სხვა ორაგუტანგი მდინარეში ჩავარდნილ ადამიანთან დასახმარებლად მივიდა 2020, 7 თებერვალი, 20:39 ბორნეოს დაცულ ტყეში, ორანგუტანმა შენიშნა ადამიანი, რომელიც გულმკერდამდე წყალში იდგა და სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ ხელი გაუწოდა მას. სამოყვარულო ფოტოგრაფმა Anil Prabhakar ინდონეზიიდან მოახერხა განსაცვიფრებელი კადრების ხელში ჩაგდება, როდესაც იგი მეგობართან ერთად იყო . მდინარეში მდგომი ადამიანი აღმოჩნდა, ორანგუტანგის გადარჩენის ფონდის თანამშრომელი. მისი ამოცანა იყო წყლის გასუფთავება საშიში გველისგან. თუმცა საბოლოოდ თვითონ დასჭირდა ორანგუტანგის დახმარება. ”ეს გარეული ცხოველია”, - განუმარტა თანამშრომელმა ფოტოგრაფს. ორანგუტანგის ქცევა შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს. გარდა ამისა, გარეული ცხოველები არ უნდა შეეჩვივნონ ხალხს. ფონდში ამჟამად 400 – მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც 650 ორანგუტანზე ზრუნავენ. 371 1-ს მოსწონს
|