საზოგადოება ახლოვდება ცვლილებები მთავრობაშიც და ქვეყანაშიც 2020, 3 თებერვალი, 17:37 (გაგრძელება.ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 31 )
2008 წელი, 7 ოქტომბერი
ვხედავ, დასავლეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები გრძელდება — მიდის დიდი ვაჭრობა.
გაზეთის წინა ნომერში (იგულისხმება საავტორო გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №27 — რედ.) გავიხსენე წინასწარმეტყველება, რომ გერმანია წავიდოდა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ნათელიცაა. წინ ევროპას ცივი ზამთარი, ყინვები ელის. მათ რუსეთის ენერგორესურსები სჭირდებათ, მაგრამ მთავარი ის არის, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ ამერიკა საქართველოს ეხმარება და საქართველო მაინც გავა ნატოს ხაზით!
ვიმეორებ: დღეს ეს დაცვა აუცილებლად სჭირდება საქართველოს და ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით. მაგრამ ამას მოჰყვება სირთულეები. თუმცა ვიცი, რომ მრავალჭირგამოვლილი ჩემი ქართველები ამასაც გაუძლებენ.
ნუ შეგეშინდება, საქართველოვ! უფალი არ დაუშვებს ჩვენს განადგურებას და ყველა ბრძოლას მოვიგებთ. ამინ!
რაც ხდება, ყოველივე უნდა მოხდეს. მთავარი ის არის, რომ საბოლოოდ საქართველო და ხალხი გაიმარჯვებს. არ არსებობს ძალა, რომ საქართველო გაანადგუროს. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
ლელა კაკულია: საქართველოს დაჩოქება ასე ადვილი არ არის!
ვხედავ, იქმნება ახალი პარტიები(ეს ადრეც აღვნიშნე). ეს ახალი, ხალხისთვის ნაკლებად ცნობადი სახეებია, მაგრამ ხალხი მათ მიიღებს. ძველ ოპოზიციას კი არ გაჰყვებიან. ისინი, რასაც წარსულში ლაპარაკობდნენ, იგივეს იმეორებენ დღესაც. ოპოზიციის ბრძოლა იმით დამთავრდა, რომ ხალხი არდადეგებზე გაუშვეს. დღეს ისინი იგივე პროგრამით იწყებენ შეტევას, მაგრამ ვხედავ, რომ ხალხი მათ არ აჰყვება, არ სჯერათ მათი. საზოგადოება ახალ და რეალურ ოპოზიციას ელოდება.
რაც დღეს ხდება ქართულ პოლიტიკაში, არაფრის მომცემია ხალხისთვის. მთავრობა საგარეო საქმეებითაა დაკავებული და დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია უძლურია, რომ ხალხი მათ არ გაჰყვება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა საზოგადოებას საერთოდ აგიჟებს და არავის აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს მას.
ვიმეორებ: ხალხს არცერთი პარტიისა არ სჯერა. ერთადერთი ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ სიმართლეს. დიახ, ასეა. ყველაფერი თანმიმდევრულად, ნელ-ნელა სრულდება.
დიახაც ვხედავ, რომ საქართველო გაბრწყინდება. ვხედავ, როგორ ივსება დოვლათით ცარიელი ბეღლები ყოველი ქართველის ოჯახში. საქართველო გადაიტანს გაჭირვებას. არაერთი დიდი სირთულე გადაუტანია მას და ესეც ასრულდება ასი პროცენტით.
რუსეთი კი, ვიმეორებ 1992 წლის წინასწარმეტყველებას, დატოვებს საქართველოს — იძულებული შეიქნება და ეს დროც დადგება. რუსეთს ძალიან რთული პერიოდები აქვს გადასატანი. მისთვის დიდი თავისტკივილია ჩრდილოეთ კავკასია...
საინტერესო ის არის, რომ ვხედავ, აფხაზეთში აფსუები პარტიზანებს შეუერთდებიან, ანუ ქართველებს, და ერთად იბრძოლებენ რუსებისა და სხვადასხვა ბოევიკების წინააღმდეგ. დიახ, ეს ასე მოხდება ასი პროცენტით!!!
აფხაზეთში უფრო დაიძაბება მდგომარეობა. აფსუები კი არ ხვდებიან, არამედ უკვე ხედავენ, რომ ისინი ნამდვილად გადაშენდებიან, თუ რუსეთს ბოლომდე დაექვემდებარებიან. რუსები აფსუებს არაფერს ეკითხებიან, არაფრად აგდებენ და ბევრი რამ უკვე ნათელია მათთვის: ქართველები არ არიან აფსუების მტრები!
ლელა კაკულია: ახალი ძალებით ივსება ქართული პოლიტიკა და ეს გადაარჩენს საქართველოს!
კავკასია ერთიანდება. რუსეთს ჰგონია, რომ ჩრდილოეთ კავკასია ჩავაჩუმე და აწი ვინღა გაბედავს დიდი რუსეთის წინააღმდეგ ომსო. მაგრამ წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს. 1992 წელს ვიხილე, რომ ჩრდილოეთი იწვოდა. ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს ომს გამოუცხადებს (და არამარტო კავკასია).
ვხედავ, რუსეთი ცდილობს დაძაბოს დასავლეთიც, ევროპული ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ისინი გერმანიაზე მუშაობენ. გერმანიის კანცლერი არც ისეთი მაგარია. იგი სისუსტეს გამოავლენს, ძალიან მკაფიოდ გამოაჩენს, რომ რუსეთს სერიოზულ საკითხებში უთმობს და, ასე ვთქვათ, ფეხქვეშ ეგება. ენერგორესურსებთან დაკავშირებით ევროპას ძალიან არ უჭირს. გამოსავალი მრავალია, მაგრამ დასავლეთმა ჯერ კარგად ვერ გაითავისა, ვხედავ, თუ ვინ არიან რუსები. თანაც საკუთარი ძალების იმედი აქვთ.
ვხედავ, რუსეთს, მიუხედავად დიდი მცდელობებისა, დაყოს და იმეფოს ევროპაში, არაფერი გამოუვა, მათ გეგმებს ასრულება არ აწერია. რუსები უბრალოდ ნერვებს უშლიან არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. მაგრამ ვხედავ, რომ რუსეთი მაინც წააგებს ასი პროცენტით. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი წარსულს ვერ დაიბრუნებს. მათი ლოზუნგი: „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, ვხედავ, კვლავ ძალაშია. ოღონდ იმასაც ვხედავ, რომ ვერ დაეწევა.
ვიმეორებ: რუსეთი უდიდეს შეცდომებს დაუშვებს, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში. ვხედავ, რუსეთი ძალიან ბევრ რამეს კარგავს, თუმცა, რაც დათესა, იმას იმკის. რუსეთი ძალიან საშიში მეზობელია. ფრთხილად! მაგრამ კოსმოსი არ დაუშვებს რუსეთის თარეშს საქართველოში. ისინი გაიხვეტებიან ჩვენი ქვეყნიდან.
საქართველოს შიდაპოლიტიკა, ვხედავ, თითქმის იყინება. ყველამ დაკარგა ხალხის ნდობა და რეზულტატებსაც მალე იხილავთ. საქართველო ყოველთვის იარსებებს ქართველებთან ერთად, ხოლო შადიმანები, გამყიდველები კი აღიგვებიან მიწის პირისაგან.
