სხვა ადამიანები, რომლებსაც ლიტერატურა ძლიერ უყვართ! 2012, 6 აგვისტო, 16:51 რამდენი ადამიანის მანია?ადამიანები, რომლებიც წიგნით ცოცხლობენ, წიგნში ცხოვრობენ! წაკითხული წიგნებით საზღვრავენ ადამიანს, მის შესაძლებლობებსა და ინტელექტუალურ მონაცემებს. არის დრო ბიბლიოფილის ცხოვრებაში, როდესაც მისთვის მხოლოდ წიგნი არსებობს, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც ასე იყოს... მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, წიგნს ვერავინ და ვერაფერი ცვლის. ის ისევ თქვენს თანმდევ ნივთად რჩება, იქნება ის უბის წიგნი, თუ ელექტრონული... თუ ერთხელ მაინც გულიანად გაგაცინა, მართლა ცხარე ცრემლით აგატირა წაკითხულმა ამბავმა, თუ ერთხელ მაინც ვინმე მიგიმსგავსებიათ რომელიმე პერსონაჟისთვის, მაშინ წიგნს თქვენს ცხოვრებაში არც თუ ისე უმნიშვნელო ადგილი ჰქონია დაკავებული. ამას პირადად დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ადრე. მაგრამ ერთხელაც, როდესაც "წიგნის კითხვის კლუბში" გავწევრიანდი, როდესაც ყოველი მომდევნო წიგნის წაკითხვის შემდეგ ხელახლა მინდოდა ახალი წიგნის დაწყება, მივხვდი, რომ საბოლოოდ ბიბლიოფილად ვიქეცი! ამასობაში კი იმატა წაკითხული წიგნების რაოდენობამ, იმატა იმ ადამიანების რიცხვმაც ჩემს ირგვლივ, რომლებიც წერდნენ, ან უკვე დაწერილზე თამაშობდნენ, იმატა მათმა ავტოგრაფებმა ჩემს ბლოკნოტში და რა თქმა უნდა, იმატა წიგნების რაოდენობამ ჩემს თაროზეც! 62 6-ს მოსწონს |
მოხარული ვიქნები! =))
ილიაუნის "წიგნის კითხვის კლუბში" ვიყავი ერთი სემესტრი დავდიოდი შეკრებებზე, მაშინ როცა პირველად განხორციელდა ეს პროექტი, 2010 წლის გაზაფხულზე.
თან მე ილიაუნიში არ ვსწავლობ და ამიტომ ინკოგნიტო წევრი ვიყავი ;)))
ვიცი, რო ეს კლუბი ისევ ფუნქციონირებს, მაგრამ მე უკვე ვეღარ ვიცლი მასზე დასასწრებად. მაგრამ გულით მინდა კვლავ დავესწრო!!