x
image
intermedia.ge
Mediator image
"ბიბლუსი გალერეაში", წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, პაატა ცანკაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება
image


5 თებერვალს, 19:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" (ჭავჭავაძის # 7), წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პაატა ცანკაშვილის მოთხრობების კრებულის "ის საწყალი, ნაბიჭვარი დროება" წარდგენა გაიმართება.


კრებულს წარადგენს წიგნის რედაქტორი, პოეტი და მწერალი შოთა იათაშვილი.


შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, მწერლები ალეკო შუღლაძე და ტორესა მოსი.



"ეგზისტენციალური შეჭირვებების" ნალექია ახლა თქვენს წინ, ამბები მკვლელობებით, ღალატებით, სიყვარულებით, ფარული სისასტიკეებით, პირველი ემოციებით, დაძველებული და მობეზრებული განცდებით… დასრულებულიც და უეცრად შუა გზაზე გაწყვეტილი ამბებიც, მინიატურებიც, რაღაც ერთ ფიქრს რომ გაგაყოლებს და რაღაც ერთ მშვენიერებას დაგანახებს… ბედისწერას გადარჩენილი მხურვალე ნაწერების ნაფლეთები…" - შოთა იათაშვილი.


ღონისძიებაზე მოსული სტუმრები წიგნის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.



0
12
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0