დიახ, ქართველები გადავიტანთ იმ ბრძოლებს, რომლებიც თავისუფლებას მოუტანს ჩემს საქართველოს. იცვლება ყველაფერი და ეს იქნება დიდი სიკეთე უფლისგან.
„ეს ქვეყანა კურთხეულია და განიწმინდება იგი მტრისგან. ბოროტება დაითრგუნება და გაბრწყინდება ქართველი ერი“, — გარკვევით მესმის ეს სიტყვები.
ვხედავ, მოდიან „მეცნიერები“ მყარი ნაბიჯით, ვხედავ „გიორგი ბრწყინვალეს“ და ეს არის ახალი საქართველოს დაბადება, ეს არის ერის გადარჩენა და გამრავლება. ამინ!
ცრუ პოლიტიკურ თამაშებს, ვხედავ, ხალხი არ აჰყვება. არც შეიძლება, რომ აჰყვეს, ვინაიდან ახლოვდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს გადაარჩენს და ეს მთავრობაც გადაიხვეწება. დიახ, ყველაფერი გაიფილტრება და საქართველო ამოისუნთქებს.
არავითარი გვირაბების მშენებლობა! პირიქით, გვირაბები, ვხედავ, ფეთქდება და ეს საქართველოს დაცვაა. არანაირი სახიფათო ობიექტი, გვირაბი თუ რკინიგზა, არ აშენდება.
ბათუმი ჩაკეტილია! ეს სომხური გეგმა არასდროს განხორციელდება. თუკი შეეცდებიან მის სისრულეში მოყვანას, ყოველივე კრახით დამთავრდება. ასეთია ნება უფლისა.
ვხედავ, მოდის დრო, როცა საქართველო ერთიანდება, იფილტრება არაკაცების, სიშავის, ყოველგვარი ბოროტისგან და პირველ რიგში, იკეტება საქართველოს საზღვრები. ჩვენ ვიბრუნებთ ოკუპირებულ მიწებს. ეს მიწები ჩვენია — საქართველოსი.
ჩვენ ვაშენებთ ქართულ ეკლესიებს. უძველესი, დანგრეული ეკლესიების საძირკვლებზე ვაგებთ ახლებს, იმიტომ, რომ ეს ყოველივე ქართულია და ფრთხილად! გაფრთხილება ეხება სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. თქვენ არაფერი დაგრჩებათ, რადგან აქ ყველაფერი ქართულია. ნუთუ ეკლესიების ნანგრევები არაფერს გეუბნებათ? ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ყოველივე აღსრულდება. ასეთია კოსმოსის ნება(გაიხსენეთ 1992 წლის წინასწარმეტყველებები: საქართველო იბრუნებს ყველა ეკლესიას და ყველაფერს, რაც ქართულ მართლმადიდებლობას ეკუთვნის).
მესმის ხმა:
„მოვიდა იგი ბოროტი, მაგრამ ვერ დაეპატრონა წალკოტს, რომელსაც საქართველო ჰქვიან!“
დიახ, უფლის სამოთხედ იწოდება საქართველო კოსმიურ ზოლში.
ვხედავ, იწყება ძალიან სახიფათო პოლიტიკური თამაშები. ფრთხილად! მაგრამ ვხედავ, მათი დრო ამოიწურა. ბოროტი ფეხს ვერ მოიკიდებს ქართულ მიწაზე. მალე დაიწმინდება მთელი საქართველო, განიწმინდება ერი ჩემი, გასუფთავდება და დაწყნარდება. თუმცა იქნება ბრძოლები, რომლებიც ქართველთა გამარჯვებით დამთავრდება, იმიტომ, რომ ასეთია ნება უფლისა ჩუენისა. ამინ!
არ შეგეშინდეთ, ქართველებო! ყოველივე დანახული ასრულდება ასი პროცენტით. ჩვენ გვიცავს კოსმოსის უზარმაზარი ენერგიები და ამას ვერავინ მოერევა დედამიწაზე. ამინ!
2008 წელი, 14 ოქტომბერი
ვხედავ, ამერიკა ინარჩუნებს პირველობას მსფლიოში. დასავლეთი ისევ ამერიკასთან დგას. რუსეთმა სერიოზული თამაშები წააგო დიდ პოლიტიკაში. შეეძლო კი, სხვაგვარად ეთამაშა, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში. ვხედავ, რომ კრემლი იგივე შეცდომას უშვებს უკრაინასთან დაკავშირებითაც (ეს ჯერ კიდევ1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და ყოველივე სიტყვა-სიტყვით ასრულდება). უკრაინასთან ომი რუსეთმა არ უნდა დაიწყოს - ეს ხომ პატარა საქართველო არაა. მაგრამ რუსეთს სულ სხვა გეგმები აქვს, რომელთაც, ვხედავ, ვერ განახორციელებს. რუსები აქაც წააგებენ. ომი რუსეთ-უკრაინას შორის ძალიან სახიფათოა „დიდი რუსეთისთვის“. ფრთხილად!
საქართველოში კი ოპოზიცია იქმნება, მაგრამ ვხედავ, რომ ეს არ არის ის ოპოზიცია, ვისაც ხალხი გაჰყვება. აი, ნახავთ. ყველაფერი ძალიან აირევა. ოპოზიციონერებს, ანუ ყოფილ თანამდებობის პირებს, ამ მთავრობის ლოჟაში პირველი ადგილები ეკავათ, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს დაერივნენ და გაჩნდა „საქართველოს გადამრჩენელი ოპოზიცია?“ ეს ხომ მარტივი არითმეტიკაა: შესაკრებთა ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება...
საქართველო რუსეთს ევროპის სასამართლოებში წარმოებულ ყველა პროცესს მოუგებს ბოლომდე. დასავლეთი არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსეთს. ისინი ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ თუ რუსეთს ჭკუა არ ასწავლეს, დიდ საფრთხეში ჩაიგდებენ თავს მომავალში.
რუსეთს უკვე ძალიან უჭირს. უბრალოდ, კრემლში მჯდარი ორი პრეზიდენტი დამარცხებას არ აღიარებს. ვხედავ, რუსულ ეკონომიკაში დიდი ჩავარდნები გრძელდება.
ვხედავ მრავალჯერ დანახულს: რუსის ჯარი გადის საქართველოდან!
მაგრამ ვხედავ სხვასაც: რუსეთი ცდილობს პროვოკაციების აგორებას თბილისთან მიმართებაში, რათა ჯარი ისევ შემოიყვანოს. მაგრამ ამას უკვე ის მოჰყვება, რომ ნატოს მხრიდან რუსეთი აუცილებლად მიიღებს საპასუხო დარტყმას, ანუ რუსის ჯარს დახვდება ნატოს ჯარი! ეს ძალიან სერიოზულია, იმდენად სერიოზული, რომ რუსეთი თითსაც ვერ გაანძრევს საქართველოს წინააღმდეგ. ისინი პანიკას თესენ, შიშს, მაგრამ ქართველები, უფლის წყალობით, ამ ანკესზე არ წამოეგებიან. რუსეთის ყველა გეგმა, ვხედავ, ჩაფუშულია. ის, რაც მათ ჩაიდინეს, უკან დაუბრუნდათ ძალიან უარყოფითად, ამიტომ მეორე შეტევა კრახით დამთავრდება - ვერაფერსაც ვერ გააკეთებენ!
