x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135701
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ამ დროს ჩვენში სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ – საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ სხვათა გადასარჩენად

შავი ჭირი

XIV საუკუნისას საქართველოში შავ ჭირს ჟამიანობა უწოდეს. ეპიდემიას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაცარიელდა ქალაქები და სოფლები. ყველა თავისებურად ცდილობდა დაავადებასთან ბრძოლას, თუმცა ის, რაც საქართველოში, კერძოდ კი ანატორში მოხდა, არსად არასდროს ფიქსირდება.

შავი ჭირის ეპიდემია საქართველოში ოქროს ურდოს შემოჰყვა. ჟამიანობას ბაგრატ V-ის ცოლი, დედოფალი ელენე ემსხვერპლა. დაუმარხავი მიცვალებულებით აივსო ქუჩები. გვამებთან მიკარებას ჯანმრთელი ადამიანები ვერ ბედავდნენ, ამიტომ ტოვებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და გარბოდნენ. წყალსაც ვერ ეკარებოდნენ, რადგან ისიც ინფიცირებული იყო.

ანატორი შატილიდან ორ კილომეტრში მდებარეობს და ცნობილია თავისი აკლდამებით. ანატორში შავი ჭირით დაავადებულები თავისი ნებით ტოვებდნენ სახლ-კარს და აკლდამებში სიკვდილს ელოდნენ. როდესაც აკლდამა ავადმყოფებით გაივსებოდა, კარს შიგნიდან ამოლესდნენ. ასეთი თვითდამარხვა შავი ჭირის ეპიდემიის დროს კაცობრიობისთვის უცნობი ფენომენია და მას ანალოგი არ მოეძებნება. ეს იყო შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტი, რომ მთლიანად არ ამოწყვეტილიყვნენ. დასნეულებული მოსახლეობა კლდოვანი საძვალეებისკენ თავისი ნებით მიდიოდა, რომ ჯანმრთელი ადამიანები საფრთხისგან დაეცვათ. შედიოდნენ აკლდამაში და აღსასრულს უცდიდნენ.

ევროპაში კი სულ სხვა ვითარება სუფევდა. უფრო სტიქიურად მოქმედებდნენ. თუ სახლში ვირუსით ერთი ადამიანი მაინც იყო დაავადებული, მოსახლეობა ასეთი სახლის კარებსა და ფანჯრებს გარედან ქოლავდა ისე, რომ ოჯახის სხვა წევრებსაც არ აძლევდა საშუალებას, გარეთ გამოსულიყვნენ. ამ დროს ჩვენში სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ – საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ სხვათა გადასარჩენად.

2
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
147
  
2020, 5 თებერვალი, 16:59
დიდი მადლობა, კომენტარისათვის. აუცილებლად დავინტერესდები ძუძუმტეობით და შევეცდები საინტერესო სტატია შემოგთავაზოთ.
2020, 5 თებერვალი, 16:51
მშვენიერია - როგორც ქართველი, მადლობას გიხდით, რომ კიდევ ერთხელ მომვეცით საშუალება ვიამაყო ჩვენი წინაპრებით, მათი მოყვასისადმი სიყვარულის, თუნდაც ამგვარი გამოვლინებით, მათი მიმხვდურობით, ეროვნული სულითა და გენეტიკით!
რამდენადაც მე ვიცი, არც ძუძუმტეობის ინსტიტუტს ჰყავს ანალოგი, არადა ერთობ საინტერესო მოვლენა იყო...
0 1 2