x
რაციონალიზმი ემოციების წინააღმდეგ - ჰომო ეკონომიკუსისა და ჰომო ფსიქოლოგიკუსის დაპირისპირების დილემა

image

დღევანდელ საზოგადოებაში არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების გამო თანამედროვე ფსიქოლოგიაში ძალიან ხშირია ჰომო ეკონომიკუსისა და ჰომო ფსიქოლოგიკუსის დაპირისპირების დილემა. ეს არის მულტი-აგენტური სიმულაციური პროგრამის ნაწილი, რომლის მიზანია იმის შესწავლა, თუ როგორ ახდენს მიკრო დონის პროცესები გავლენას მაკრო დონეზე. ამ აგენტებს შორის არიან ჰომო ეკონომიკუსი და ჰომო ფსიქოლოგიკუსიც, რომელთა მიზანია ადამიანთა ქცევაზე განსხვავებული კოგნიტური პროცესების ეფექტის შესწავლა.

აშკარაა, რომ ეს ტერმინები მოდის ჰომო საპიენსის ცნებიდან, რაც გულისხმობს ადამიანის განვითრების ყველაზე მაღალ დონეს. შესაბამისად, ამ თეორიის მიხედვით, დღევანდელი საზოგადოება განვითარად ჰომო საპიენსის დონეზე მეტადაც. აღსანიშნავია, რომ ჰომო ეკონომიკუსის ცნება მჭიდროდ უკავშირდება რაციონალური არჩევნის თეორიას, რომელიც პოლიტიკური ფსიქოლოგიის ინტელექტუალური საფუძველია, ამიტომ ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ ამ მიდგომას იმისთვის, რომ გაიგონ რა არის პოლიტიკური ქცევის საფუძველი. გარდა ამისა, თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფსიქოლოგია, არამედ ეკონომიკაც, ამიტომ ამ ორი მოდელიდან, რომელიც შეეეხება პოლიტიკურ ქცევას, ერთი მიიღება ეკონომიკიდან, ხოლო მეორე - ფსიქოლოგიიდან.

ჰომო ეკონომიკუსი არის ეკომონიკური ადამიანი, რომელიც არის კონსისტენტურად რაციონალური, თვით-დაინტერესებული და ოპტიმალურად განსაზღვრავს თავისი ქცევის შედეგებს. რაციონალური არჩევნის თეორიის შესაბამისად, ასეთი ადამიანები არიან (1) მთლიანად რაცონალური მოქმედი პირები, რომლებიც (2) ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ისინი ობიექტურად აფასებენ და იღებენ რაციონალურ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ისინი (3) წამოიშობიან მიკროეკონომიკისგან, (4) მაქსიმიზაციას უკეთებენ სუბიექტურ სარგებელს, (5) გადაწონიან სხვადასხვა მოქმედებების ღირებულებებს და რწმენებს და (6) აკეთებენ იმ არჩევანს, რომლის სარგებლიანობა ღირებულების შესაბამისია. თუმცა რაციონალური არჩევნის თეორიის მსგავსად, ეს მოდელიც იმსახურებს დიდ კრიტიკას, რადგანაც შეუძლებელია ყველა არსებული პირობის გათვალისწინება და აბსოლუტურად რაციონალური არჩევნის მიღება ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა თუ კოგნიტური სისტემის ხარვეზების გამო.

image

ამ შეზღუდვებმა გამოიწვია კიდევ ერთი მოდელის, ჰომო ფსიქოლოგიკუსის შექმნის საჭიროება. ჰომო ფსიქოლოგიკუსები არიან არა აბსოლუტურად, არამედ (1) ‘შეზღუდული რაციონალური” მოქმედი პირები, რომლებიც (2) არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას. ეს მოდელი უშვებს, რომ (3) არსებობს შეზღუდვები ადანმიანის უნარებში და მართლად, აშკარაა, რომ ადამიანის კოგნიტური სისტემა საკმაოდ შეზღუდულია და ის მოქმედებს სქემებით, იმპლიციუტირ ატიტუდებით და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე მიკერძოებულად. ეს მიდგომა (4) წარმოიშვა სოციალური ფსიქოლოგიიდან და (5) გამოიმუშავებს კოგნიტური ჩართვების მრავალფეროვნებას, რათა წესისამებრ მიხედოს “ინფორმაციის სიჭარბეს”. ამის შედეგად კი ხდება ინფორმაციის გაფილტვრა და მხოლოდ იმ ინფორმაციის გადამუშავება, რომელიც საჭიროა მოცემულ მომენტში ყველაზე ოპტიმალური დასკვნის გასაკეთებლად. გარდა ამისა, ეს მოდელი ითვალისწინებს (6) ჯგუფის სოციალურ ზეწოლასაც, რომელიც უბიძგებს მოქმედ პირს მოიქცეს არარაციონლურად, წინააღმდეგ თავისი რწმენებისა და ფასეულობებისა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს თეორია საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ პოლიტიკურ ქცევას და მოდის ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მიდგომების გაერთიანების მცდელობიდან. ის ცდილობს, ადამიანის გადაწყვეტილება უფრო რეალისტურად წარმოგვიდგინოს და ისახავს სტრატეგიებს, რომლებითც შეიძლება ქცევის წინასწარმეტყველება. მართალია, ზოგი მეცნიერი დღესაც ემხრობა რაციონალური არჩევნის თვალსაზრისს და ფიქრობს, რომ ადამიანები იყენებენ სრულ ინფორმაციას, თუმცა აშკარაა, რომ დღეს უფრო მისაღებია მისი საწინააღმდეგო, „ჰომო ფსიქოლოგიკუსის მიდგომა“, რომელიც შესაბამისია კოგნიტური სისტემასთნ დაკავშირებული კვლევების შედეგებთან. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაშიც შეიმჩნევა ინტეგრაციის ტენდენცია და მეცნიერები ცდილობდნენ მათ გაერთიანებას. მაგრამ ვინაიდან ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგენიან, ეს მიდგომები მაინც ცალკ-ცალკე განიხილება.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0