თვითონ მოსკოვში დაიწყება დიდი უკმაყოფილებები, რომ ისინი საქართველოსთან ტყუიან, რომ რუსეთს არ უნდა მოემოქმედა ის, რაც მოიმოქედა. მოსკოვი დიდ თანხებს კარგავს, მილიარდერები ლამის ერთ დღეში უზარმაზარ ფინანსებს კარგავენ. ყველაფერი შეჩერებულია. თუმცა კრემლი ამ ყოველივეს მალავს. ასეა, კატასავით ზურგზე არ ეცემიან, თუმცა სიმართლეს მაინც ვერ დამალავენ. თანაც რუსეთს წინ ჩრდილოეთ კავკასიის ომები ელის.
იცოდეთ, ჩემო საყვარელო ქართველებო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ერთ გოჯ მიწას არ შევარჩენთ ურჯულოებს. სიტყვა „ავტონომია“ არ იარსებებს ჩვენს ქვეყანაში. ვხედავ თავისუფალ საქართველოს. დღეს ნატოში შევალთ, მომავალში კი საქართველო ნეიტრალური ქვეყანა ხდება. ასეთია წინასწარმეტყველება.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: მოდიან მეცნიერები და სხვა არავინ! დიახ, იქმნება მეცნიერთა პარტია. ხალხს იმედი მიეცემა მომავლისა, თუმცა ეს იმედი კი არა, რეალობაა, რომელიც აუცილებლად ასრულდება. ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში ხალხის სასარგებლოდ და ამოისუნთქებს მთელი საქართველო.
ნუ შეშინდებით, ქართველებო! უფალი ჩვენთანაა და გამარჯვებაც ჩვენია. მოდის გიორგი ბრწყინვალე და ამას ვერავინ შეცვლის!
საქართველოზე გამავალი აბრეშუმის გზა იხსნება და ამას ვერც რუსეთი და ვერც სხვა ვერავინ ვერ შეაჩერებს. ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ თბილისი კავკასიის დედაქალაქი, კავკასიის ერთიანობის ცენტრი გახდებოდა. დღეს კი ვხედავ, რომ კავკასიელები ერთიანდებიან და რუსეთს დიდ დარტყმას მიაყენებენ. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
2008 წელი, 17 ოქტომბერი
რუსეთი, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. ის ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, მაგრამ საქართველოსთან საერთაშორისო პოლიტიკურ ბრძოლას წააგებს ასი პროცენტით. ისინი ელოდებიან განხეთქილებებს, მაგრამ ეს მათ გამარჯვებას არ მოუტანს. საქართველოში მთავრობის შეცვლას რუსეთი ვერ მოახერხებს. ცვლილებებს თვითონ ქართველი ხალხი შეიტანს ქართულ პოლიტიკაში. ყოველივე კოსმოსიდან მოდის.
ოპოზიციას ხალხი არ ენდობა. ყველაფერი გაყინულია და ამ ყინულს ვერავინ ადნობს. არის სიჩუმე, ვინაიდან თვითონ ხალხია ჩუმად. რაში ან სად უნდა იაქტიურონ? ვის უნდა გაჰყვნენ? ვის უნდა დაუჯერონ? და საერთოდ, რა ხდება? ერთი ერთს ამბობს, მეორე - სხვას და არის ქაოსი. ერთნი ისეთ პოლიტიკურ ანალიზებს აკეთებენ, რომ შიშით გული გაუსკდება ადამიანს, გაზეთები კი, პოლიტიკური ანალიზებიდან გამომდინარე, გვამცნობენ არსებულ თუ არარსებულ დიდ უბედურებებს.
დიდი შიში სუფევს ირგვლივ, მაგრამ ხალხს აღარ ეშინია. უბრალოდ, საქართველო ისე გაიწაფა და გაიზარდა პოლიტიკურ თამაშებში, რომ ძნელია ხალხის მოტყუება. ისინი უკვე ხვდებიან, სად არის სიმართლე და სად არის დიდი ტყუილი. ფრთხილად! ხალხი მხოლოდ მაშინ ამოძრავდება, როცა დაინახავს, რომ ყოველივე საქართველოს სჭირდება და მის სასიკეთოდ კეთდება. ეს ასე იქნება ასი პროცენტით.
მომავალში კი ვხედავ გამარჯვებულ საქართველოს, თვალებგაბრწყინებულ ქართველებს. ჩემი ერი დღეს თუ მშიერია, მაინც ძლიერია და მათ ვერავითარი ძალა ვერ მოერევა, იმიტომ, რომ უდიდესი ენერგია იცავს კოსმოსიდან მთელ საქართველოს!
დიახ, ამ ძნელბედობის ჟამს, ვხედავ, ერი ერთ მუშტად არის შეკრული და მტერი ვერას დაგვაკლებს. საქართველო იბრძვის გაბრწყინებული მომავლისთვის და იგი მართლაც გაბრწყინდება. ურჯულო განიდევნება ჩვენი მიწიდან და არასდროს დაბრუნდება უკან.
ნუ შეშინდებით, ქართველებო! ნუ ჩაიკლავთ იმედს, რომ საქართველო გაბრწყინდება და ხალხიც ამოისუნთქებს. იმედი, ვხედავ, რეალობაში გადადის და ყველაფერი თანმიმდევრულად სრულდება ასი პროცენტით. ვიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, მაგრამ პატარ-პატარა ომები და სირთულეები კიდევ უნდა გადავიტანოთ, გაფრთხილებთ.
თქვენ იცით ჩემი წინასწარმეტყველება: კიდევ კარგი, საქართველოს გადარჩენა აწერია, თორემ რუსეთი, რაც ჩეჩნეთში მოიმოქმედა (მიწასთან გაასწორა იგი, მოაწყო ჩეჩენთა გენოციდი), იმაზე უარესს დამართებდა ჩემს საქართველოსა და ხალხს-მეთქი. ეს არასდროს მოხდება! რუსეთი წააგებს არა მხოლოდ საქართველოსთან ბრძოლებს, არამედ მთელ კავკასიასთან.
1992 წლის წინასწარმეტყველებაში დავწერე: „იწვის, ვხედავ, ჩრდილოეთ კავკასია“. მაშინ აღვნიშნე, რომ ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა ქართველ ხალხს ვაწვდი, უმნიშვნელოვანესია და იმის ფასს, რასაც ახლა ვხედავ, მთელი საქართველო მომავალშიღა მიხვდება-მეთქი.
ჩემო საყვარელო ქართველებო, მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ ის, რაც ჯერ კიდევ 1987 წელს დავინახე, 1992 წელს კი ჩავწერე, რადგან მაშინ დავიწყე წინასწარმეტყველებების ჩაწერა:
სიმშვიდე იქნება ჩემს საქართველოში. არცერთ ავანტიურას, რომელიც წამოიწყება ჩემი ქვეყნის მიმართ, ასრულება არ აწერია, კოსმოსი ამას არ დაუშვებს. ჩემი რუკა კი, რომელზეც მონიშნულია, თუ როგორ შევუტევთ და გავაძევებთ რუსებს, ზუსტად ისე ამოქმედდება, როგორცაა დახაზული, ანუ ზუსტად იმ მიმართულებით.
რუსები ყვირიან, ჩვენ ბევრნი ვართო, მაგრამ ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა! ერთი დიდი ომი - საგარეო პოლიტიკა წააგეს. მსოფლიო ძალიან, ძალიან დაუპირისპირდა რუსეთს და აქ მათ რიცხობრივმა სიჭარბემ არ უშველა. ისინი კიდევ იმდენ შეცდომას დაუშვებენ, რომ მტრის კარს!
