x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შიშველი დამლაგებლების ხელმძღვანელი აიძულეს თვითონაც გაშიშვლებულიყო და სახლები დაელაგებინა

image

კომპანიის მეპატრონეს, რომელიც კლიენტებს შიშველ დამლაგებლებს სთავაზობს, იძულებული გახადეს, ხუთ სახლთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, რა დროსაც თავის ქვეშემრდომებივით შიშველი ალაგებს სახლს.

33 წლის ნიკი ბელტონი(Nikki Belton)ქალაქ პლიმუთიდან არის( დევონის საგრაფო, ინგლისი) და ხელმძღვანელობს The Naked Cleaning Company-ის. მისი კომპანიის დამლაგებლები სახლებს ალაგებენ ნახევრადშიშვლები ან მთლიანად შიშვლებიც კი. ბელტონმა აღნიშნა, რომ მსგავსი მომსახურეობა კლიენტს საათში 75 -დან 95 ფუნტ სტერლინგამდე უჯდება.

image

ბელტონის თქმით, ბევრი ინტერნეტმომხმარებელი მას ადანაშაულებს იმაში, რომ თავად არ ასრულებს იმ სამუშაოს და მხოლოდ ქვეშემდრომებს აიძულებს იმუშაონ შიშვლებმა .


” მსურს დავუმტკიცო მათ, რომ ისინი ცდებიან. ამიტომ, გადავწყვიტე, ხუთი სახლთან გამეფორმებინა ხელშეკრულება, ”- განაცხადა კომპანიის უფროსმა.

image

მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ მისი თანამშრომლები ინტიმურ მომსახურებას არ ეწევიან.

”ჩვენი დამლაგებლები სახლებს ალაგებენ, ზედაპირებს მტვრისგან ასუფთავებენ, მაგრამ ოდნავ განსხვავებულად”, - თქვა მან - მანამდე, ხუთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ჩვეულებრივ დასუფთავების სამსახურს. ახალი ბიზნესი გაცილებით მომგებიანია. ”

image

მან ასევე აღნიშნა, რომ Naked Cleaning Company- ს თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ დამლაგებელად მუშაობის გამოცდილება და 25 წელზე უფროსი ასაკის უნდა იყვნენ.

წესების თანახმად, პერსონალი სრულად ჩაცმული მიდის მისამართზე და მხოლოდ მაშინ შიშვლდება, როდესაც დასუფთავებას იწყებს . კონტრაქტის თანახმად, დამლაგებელს და კლიენტს მკაცრად ეკრძალებათ ერთმანეთთან შეხება.

"ჩვენი კომპანია გვთავაზობს მომხმარებელებს, დატკბნენ მამრობითი ან მდედრობითი სქესის შიშველი სხეულით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დამლაგებლები არ არიან სექსუალური ობიექტები. ისინი კლიენტთან მიდიან სახლის დასალაგებლად ”, - დასძინა ბელტონმა.





0
482
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0