x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ფინური განათლების სისტემა

90-იან წლებში ფინეთი არა მარტო განათლების დონით, არამედ ეკონომიკურად თუ ინფრასტრუქტურით ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპას. ბოლო 40 წელია კი ფინეთი საგრძნობლად დაწინაურდა და მისი განათლების სისტემა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა, რეიტინგის სათავეში იკავებს წამყვან პოზიციებს. ეს, რათქმაუნდა, განათლების ძირეული რეფორმების შედეგია. ფინეთმა გადაწყვიტა მომავალი დაეკავშირებინა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისათვის. ფინეთმა საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა ააგო სამართლიანობასა და კოოპერაციაზე. მათ აქცენტი საუკეთესო სკოლების შექმნის ნაცვლად სკოლების საერთო, თანასწორი დონის შექმნაზე გააკეთეს. ყველა სკოლას უნდა შეეთავაზებინა ბავშვისთვის თანაბარი რესურსები, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა.

ცოდნის დათვლა

image
ცოდნის შეფასების გავრცელებული მეთოდია სტანდარტიზებული ტესტირებები, რომლებიც ყველა ბავშვის ერთნაირად შეფასებას გულისხმობს. ეს უთანასწორობას წარმოშობს. ამის საპირისპიროდ, ფინეთში კოგნიტური მოდელი არსებობს, რომელიც აფასებს ბავშვს არა ყველასთან მიმართებაში, არამედ საკუთარ თავთან მიმართებაში, ანუ რამდენად გაზარდა ცოდნისა თუ სხვა უნარების დონე თავის წინა შედეგებთან.ეს ყველაფერი ხდება ისე რომ არავითარი სეგრეგაცია არ არსებობს ძლიერებსა და სუსტებს შორის.

სტანდარტიზებული ტესტებით ცოდნის შეფასების გამო საგანმანათლებლო ღირებულება შეიძინა იმან, რაც მარტივად დათვლადი გახდა, ამიტომაც მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მხოლოდ ტესტის ჩაბარებაზე ხდებიან ორიენტირებული. შესაბამისად, ჩამოყალიბდა მოცემულობა, რომ გამოცდა არის არა ის, რაც სკოლაში ცოდნას ამოწმებს, არამედ სკოლაში ასწავლიან მხოლოდ იმას, რაც გამოცდაზე უნდა შეამოწმონ.
შეფასების სისტემა ფინეთში არის 10 ქულიანი. ქულებზე ინფორმაცია აქვს მხოლოდ მოსწავლეს და ამის გამო ჩხუბი ან გაკიცხვა არ არის მიღებული. ქულები გამოიყენება მხოლოდ ერთი მიზეზით, მისცეს მოტივაცია მოსწავლეს გახდეს უკეთესი და გააღრმავოს საკუთარი ცოდნა. ფინეთის მასწავლებლები ხშირად ამბობენ შემდეგ ფრაზას: “ბავშვების მომზადება შეიძლება ცხოვრებისთვის ან გამოცდებისთვის, ჩვენ ვირჩევთ პირველს.” ამიტომ გამოცდები ფინეთის სკოლებში არ არსებობს. მხოლოდ ერთი სავალდებულო გამოსაშვები გამოცდები 16 წლის ასაკში. ეს მეთოდი უზრუნველყოფს ბავშობის წლების მშვიდ და ზედმეტი სტრესის გარეშე გატარებას. დოქტორი სალბერგის აზრით, სწავლის პირველი 6 წლის განმავლობაში აკადემიური წარმატება მთავარი არაა. "ჩვენ არ ვზომავთ ბავშვების შესაძლებლობებს. ეს პერიოდი სასწავლო განწყობის და სურვილებისა თუ მიზნების ჩამოყალიბებას ეთმობა".მთავარი რამ, რაც სკოლაში ისწავლება, არის შეგუება, შესწავლა და ფეხის აწყობა მუდმივად ცვალებადი სამყაროსთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომზადება ცხოვრებისთვის. ფინურ სკოლებში ბავშვები სწავლობენ პირველად დახმარებას, ოჯახის საქმეებს გაკვეთილზე ისინი სწავლობენ, როგორ მოამზადონ საჭმელი, მოქსოვონ ან გაკერონ. დიდი ყურადღება ექცევა ბუნებაზე მზრუნველობის სწავლებასაც. ამით ისინი ყურადღებას ამახვილებენ როგორც ბუნების როლის მნიშვნელობაზე ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისათვის, ასევე აჩვევენ ბავშვებს საკუთარი და სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის შრომას.image