რუსეთი საშიში იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი სიმრავლესთან ერთად, მხედართმთავარიც, ანუ მეფეც ჭკვიანი ეყოლებოდათ. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ კი არა, მსოფლიოს უნდა ეშინოდეს. მაგრამ რეალურად რუსეთის მთავრობა და მისი მხედართმთავარი ისეთ სულელურ ნაბიჯებს დგამენ, რომ სამარეს საკუთარი ხელით ითხრიან, ვხედავ. ამბიციებს აყოლილი მათი ორი პრეზიდენტი ბოროტებამ დააბრმავა და მსოფლიო პოლიტიკა პირადულ სურვილებს დაუქვემდებარა.
ერთი სიტყვით, სასწაულია, მაგრამ რუსეთს დიდი წაგება აწერია ბედისწერაზე. ახალი სტალინი მათთან ათიოდე საუკუნის შემდეგ თუ გამოჩნდება. რუსეთს ისეთი დღეები ელის, რომ არაფერი ეშველებათ. აშინებენ სხვებს, თვითონ კი სხვებზე უფრო შეშინებულები არიან. ვერ ჩერდებიან. მაგრამ გავიხსენოთ წინასწარმეტყველება: „რუსეთი იძულებული შეიქმნება, დათმოს საქართველოს საზღვრები. იგი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს!“ ეს კი იმიტომ მოხდება, ჩემო ქართველებო, რომ მუსლიმები აუჯანყდებიან, მთელი კავკასია მათ წინააღმდეგ მოიმართება, უდიდეს დარტყმას მიაყენებენ და რუსებს, რომლებიც ბევრნი არიან, მრავალრიცხოვნება არ უშველით.
რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, იმით დასავლეთსა და ამერიკას ძალიან აღიზიანებს. საქართველო კი მოგებაშია ყველანაირად და ყველაფერში. ნატოში დაჩქარებული ტემპით შევდივართ. ვხედავ იგივეს, რაც წარსულში დავინახე: შემოდის ნატოს ჯარები, ანუ ვხედავ უცხოელ სამხედროებს და ბევრ სამხედრო ტექნიკას. ეს ყველაფერი საქართველოს იცავს.
რუსეთს შიდადაპირისპირებები არ აცდება. როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ერთმანეთს დაერევიან-მეთქი, ისე მოხდება. ეს გარდაუვალია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსი ოლიგარქები კოტრდებიან, რუსები ღარიბდებიან. არცერთი უცხოელი ინვესტორი არ გაჩერდება რუსეთში, ყველაფერი შეჩერდება.
მინდა აღვნიშნო, რომ მეორე მსოფლიო ომი რუსმა კი არა, საბჭოთა კავშირში შემავალი თხუთმეტი რესპუბლიკის ხალხებმა და მსოფლიომ მოიგო; ყველა ამ ომში იყო ჩართული და ვერ გამიგია, რატომ არის რუსი გმირი? აი ამიტომ ისტორიაში უნდა შევიდეს შესწორებები და ასეც მოხდება, ვხედავ.
ჯერ მარტო რამდენი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე ფაშისტებთან ომში, რამდენი ჯარისკაცის მამა გვყავს ატირებული იმ წლებში? ქართველი იოსებ ჯუღაშვილი რომ არ ჰყოლოდათ, დღეს რუსეთი არ იარსებებდა. გერმანელები ხომ ლამის ტრამვაით დასეირნობდნენ უკვე მოსკოვში? ეს ფაქტია. ეჰ, ნეტავ მაშინ ყოფილიყო ეს „ორთავიანი პრეზიდენტი“ და დღეს მართლა აღარ იარსებებდა „დიდი რუსეთი“. ამიტომაც ცდილობენ რუსები საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნას, რასაც საპირისპირო დიდი დარტყმა მოჰყვება.
ერთი სიტყვით, რუსეთმა დიდი ხანია კბილი წაიტეხა კავკასიაში და ეხლა ბოლომდე წაიტეხს. ამინ! ჩადენილ ბოროტებას ღმერთი არ აპატიებს მათ.
ნუ შეშინდები, საქართველოვ! უზარმაზარი კოსმიური ენერგიები იცავს ჩემს ქვეყანას. როცა 1992 წელს რუკას ვხაზავდი, მაშინ იმ დიდ კოსმიურ ენერგიებს ვხედავდი, რომლებიც საქართველოს იცავენ. გავიხსენოთ წინასწარმეტყველება: „თბილისს იცავს ერთი ანგელოზი ცეცხლოვანი შოლტით“. და ეს ცეცხლოვანი შოლტი იქით გადაჰკრა საქართველომ რუსეთს. ეს ფაქტია!
ხალხნო, ნუ შეშინდებით! გადაშალეთ ჩემი გაზეთები, წიგნი, ჟურნალი და ყველაზე დიდ სიმართლეს იქ იპოვით, რაც სასწაულებრივად დაგამშვიდებთ, იმიტომ რომ ყველაფერი უფლის სიტყვებია და უზუსტესად სრულდება. საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება!
რუსეთში დიდი ცეცხლი დაინთება, რომლის ჩაქრობაც მათ ქმედებებზეა დამოკიდებული. კოსმოსი რუსეთს არ აპატიებს. დიახ, თუ რუსეთი გონზე არ მოვიდა, იგი საკუთარი ხელით დაისამარებს თავს. რუსეთს ჯერ წინა აქვს ყველაფერი.
ციმბირში დასახლებული ჩინელები - აი, საიდან ელით ყველაზე დიდი საფრთხე, აი, ვინ არიან ბევრნი. ეს არის რუსეთის აფხაზეთი და სამაჩაბლო მომავალში. ამინ!
2008 წელი, 20 ოქტომბერი
ვხედავ, რომ აფსუები და რუსები ერთმანეთს დაეტაკებიან. ეს არის სერიოზული ომი აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ. ის გეგმები, რომლებიც რუსებს აქვთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ, ჩაშლილია, ასრულება არ აწერია. ამას 1992 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. უფალი სამაგიეროს, დიახ, სამაგიეროს უხდის რუსებს. მათი გეგმები არასდროს ასრულდება.
რუსები აფხაზეთს „ასუფთავებენ“, ანუ აფსუებს „ლამაზ“ გენოციდს უწყობენ. აფსუები მთებს შეაფარებენ თავს და დაიწყებენ პარტიზანულ ბრძოლებს. აფსუების მთავრობის ერთ-ერთ ლიდერს, ვხედავ, მოკლავენ, მაგრამ იტყვიან, მოულოდნელად გარდაიცვალაო. საერთოდ, ბევრი რამ მოხდება, ამიტომ აფხაზეთი უერთდება კავკასიელ მებრძოლებს, პარტიზანებს, რომლებიც დიდ დარტყმას მიაყენებენ რუსებს, თავბედს აწყევლინებენ. აქ ჩრდილოეთ კავკასიაა ჩართული. ეს ცალკე თემაა და უფრო საშიში რუსეთისთვის.
ვხედავ რუსეთის იმპერიის დაშლას. მათი გეგმაა კავკასია მთლიანად მიიერთონ და ტერიტორიები ასე გაზარდონ. მაგალითად, ჩინელებს მისცეს ტერიტორიები, რომელთაც საქართველოს მიწებით ჩაანაცვლებენ. უყვართ რუსებს თბილი ქვეყნები, შავი ზღვა, მთები და ა.შ. ეს ნათლად ჩანს მათ ქმედებებში, მაგრამ მათი ყველა მზაკვრული გეგმა, არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის მიმართაც, ჩაშლილია. ისინი მწარედ წააგებენ. ვხედავ, ახალგორიდანაც გავლენ და აფხაზეთ-სამაჩაბლოდანაც. ამინ!
