასიათს სძენს ლუქს. მისი წყალობით, 40 წელს გადაცილებული ქალიც კი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. პერანგის შეხამება ბევრ რამესთან შეიძლება და საშუალება გეძლევათ, ააწყოთ როგორც ბიზნესის სტილის, ასევე მეგობრებთან შესახვედრი, ყოველდღიური ლუქი.4. კუბოკრული პერანგებიკუბოკრული პერანგი ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება. ასეთი პერანგები უამრავ ფერშია წარმოდგენილი, რაც მის შეხამებას სხვადასხვა სამოსთან აიოლებს.5. პერანგი მაისურის ქვეშკიდევ ხომ არ ფიქრობთ, რომ სამოსის ეს სტილი მხოლოდ 25-დან 30 წლამდე ქალბატონებს შეეფერებათ? გარდა იმისა, რომ კომფორტულია, ეს სტილი მოდურიც არის და ექსპერიმენტალური ლუქებისთვის 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებსაც თამამად შეუძლიათ მისი გამოყენება.6. ქუდებიასე თუ ისე, რთულია ელეგანტური ქუდის შეხამება სამოსთან. თუმცა, სწორად არჩეული აქსესუარები თქვენს ლუქს დამატებით მიმზიდველობას და შარმს სძენს იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის ბრძანდებით.7. ჯინსის ქურთუკებიუკვე მრავალი წელია, ჯინსის ქურთუკი ტრენდულია. მისი ჩაცმა ყოველდღიურად შეგიძლიათ და კაბასთანაც კი მოსახერხებელია. გარდა ამისა, 40 წელს გადაცილებულ ქალებს ჯინსის ქურთუკი აახალგაზრდავებს.8. კომბინიზონებიდღესდღეობით კომბინიზონი ძალიან პოპულარულია. სწორად არჩევის შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს ის ასაკს არ შეჰმატებს, ხანში შესულს კი უფრო ახალგაზრდად წარმოაჩენს.9. ფერადი შარფებისწორად შერჩეული შარფი ნებისმიერ ლუქს ფერად აქცენტს შეჰმატებს. ფერადი შარფები (თუმცა, არა - მყვირალა) ყველა ასაკის ქალს მოუხდება და მთლიან ლუქს შარმს შესძენს.10. თეთრი შარვლებიგანსაკუთრებული შემთხვევებისთვის სწორად შერჩეულ ზედასთან ჩაცმული თეთრი შარვალი კარგი არჩევანია. ის ყველა ასაკის ქალს უხდება.11. ქამრიანი კაბა50 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობა მზად არ არის მოტკეცილი კაბების ჩასაცმელად. ასეთ ვარიანტში ქამრიანი კაბა კარგი არჩევანია. ის წელს გამოგიკვეთავთ და ელეგანტურიც გამოჩნდებით.12. კლასიკური მანტოდღეს ასეთი მანტო პოპულარობის პიკზეა. მისი ჩაცმა როგორც სპორტულ ფეხსაცმელთან, ასევე ჩექმებთან და "ბალეტკებთანაც" შესაძლებელია. კლასიკური მანტო 40 წელს გადაცილებულ ქალებს აახალგაზრდავებს და მათ ლუქს დამატებით შარმს სძენს. ამასთანავე, ის ახალგაზრდა გოგონებსაც უხდება.13. მაისური კისერთან თასმებითასეთი სტილის ზედა ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება. მთავარია, ზედის სწორი ფერი და შესაფერისი შარვალი შეარჩიოთ.14. პერანგისებური კაბებიერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სტილი მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს უხდებათ, თუმცა, სინამდვილეში პერანგისებური კაბა ნებისმიერი ასაკის ქალს ელეგანტურს ხდის. მთავარია, სწორი მოდელი და კაბის შესაფერისი სიგრძე აარჩიოთ. p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.ასევე დაგაინტერესებთ:1. 2020 წლის გაზაფხულის 7 მთავარი მოდური ტრენდი 2. რომელს უფრო უხდება? - ცნობილი დიზაინერების კაბები მოდელებსა და სელებრითებზე 3. როგორ გამოვიყურებოდეთ სექსუალურად და არა - ვულგარულად (14 ხერხი) 4. როგორ შევუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს 5. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები 682 2-ს მოსწონს
|