ინდივიდუალური მიდგომა

ფინეთში ყველა ბავშვისთვის განათლებისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმაა შედგენილი. ეს ეხება სახელმძღვანელოებს, დავალებებს, დროს, ასევე სასწავლო მასალას. გაკვეთილზე ერთსა და იმავე კლასში, ბავშვები სხვადასხვა სირთულის დავალებებს ასრულებენ და მათი შეფასებაც პერსონალურ დონეზე ხდება. დავალების სირთულე დამოკიდებულია მოსწავლის შესაძლებლობებზე. ვინც საშუალო დონის დავალებას მაღალ დონეზე შეასრულებს, შემდეგ დღეს უფრო რთულ დავალებას მისცემენ, ხოლო თუ ვერ გაუმკლავდება, კვლავ მსუბუქი დატვირთვით იმუშავებს მომდევნო დღეს. განსხვავებული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის ბავშვები სწავლობენ ერთად. თუ ბავშვი ვერ უმკლავდება სამუშაოს მასწავლებელი მისთვის ნიშნავს ინდივიდუალურ გაკვეთილს. დამატებით ხდება სხვადასხვა გაკვეთილების ჩატარებაც, მაგალითად მშობლიური ენის გაკვეთილები ემიგრანტი ბავშვებისთის.

ფინურ სკოლებში საშინაო დავალება არის ძალიან ცოტა, რადგან მიაჩნიათ, რომ ბავშვებმა თავისუფალი დრო უნდა გაატარონ საინტერესოდ, მეგობრებთან ან მშობლებთან ერთად და არა დავალების კეთებაში. ამასთან დავალებების სიმცირე უზრუნველყოფს თამაშისთვის მეტ დროს, რაც აუცილებელია მოზარდის სრულყოფილი განვითარებისთვის.

image
ფინურ სკოლებში დავალებების პრინციპი ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივისგან. მაგალითად ისტორიის გაკვეთილზე შეიძლება დაავალონ ბავშვს ჩამოართვა ბებიას ინტერვიუ და გაარკვიო როგორი იყო ცხოვრება მისი პატარაობისას და შეადაროს თანამედროვეს.

არაფორმალური გარემო

ფინური სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას არაფორმალური სივრცე. ის მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.

ფინეთში არ ირეკება ზარი. სკოლებში უმეტესწილად თვითონ წყვეტენ როდის დაისვენონ, ანუ ბავშვები თავიდანვე ჩართულები არიან კანონშემოქმედებითობაში, ემორჩილებიან იმ დისწიპლინას რომლის შემქმნელებიც თავად არიან.

გაკვეთილის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ, ისხდნენ დივანზე ან წამოწვნენ ხალიჩაზე. მოსწავლეებს არ ევალებათ მერხთან ჯდომა. მთავარია, კომფორტულად იყვნენ გაკვეთილის მოსმენის დროს. თუ თბილა, შეიძლება გაკვეთილი გარეთაც ჩატარდეს, სადაც ამისთვის სპეციალურად მოწყობილი გარემო არსებობს.

image
ფინეთის სკოლებში ფორმები არ არის. მოსწავლეებს შეუძლიათ, სკოლაში ისე ჩაცმულები მივიდნენ, როგორც უნდათ. არ არსებობს რამე აუცილებელი მოთხოვნა. სკოლაში დასაშვებია პიჟამოთი მისვლაც კი. კლასში ფეხსაცმლის გარეშე, წინდებში ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად სწავლის გარდა, უფასოა სადილები, ექსკურსიები, მუზეუმები და მთელი კლასგარეშე საქმიანობა. ტრანსპორტი, რომელიც ემსახურება ყველა მოსწავლეს, ვინც ცხორობს სკოლისგან 2 კილოპეტრზე შორს. ასევე, სახელმნძღვანელობი, საკანცელარო ნივთები, პლანშეტები.

მოტივირებული და პროფესიონალი მასწავლებლები

მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟული პროფესიაა ფინეთში. მათ დიდ პატივს სცემენ და აფასებენ. მასწავლებლების საშუალო თვიური ანაზღაურება 3500 ევროა.

ფინეთში არ არსებობს სწავლების ერთი განსაზღვრული პროგრამა. ყოველი მასწავლებელი, მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, თავად წყვეტს, რომელი წიგნი და პროგრამა გამოიყენოს. მასწავლებლის გარდა, თითოეულ გაკვეთილზე არის სპეციალური ასისტენტი, რომელიც უყურებს და ეხმარება ბავშვებს დავალების გაკეთებაში.

ფინურ სკოლებში სწავლობს ის, ვისაც ეს ნამდვილად უნდა. პედაგოგები ცდილობენ გააღვივონ განათელიბისადმი ინტერესი ბავშვებში, მაგრამ თუ ვინმეს საერთოდ არ აქვს სურვილი ცოდნის მიღების, პედაგოგები ხელს უწყობენ მოავალში რამე საზოგადოებისთვის საჭირო პროფესიის ათვისებაში.

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0