რუსები ხელოვნურად ძაბავენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს; უნდათ, რომ ყურადღება საქართველოდან იქით გადაიტანონ, მაგრამ ამერიკა ამაზე არ წამოეგება, არც დასავლეთი.
რუსეთი ომს აღვივებს კავკასიაში. ეს ის ომებია, რომლებიც ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ომი დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის. ფრთხილად! ვხედავ, რომ მუსლიმები მოსკოვში შეუცვივდებიან მათ, თუმცა კრემლში ეს ვერ წარმოუდგენიათ.
რუსეთი ცდილობს დამალოს და არ გაახმოვანოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მცირე ერების გენოციდს აწყობს. მაგრამ როგორც შუბი არ დაიმალება ჩოხაში, ისე მათი ბინძური ქმედებები. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
ვხედავ, მუსლიმები ერთიანდებიან რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. იმართება დიდი თუ მცირე ომები, ხორციელდება ტერორისტული აქტები, პარტიზანული რაზმები დიდ დარტყმას აყენებენ რუსებს და ეს უკვე ძალიან, ძალიან სერიოზულად ჩააფიქრებს მათ.
რუსეთის მამებო, ვხედავ, ვერ დაარქმევთ ჩრდილოეთ კავკასიას ტერორისტების ბუდეს და ვერ გაიმართლებთ თავს ამით. დასავლეთი და ამერიკა რუსეთს კავკასიელი ხალხების გენოციდში დაადანაშაულებს. „რუსეთი - ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი!“ - ასე იტყვიან.
ვხედავ, მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა, ამერიკა მოამზადებს ქართულ ჯარს და შეაიარაღებს თანამედროვე იარაღით. ვხედავ სამხედრო თვითმფრინავებს, მფრინავებს კი ამერიკაში მოამზადებენ. ქართული ჯარი ყველაზე კარგად გაწვრთნილი და ძლიერია მომავალში მთელ კავკასიაში და არამხოლოდ კავკასიაში. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ასეთია ნება კოსმოსიდან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: მომავალში საქართველო თავისუფალი, ძლიერი, ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ დღეს რაც ხდება, უნდა მოხდეს, ხალხნო. და ყოველივე გადაივლის უფლის წყალობით და გადარჩება ჩემი ქვეყანა.
მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ და მეუბნებიან. მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ!
მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, არცერთ პარტიას ვეკუთვნი: არც პოზიციას და არც ოპოზიციას. ვწინასწარმეტყველებ ხალხისთვის, ქვეყნებისთვის და ვიცი, რომ ეს კარგად უწყიან ადამიანებმა, ხოლო შავ ძალებს, რომელნიც ცდილობენ ჩაახშონ და დაამარცხონ წინასწარმეტყველება - ქართველი ხალხის არა მარტო იმედი, არამედ რეალობა, რომელიც ასი პროცენტით სრულდება - მინდა ვუთხრა:
შადიმანებო, დედამიწაზე არ არსებობს კოსმიური ენერგიების შემჩერებელი ძალა. თქვენ ვერ შეაჩერებთ ნამდვილ წინასწარმეტყველებებს! თქვენი უარყოფითი ქმედებები უაზრობაა და უკან დაგიბრუნდებათ ყოველივე. ცდილობთ, წაართვათ ხალხს იმედი და რეალობა, დათესოთ შიში და პანიკა, მაგრამ არ გამოგივათ. წინასწარმეტყველებები სრულდება და თქვენი ყველა ნაბიჯი ანულირებულია უფლისგან, დიახ, უფლისგან! ნუ გავიწყდებათ, რომ წუთისოფელში ცხოვრობთ, დიახ, წუთი-სოფელში. ამაზე, შადიმანებო, არ ფიქრობთ, მაგრამ გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი დედამიწაზე. ამინ!
2008 წელი, 22 ოქტომბერი
ვხედავ, რუსეთი ახალ თამაშს იწყებს სომხეთსა და აზერბაიჯანთან. ეს ძალიან საშიშია ამ ორი ქვეყნისთვის. ეს ჰგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ზუსტად იგივე სცენარია, მცირე შესწორებებით. იწყებენ დაპირებებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეასრულებენ. ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც საქართველოსთან თამაშობდნენ. მაგრამ რუსეთი, ვხედავ, აზერბაიჯანს ისე არ სწყალობს, როგორც სომხებს.
ვხედავ, რუსეთი მომავალში ცდილობს, ისე ეომოს ამ ორ სახელმწიფოს, რომ ხელები არ დაისვაროს, ანუ ყველაფერი ჩაატაროს ფაქტების გარეშე, რათა დასავლეთი და ამერიკა ისევ არ დაიპირისპიროს. მაგრამ არც დასავლეთს სძინავს და არც ამერიკას. ისინი რუსებს, ანუ დაჭრილ დათვს, კვალში უდგანან და ფეხდაფეხ მიჰყვებიან. ვხედავ, რუსეთი საბოლოოდ წაიმტვრევს კისერს კავკასიაში. მაგრამ რუსული პროვოკაციები დიდ დარტყმას მიაყენებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომელთაც ერთმანეთის სიძულვილი აბრმავებთ და ამიტომ წააგებს ორივე სახელმწიფო. თუმცა ეს დროებითია, რადგან მალევე მოეგებიან გონს.
დღეს ვხედავ, რომ სომხეთმა კი იცის რუსეთის გეგმები, მაგრამ უძლურია, რომ გაუმკლავდეს. თანაც მაგალითად საქართველო ჰყავთ და ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო, ფიქრობენ. ჰოდა, ეს ჩაყოლა სომხებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ მე ვხედავ, ერევანში, სომხეთში ისევე ირბენენ რუსული ტანკები და იფრენენ თვითმფრინავები, როგორც საქართველოში. რუსეთისთვის სომხეთი არის მხოლოდ ტერიტორია სამხედრო ბაზებისთვის და მეტი არაფერი. უნდა გახსოვდეთ, რომ რუსეთის მთავრობამ არ იცის ერთგულება, ძმობა და სიყვარული; მხოლოდ მაშინ სჭირდები, თუ მათ ინტერესებში შედიხარ.
აზერბაიჯანის მიმართ რუსეთს უფრო დიდი გეგმები აქვს. აზერბაიჯანს აქვს თავისი „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი, ანუ განსაკუთრებით ყარაბაღით ურტყამს მას რუსეთი. ეს საკითხი ისევე გადაწყდება, როგორც საქართველოში გადაწყვიტეს. ვხედავ, რუსეთის ეგრეთ წოდებულ სამშვიდობოებსა და რუსულ ჯარს. დიახ, ისინი ამბობენ, იმისათვის რომ სიმშვიდე იყოს, საჭიროა რუსული ბაზები აშენდესო და ქმნიან ბუფერულ ზონას ყარაბაღში და ისევე ლამაზად მიითვისებენ მას, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასე მოხდება ასი პროცენტით. მერე კი წავა იგივე თამაშები: ვინც კარგად მოიქცევა, იმას დაუბრუნებენ ყარაბაღს და ა.შ. რეალურად კი იქ რუსეთის დროშა იფრიალებს.
