ფსიქოლოგია ფინური განათლების სისტემა 2020, 5 თებერვალი, 20:06 90-იან წლებში ფინეთი არა მარტო განათლების დონით, არამედ ეკონომიკურად თუ ინფრასტრუქტურით ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპას. ბოლო 40 წელია კი ფინეთი საგრძნობლად დაწინაურდა და მისი განათლების სისტემა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა, რეიტინგის სათავეში იკავებს წამყვან პოზიციებს. ეს, რათქმაუნდა, განათლების ძირეული რეფორმების შედეგია. ფინეთმა გადაწყვიტა მომავალი დაეკავშირებინა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისათვის. ფინეთმა საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა ააგო სამართლიანობასა და კოოპერაციაზე. მათ აქცენტი საუკეთესო სკოლების შექმნის ნაცვლად სკოლების საერთო, თანასწორი დონის შექმნაზე გააკეთეს. ყველა სკოლას უნდა შეეთავაზებინა ბავშვისთვის თანაბარი რესურსები, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა.
ცოდნის დათვლა
სტანდარტიზებული ტესტებით ცოდნის შეფასების გამო საგანმანათლებლო ღირებულება შეიძინა იმან, რაც მარტივად დათვლადი გახდა, ამიტომაც მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მხოლოდ ტესტის ჩაბარებაზე ხდებიან ორიენტირებული. შესაბამისად, ჩამოყალიბდა მოცემულობა, რომ გამოცდა არის არა ის, რაც სკოლაში ცოდნას ამოწმებს, არამედ სკოლაში ასწავლიან მხოლოდ იმას, რაც გამოცდაზე უნდა შეამოწმონ. ინდივიდუალური მიდგომა ფინეთში ყველა ბავშვისთვის განათლებისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმაა შედგენილი. ეს ეხება სახელმძღვანელოებს, დავალებებს, დროს, ასევე სასწავლო მასალას. გაკვეთილზე ერთსა და იმავე კლასში, ბავშვები სხვადასხვა სირთულის დავალებებს ასრულებენ და მათი შეფასებაც პერსონალურ დონეზე ხდება. დავალების სირთულე დამოკიდებულია მოსწავლის შესაძლებლობებზე. ვინც საშუალო დონის დავალებას მაღალ დონეზე შეასრულებს, შემდეგ დღეს უფრო რთულ დავალებას მისცემენ, ხოლო თუ ვერ გაუმკლავდება, კვლავ მსუბუქი დატვირთვით იმუშავებს მომდევნო დღეს. განსხვავებული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის ბავშვები სწავლობენ ერთად. თუ ბავშვი ვერ უმკლავდება სამუშაოს მასწავლებელი მისთვის ნიშნავს ინდივიდუალურ გაკვეთილს. დამატებით ხდება სხვადასხვა გაკვეთილების ჩატარებაც, მაგალითად მშობლიური ენის გაკვეთილები ემიგრანტი ბავშვებისთის. ფინურ სკოლებში საშინაო დავალება არის ძალიან ცოტა, რადგან მიაჩნიათ, რომ ბავშვებმა თავისუფალი დრო უნდა გაატარონ საინტერესოდ, მეგობრებთან ან მშობლებთან ერთად და არა დავალების კეთებაში. ამასთან დავალებების სიმცირე უზრუნველყოფს თამაშისთვის მეტ დროს, რაც აუცილებელია მოზარდის სრულყოფილი განვითარებისთვის.
არაფორმალური გარემო ფინური სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას არაფორმალური სივრცე. ის მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ფინეთში არ ირეკება ზარი. სკოლებში უმეტესწილად თვითონ წყვეტენ როდის დაისვენონ, ანუ ბავშვები თავიდანვე ჩართულები არიან კანონშემოქმედებითობაში, ემორჩილებიან იმ დისწიპლინას რომლის შემქმნელებიც თავად არიან. გაკვეთილის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ, ისხდნენ დივანზე ან წამოწვნენ ხალიჩაზე. მოსწავლეებს არ ევალებათ მერხთან ჯდომა. მთავარია, კომფორტულად იყვნენ გაკვეთილის მოსმენის დროს. თუ თბილა, შეიძლება გაკვეთილი გარეთაც ჩატარდეს, სადაც ამისთვის სპეციალურად მოწყობილი გარემო არსებობს.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად სწავლის გარდა, უფასოა სადილები, ექსკურსიები, მუზეუმები და მთელი კლასგარეშე საქმიანობა. ტრანსპორტი, რომელიც ემსახურება ყველა მოსწავლეს, ვინც ცხორობს სკოლისგან 2 კილოპეტრზე შორს. ასევე, სახელმნძღვანელობი, საკანცელარო ნივთები, პლანშეტები.
მოტივირებული და პროფესიონალი მასწავლებლები მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟული პროფესიაა ფინეთში. მათ დიდ პატივს სცემენ და აფასებენ. მასწავლებლების საშუალო თვიური ანაზღაურება 3500 ევროა. ფინეთში არ არსებობს სწავლების ერთი განსაზღვრული პროგრამა. ყოველი მასწავლებელი, მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, თავად წყვეტს, რომელი წიგნი და პროგრამა გამოიყენოს. მასწავლებლის გარდა, თითოეულ გაკვეთილზე არის სპეციალური ასისტენტი, რომელიც უყურებს და ეხმარება ბავშვებს დავალების გაკეთებაში. ფინურ სკოლებში სწავლობს ის, ვისაც ეს ნამდვილად უნდა. პედაგოგები ცდილობენ გააღვივონ განათელიბისადმი ინტერესი ბავშვებში, მაგრამ თუ ვინმეს საერთოდ არ აქვს სურვილი ცოდნის მიღების, პედაგოგები ხელს უწყობენ მოავალში რამე საზოგადოებისთვის საჭირო პროფესიის ათვისებაში. 121 შეფასება არ არის
|