საზოგადოება 103 წლის ასაკში ჰოლივუდის ლეგენდა,კერკ დუგლასი გარდაიცვალა 2020, 6 თებერვალი, 12:10
ჰოლივუდის ვარსკვლავი, კერკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. “სპარტაკმა" ის კინო ინდუსტრიაში ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ბოლო პერიოდში ის ნაკლებად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში და აი, გუშინ მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, მაიკლ დუგლასმა ფეისბუქისა და ინსტაგრამის მეშვეობით საზოგადოებას მისი გარდაცვალების შესახებ ამცნო. კერკ დუგლასმა 80-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სპარტაკის როლმა მოუტანა.
მსახიობმა წესიერი ცხოვრებით იცხოვრა და კინემატოგრაფიაში მომავალი თაობისათვის მისაბაძი მემკვიდრეობა დატოვა. “ ნება მომეცით პოსტი დავასრულო იმ სიტყვებით, რომელიც მის ბოლო დაბადების დღეზე წარმოვთქვი, “მამა, ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვამაყობ, რომ შენი შვილი ვარ" – განაცხადა მაიკლ დუგლასმა მის მიერ გავრცელებულ პოსტში.
კერკ დუგლასი სამჯერ ძალიან ახლოს იყოს ოსკარის მიღებასთან : მოკრივის როლში ფილმში “ქალებსა და თოკებს შორის", “ილუზიების ქალაქში", როგორც ძალაუფლების მსურველი პროდიუსერის როლის შემსრულებელი და ხელოვანის თამაშით ფილმში “ვინსენტ ვან გოგი – ცხოვრება ვნებებში".
საბოლოოდ, 1996 წელს კერკ დუგლას მაინც მიენიჭა საპატიო ოსკარი მისი ცხოვრებისეული საქმიანობისათვის. კინო ინდუსტრიამ მას “ჰოლივუდის ლეგენდა" უწოდა. ოქროს გლობუსმა კი ის “ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად" მოიხსენია. 708 5-ს მოსწონს
|