ოღონდ აქ ერთი სხვაობაა: საქართველო იბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ამას დასავლეთი და ამერიკა უზრუნველყოფენ. ისინი, ვხედავ, რუსეთს ბოლომდე მოთხოვენ ვალდებულებების შესრულებას.
ვხედავ, აზერბაიჯანი მოულოდნელად წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს, რომელიც თავხედურ ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანთან მიმართებაში და საშინაო საქმეებშიც უხეშად ჩაერევა. ადრეც ერეოდა, მაგრამ, რასაც მომავალში გააკეთებენ რუსები, ეს მოულოდნელი იქნება აზერბაიჯანელებისთვის. თუმცა, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, ეს არ უნდა გაუკვირდეს არც აზერბაიჯანსა და არც სომხეთს. ვხედავ, უფრო ზუსტი ანალიზები უნდა გააკეთონ და ცოტა გაბედულად შეაფასონ რუსების აგრესიულობა მთლიანად კავკასიაში. რაც უნდა უკმიო ღორებს მარგალიტები, მაინც ვერაფერს შეცვლით. რუსეთი, ვხედავ, წაგებულმა მდგომარეობამ უფრო გააცოფა. ისინი არავის დაინდობენ.
ვხედავ, სომხეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ურთიერთობები თურქეთთან (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) არ აეწყობა, ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა არ მოხერხდება. თანაც მალე გამოჩნდება, რომ ყველაფერს რუსეთი, კრემლი აკონტროლებს; რაც ხდება და მოხდება, ყველაფერი მხოლოდ რუსეთის ნებით. ეს გამოიწვევს დიდ მღელვარებას ხალხში. სომხები ხვდებიან, რომ რუსეთი „მეგობრულად“ იპყრობს მათ ქვეყანას. ვხედავ, ხალხი გარეთ გამოდის ლოზუნგით: რუსებო! გადით სომხეთიდან!“ იმ დროს აზერბაიჯანშიც მიტინგები იმართება. რუსეთთან ურთიერთობა არავის სურს. ეს ასე მოხდება ასი პროცენტით.
რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკას აზიაში, აღმოსავლეთში, ირანთან, ჩინეთთან, კორეასთან. ისინი არ ენდობიან რუსებს. დიახ, რუსეთმა მსოფლიოს წინაშე უნდობლობა დათესა, ჩატეხა ის პოლიტიკური ხიდები, რომლებიც მას ჰაერივით სჭირდებოდა. რუსეთის ნათქვამი სიმართლეც კი, ვხედავ, არ სჯერა მსოფლიოს. ვხედავ, ეკონომიკაც, რომელიც ასე აწეული იყო, ნულის ტოლი ხდება მომავალში. დაჭრილი დათვი ბრდღვინავს, მაგრამ სისხლისგანაა დაცლილი და ღონე აღარ აქვს. ეს „დიდი რუსეთია“. რუსეთმა დაკარგა საქართველო და ვხედავ, მთელი კავკასიაც; დაკარგა ნდობა მსოფლიო ხალხებისა და ვინ იცის, როდის აღიდგენს დაკარგულ დიდებას? დრო უფალმა იცის მხოლოდ. ამინ!
2008 წელი, 24 ოქტომბერი
ქართულ პოლიტიკაში, რაც ვიწინასწარმეტყველე, ზუსტად ასრულდება ყველაფერი. ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს...
მთავრობა სერიოზულ ომს უცხადებს ოპოზიციას. ისეთი ამბები დატრიალდება, რომ ხალხი გაოგნდება. ყველაფერი გაშიშვლდება, ყველასა და ყველაფერს ნიღაბი აეხდება. აქედან დაიწყება დიდი ცვლილებები პოლიტიკაში.
მომავალში მოდის ახალი ოპოზიცია, ანუ ახალგაზრდები. ისინი ჩაენაცვლებიან ძველ პოლიტიკოსებს და ხალხიც მიიღებს მათ. ახალი ყოველთვის მომხიბლავი იმედია: „ეგებ, რაღაც გამოვიდეს?!“
ყველაფერი გამოვა!
ვხედავ, ძველი იცვლება ახლით და ეს ბევრ რამეს შეცვლის ჩემს ქვეყანაში. შეიცვლება ხალხის დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ და ნდობა მყარდება. ეს აუცილებლად სჭირდება საქართველოს. ახალი სახეები, ნამდვილად ახალი სახეები და არა მათ ამოფარებული ძველი პოლიტიკოსები. იქმნება ახალი ჯგუფები; ჩნდებიან ახალგაზრდა, კარგად ინფორმირებული პოლიტოლოგები, რომლებიც აზრზე არიან, რა ხდება მსოფლიოში დღეს და არა რა ხდებოდა ბრეჟნევის დროს.
ვხედავ მეტად განათლებულ ახალგაზრდებს. ეს საქართველოს მომავალია - ძლიერი, მოაზროვნე ტვინები და იქვე ჩნდებიან მეცნიერი პოლიტიკოსებიც. ვხედავ, ვინც არიან.
ახლო მომავალში კი ჯერ ისევ ძველი პოლიტიკოსები ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას. ვხედავ, თვითონ კოსმოსი გადაარჩევს ყველას და ყველაფერს ხალხისა და საქართველოს სასიკეთოდ და ამას ვერავინ ვერ აღუდგება წინ!
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე წააგებს. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ხალხი არც გაერთიანებულ ოპოზიციას გაჰყვება, არ ენდობიან...
ის შიში, რომელიც ხალხს აქვს აგრესორი რუსების მიმართ, ბევრ რამეს წყვეტს ქართულ პოლიტიკაში, ვხედავ, ქართველი ხალხის სასარგებლოდ.
ამერიკა რუსეთს არ დაუთმობს საქართველოს. ჩვენი ქვეყანა ნატოში მაინც შევა. ჩემი საყვარელი სამშობლო გადარჩება. როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, რუსეთს საკუთარი თავი ექნება მისახედი. ზუსტად აუსრულდებათ ყველაფერი.
და მთავარი: უფალი სჯის რუსეთს იმისთვის, რაც მათ საქართველოში ჩაიდინეს და კვლავ განაგრძობენ. ამიტომ მათ არაერთი უბედურება დაატყდებათ თავს. ისინი კარგავენ ნელ-ნელა ყველაფერს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს არ დატოვებენ, სანამ ერთი ჯარისკაციც კი რჩება ქართულ მიწაზე.
ვხედავ, დიდი ომები გაჩაღდება რუსეთში. ეს არის პასუხი კოსმოსიდან. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
ვხედავ, მომავალში რუსეთის მზაკვრულ გეგმებს ასრულება არ აწერია - რუსეთი ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ჩაერევა. მოდიან მეცნიერები, ნამდვილი ქართველები. ხალხს ვეღარ მოატყუებთ, ვეღარ დააჯერებთ ტყუილებს და რაც მნიშვნელოვანია, ყველამ იცის, ვინ ვინ არის და ეს ხელს შეუწყობს ქართველებს სწორი არჩევანის გაკეთებაში. ვხედავ, გააკეთებენ კიდევაც ამ არჩევანს.
2008 წელი, 26 ოქტომბერი
ვხედავ, რუსეთი ცდილობს, დამალოს ჩრდილოეთ კავკასიაში (ინგუშეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი და სხვ.) არსებული დაძაბულობები, მაგრამ მათ მზაკვრულ გეგმებს ასრულება არ აწერია. რუსების ინტრიგები და მცდელობები, ჩააქრონ კავკასიაში ომის ცეცხლი, უშედეგოა. ხალხი აღსდგება აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი ვერ დამალავს დაძაბულ სიტუაციებს. მათი ქმედება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მიმართ გაშიშვლდება და ვხედავ, საქართველოს საქმის შემდეგ, მეორე დიდი სასამართლო ელის რუსეთს ჰააგაში იმის გამო, რასაც ისინი მოიმოქმედებენ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში.
ვხედავდი ადრეც და ახლაც ვხედავ: მუსლიმები ერთიანდებიან. ეს კი უდიდესი დარტყმაა რუსებისთვის.
საინტერესო ფაქტია: მომავალში ჩრდილოეთ ოსეთი ცდილობს შეუერთდეს ჩრდილო-კავკასიელ ხალხებს. ისინი რუსებს უღალატებენ. მართლები არიან ოსები; ოსური მათ აღარაფერი შერჩათ ენასა თუ კულტურაში, ნელ-ნელა რუსულ ყაიდაზე გადავიდნენ, თითქმის უკვე გარუსებულები არიან. თვითონ ოსებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ ამას. მათ სომხეთიც მიბაძავს, ისინიც უღალატებენ რუსეთს ასი პროცენტით.
კავკასიის ცენტრი, როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, იქნება საქართველო, თბილისი. იქმნება ერთიანი, ფედერალური მოწყობის დიდი კავკასიური სახელმწიფო. ვხედავ, დედაქალაქია თბილისი. ეს ასეა და ასე იქნება. ეს არის კავკასიური ქვეყნების გაერთიანებული, ძლიერი არმია. კავკასიელები საქართველოს დროშის ქვეშ გაერთიანდებიან. ეს არის დემოკრატიული კავკასიური სახელმწიფოების კავშირი. რუსეთი უძლურია. იგი უკან დაიხევს, თუმცა მანამდე ბრძოლები იქნება. კავკასია მეორედ მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ამ დარტყმებს, ვხედავ, კოსმოსი შეაჩერებს საქართველოსთან მიმართებაში.
ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში! ასჯერ ნათქვამს ვიმეორებ: შევალთ ომით, დავარქმევთ მშვიდობას!
დიდი ომები მიდის, ვხედავ, ჩრდილოეთ კავკასიაში. წინასწარმეტყველება სრულდება. რაც მთავარია, რასაც რუსეთი სჩადის ჩრდილოეთ კავკასიაში, იმას დასავლეთსა და ამერიკაში ქართული მედია გააშუქებს და მერე როგორ! რუსეთს მსოფლიოს წინაშე აეხდება ნიღაბი. რუსეთი ამ მოვლენებს ვერაფრით შეაჩერებს.
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში სიტყვა ავტონომია არ იარსებებს. ასეც მოხდება. ვხედავ, მოდის დრო, როცა ეს ყოველივე ისტორიულად დამტკიცდება. ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება საქართველოსი, რომელსაც ევროპა მიიღებს. საჭიროა, ისტორიულად უფრო გაიშალოს ფაქტები და სამართალმა იზეიმოს. ეს აწყობს ამერიკასაც, დასავლეთსაც.
დიახ, ქართული მიწები დატაცებულია და სამართალი უნდა აღდგეს. მიწებს ვიბრუნებთ, ვხედავთ, და იქ ჩასახლებულ უცხო ტომებს, რა უფლებები აქვთ და რამდენად კანონიერია მათი უფლებები ქართულ მიწებზე, ამ საკითხზე იმუშავებენ მთელი ინსტიტუტები.
რა უფლებით მიიტაცა სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ქართული ტერიტორიები? მოვა დრო და საქართველო, ვხედავ, დაიბრუნებს თავის მიწებს. ეს მოხდება ასევე მსოფლიოს ხალხთა მხარდაჭერითაც. დიახ, ვიბრუნებთ ტერიტორიებს. ესეც ასრულდება ისე, როგორც ჩვენი მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა. ამინ!
საქართველო არაფერს დათმობს და რუსეთი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს. ასე იყო ღრმა წარსულშიც. ვკარგავდით მიწებს, მერე კი ვიბრუნებდით. მთავარი ფაქტები და მოწმენი ამისა ქართული ეკლესიებია, რომლებიც მრავლადაა დატაცებულ მიწებზე.
ვიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. რუსები ხუთ კილომეტრშიც რომ იდგნენ თბილისიდან, მაინც მწარედ წააგებენ საქართველოში და არა მარტო აქ, არამედ მთელ კავკასიაში. რატომ? იმიტომ, რომ ბედისწერაზე აწერიათ დიდი დარტყმა და მარცხი კავკასიაში, მარცხი! ეს ასე მოხდება და ამას დრო გვიჩვენებს.
არავისი მოსაზრებები არ გვაინტერესებს. ჯერ შეისწავლეთ, რა არის და რას ნიშნავს წინასწარმეტყველება და მერე გააკეთეთ ვითომ მეცნიერული დასკვნები. ასე ვხედავთ და მორჩა! მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებთ!
ჩემო საყვარელო ქართველებო! ყველა სირთულეს გადალახავს ჩვენი სამშობლო, რომელიც მომავალში თავისუფალი და გაბრწყინებულია. ღმერთი არ გაწირავს ჩემს ხალხს. „ვაი მათ, ვინც შეგეხებათ!“ - ასეთია უფლის სიტყვები. კოსმოსი გვიცავს და რაც გადასატანია, უნდა გადავიტანოთ. ნუ გავიწყდებათ და იცოდეთ, რომ უფალი თქვენს გვერდითაა!
რუსეთს მზაკვრული გეგმები, დაანაწილოს, დაგლიჯოს და ურჯულოებს მიუგდოს ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ქვეყანა საქართველო, არასდროს აუსრულდება, ვერ მიაღწევს ამას. თანაც ამ ზრახვებზე უსირცხვილოდ, ხმამაღლა მსჯელობენ. ვაი თქვენ, ერთმორწმუნე მეზობელო! ყველაფერი, რაც საქართველოსთვის მოინდომეთ, ვხედავ, უკან, საკუთარ სახლში დაგიბრუნდებათ.
საერთოდ, საქართველოს არავინ სჭირდება, მაგრამ ასეა, ჭკვიანური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მსოფლიო პოლიტიკაში, რათა გადავრჩეთ. კი, საბოლოოდ არა, მაგრამ დღეს ამერიკა ძალიანაც გვჭირდება, რათა რუსეთისგან თავი დავიცვათ. რუსეთი ხომ ყოველთვის ერჩოდა საქართველოს. სოჭი რა, მათ არ წაგვართვეს საბჭოთა კავშირის დროს? ახლა რაღა შეუშლით რუსებს ხელს, რომ გაგვანადგურონ? თვრამეტი წლის წინ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩამოგვართვა, დააკონსერვა და დაელოდა იმ დღეს, როცა საკუთარ ტერიტორიებს შეუერთებდა ისე, როგორც სოჭი შეიერთა. მაგრამ რუსეთს ისე დაემართა, როგორც ანდაზაშია: მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო. ამერიკა ჩვენი დროებითი დაცვითი სახეა და, ქართველებო, ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან.
საბოლოოდ ბედისწერაზე მაინც თავისუფლება, ნეიტრალური სახელმწიფოებრიობა გვაწერია და ასეც იქნება, მაგრამ დღეს ეს გზა - ნატოში შესვლა, უნდა გავიაროთ. მერე გამოსასვლელ გზასაც გავივლით უმტკივნეულოდ და ვხედავ ნეიტრალურ საქართველოს. ამას კი ჩვენი შვილიშვილები ასი პროცენტით მოესწრებიან. ასეთია წინასწარმეტყველება და რაც უნდა ქექოთ და ანალიზები აკეთოთ (რასაც ვერც ახერხებთ და ხალხსაც აღიზიანებთ), არაფერი გამოვა.
დიახ, ვაცხადებ, რომ ყველა სიტყვა აღსრულდება, თითოეული წერტილიც კი, რასაც ვხედავ.
ქართველებო, რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება! ამიტომ ვხედავდი იმ მეცნიერ პოლიტიკოსებს, რომელნიც სწორ პოლიტიკას წარმართავენ და ეშველება ჩემს ხალხს. გიორგი ბრწყინვალე კი გვირგვინია საქართველოს ჯანმრთელი პოლიტიკისა, რომელსაც იგი გაატარებს მთელ ქვეყანაში.
საქართველოს მსგავსი შანსები რომ ჰქონოდათ სომხებს, ხელიდან არაფერს გაუშვებდნენ. ისინი ყველასა და ყველაფერს იყენებენ სათავისოდ, პოლიტიკას, როგორც მათთვისაა მომგებიანი, ისე წყვეტენ. ჭკვიანია სომეხი ხალხი, ეშმაკობა და გონიერება არ აკლიათ და რუსეთს, ანუ დიდ ძმას ზურგში დანას ჩაარტყამენ. სწორია, მათი პოლიტიკა ასე მოითხოვს და ვერ გაამტყუნებ. თუმცა მათ თურქეთთან მეგობრობას არ ვურჩევთ, არაფერი გამოუვათ.
მინდა აღვნიშნო, რომ სომხები გოდერძის უღელტეხილით ვერ ირბენენ აჭარაში. უბრალოდ, ბედისწერაზე არ აწერიათ ეს სომხებს. ზუსტად ასე ასრულდება ყველაფერი ასი პროცენტით.
ქართველებო, ეს იმედი არ არის, ეს რეალობაა და ასრულდება ყოველი სიტყვა, რაც მოდის კოსმოსიდან.
ნუ გეშინიათ! მთლად რომ დაიქცეს დედამიწა, ჩვენ, ქართველები გადავრჩებით, გაიგეთ, იმიტომ, რომ გადაშენება არ გვაწერია ბედისწერაზე!
საქართველო იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს! ყველა უბედურებას უფალი, ღმერთი, კოსმოსი გადაგვატანინებს, ვხედავ, და სიცოცხლე გაგრძელდება, ხალხი ამოისუნთქებს, რადგან ყველას ერგება თავისი წილი ბარაქა და შემწეობა უფლისგან. სიღარიბე მოშორდება ჩემს ქვეყანას. ეს ასეა ასი პროცენტით. ამინ!
„საქართველო სიღარიბის გარეშე!“ - ეს სიტყვები აღარასდროს წარმოითქმება მომავალში ჩემს სამშობლოში. ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, თუ როგორ დადგება ფეხზე სოფლის მეურნეობა და საერთოდ, ეკონომიკა. გიორგი ბრწყინვალეც ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში დავინახე და აღვწერე - იგი უაღრესად განათლებული და გაწონასწორებული პიროვნებაა.
რუსეთი ვეღარ იბატონებს კავკასიაში. რუსეთს არც არასდროს ენდობოდა და არც მომავალში ენდობა საქართველო. საქართველო რუსეთს ცხვირს აღარ შემოაყოფინებს ქართულ პოლიტიკაში.
1992 წლიდან დღემდე და მომავალშიც ვხედავ, რომ საქართველო ცენტრია კავკასიისა, იგი გულია კავკასიელი ხალხების გაერთიანებისა. კიდევ ვიმეორებ: იქმნება ახალი, ერთიანი კავკასიური სახელმწიფო. ეს არ არის ძველი კავკასიური სახლი, ეს არის ძლიერი, სერიოზული, ერთიანი კავკასიური ცენტრი ევროპა-აზიის გასაყარზე. დიახ, ეს ასეა და ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
რუსეთი არ დაგვაცდის? ზღაპარია! რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი. ამას ყველა იხილავს. რუსეთი კიდევ დაუშვებს დიდ შეცდომებს დიდ პოლიტიკაში. არის ქაოსი და არეულობა. ვხედავ, თითქმის არავის, არცერთ სახელმწიფოს არ სურს რუსეთთან ურთიერთობა, თვით ნიკარაგუასაც კი. პირველები კი, ვინც მათ ზურგს შეაქცევს, ვიმეორებ: ოსები და აფსუები არიან. ისინი რუსებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამოუცხადებენ. რუსეთი კი ცდილობს, დამალოს ეს, მაგრამ არაფერი გამოუვა. სიმართლე თავისას იტყვის.
კრემლი საკუთარ ხალხსაც ატყუებს. რომც არ მოატყუოს, რა? მთელი რუსეთი იყო მომხრე საქართველოში ომისა, მაგრამ ვერ დაგვბომბეს ისე, როგორც ჰქონდათ გამიზნული - ჩეჩნეთზე უარესი დღის დაყრა. ჩეჩნები კიდევ ვითომ უფრო დაინდეს, ვიდრე ქართველებს დაინდობდნენ. და ამას განიცდის მთელი რუსეთი. ეს ასეა და ამაზე ისტორია ილაპარაკებს. საქართველო რუსეთს არ აპატიებს იმ სიძულვილს, რომელსაც ისინი ქართველების მიმართ ამჟღავნებენ. მათ საკუთარი სიძულვილივე დაახრჩობთ.
სამაგიეროდ მსოფლიოს სძულს და ეშინია რუსებისა. ყველა გაურბის მათთან თანამშრომლობასა და ურთიერთობებს. ეს არის რუსეთის დიდი პოლიტიკური კრახი მთელს მსოფლიოში, რომლის შედეგებსაც ის მესამე მსოფლიო ომის დროს იწვნევს.
კრემლი იძულებული შეიქნება, დატოვოს საქართველოს საზღვრები - მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობენ, დაწყებული ომი განაგრძონ. ფიქრობენ, თუ ძალიან გაგვამწარებს დასავლეთი და ამერიკა, მაშინ დასაკარგი აღარაფერი გვექნებაო და ასეთ შემთხვევაში მთელ სიძულვილს ამოანთხევს ქართველებზე. მაგრამ დიდი ბოდიში! ვხედავ ნატოს არმიას, რომელიც მოულოდნელად ჩნდება. რუსებს ეს ინფორმაცია აქვთ და ესეც აჩერებთ, ვინაიდან გამოვა, რომ ისინი არღვევენ ყველა საერთაშორისო ნორმას. დიახ, რუსები არღვევენ და არა დასავლეთი და ამერიკა. ასე რომ, გამართლებულია ნატოს ჯარების მოულოდნელად შემოსვლა რუსების წინააღმდეგ.
ასეა, ქართველებო, საქართველო გადარჩა და გადარჩება მომავალშიც ასი პროცენტით!
(გაგრძელება იქნება)
865 5-ს მოსწონს |
სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ: ბაღაფში მოკლეს!!!