ფსიქოლოგია რა არის ემოციური ინტელექტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? 2018, 15 თებერვალი, 14:03
ადამიანთა უმრავლესობა კარგად იცნობს IQ–ს – ეს არის ინტელექტის კოეფიციენტი, რომელიც ზომავს ადამიანთა ინტელექტს მრავალ სპეციალურ ტესტზე დაყრდნობით. რაც უფრო მაღალია IQ, მით უფრო კარგად აქვს ადამიანს განვითრებული კოგნიტური უნარები, უფრო ადვილად შეუძლია სწავლა და აზროვნება.
ჩვეულებრივ, მიიჩნევა, რომ ადამიანებს მაღალი IQ–თი შეუძლიათ მიაღწიონ უფრო მეტ წარამტებას აკადემიურ სფეროში ნაკლები ძალისხმევის გამოყენებით, ვიდრე IQ –ს დაბალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს. შესაბამისად, მიიჩნეოდა, რომ მაღალი IQ–ს მქონე ადამიანები უფრო წარმატებულები იქნებიან სამსახურსა თუ ცხოვრებაში, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ეს ვარაუდი არასწორია. კვლევები ადასტურებს, რომ სამუშაოს შესრულების 58%–ზე პასუხისმგებელია ემოციური ინტელექტი და ის ინტელექტის კოეფიციენტზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
რა არის ემოციური ინტელექტი?
წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ინტელექტი (IQ), არამედ ემოციური ინტელექტიც (EI ან EQ), რომელიც თანამედროვე კონცეპტია და ის საბოლოოდ 1990–იან წლებში ჩამოყალიბდა დენიელ გოლმენის მიერ.
ემოციური ინტელექტი არის ინდივიდუალური შესაძლებლობების საზომი, რომ გავაცნობიეროთ და ვმართოთ ჩვენი და სხვა ადამიანების ემოციები. თავდაპირველად მას მოიხსენიებდნენ, როგროც „სოციალურ ინტელექტს“ ან „ემოციურ ძალას“. მიუხედავად ამისა, ემოციური ინტელექტის რაოდენობრივად გაზმოვა, IQ–სგან განსხვავებით, ძალიან რთულია და სწორედ მისი გაზომვის სირთულის გამო, მას დიდი ხნის განმავლობაში არ ეთმობოდა სათანადო ყურადღება. ემოციური ინტელექტი მოიცავს ინდივიდის რამდენიმე სხვადასხვა შეასძლებლობას:
რატომ არის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი? EQ არ არის IQ–ს „მტერი“ – შესაძლებელია, რომ ადამიანს მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს ორივეს მიხედვით. თუმცა ცხოვრება სოციალური კონსტრუქტია და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანების გარემოში ფუნქციონირება, საეჭვო იქნება მისი ინტელექტუალურად ფუნქციონირებაც. როგორც თეოდორ რუზველტი ამბობდა: „არავის აინტერესებს რამდენი იცი, მანამდე, სანამ გაიგებენ, რამდენს გრძნობ“. შესაბამისად, მიიჩევა, რომ ემოციური ინტელექტი არის „ადამიანად ყოფნის“ არსი. ემოციური ინტელექტი გვეხმარება მრავალ რამეში: პასუხისმგებელია ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთლობასა და კეთილდღეობაზე, გვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის დამყარებასა და მართვაში და ის არის ჩვენი „ფარი“, როცა საქმე ეხება კონფილქტებსა და რთულ სიტუაციებს. სწორედ ემოციურ ინტელექტს შეუძლია ჩვენი მიყვანა წარმატებამდე.
რატომ არის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი სამუშო ადგილზე? ემოციური ინტელექტი კარიერაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. პირველ რიგში, სამუშაო ადგილი არის სოციალური გარემო. სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს განსხვავებული პიროვნული თვისებები, უნარები, შესაძლებლობები და ემოციები. ადამიანებს მაღალი EQ–თი ადვილად შეუძლიათ გუნდური მუშაობა, ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების წარმატებაზეც და შესაბამისად, ისინი უფრო ეფექტურად ასრულებენ სამუშაოს. ანალოგიურად, დაბალი EQ შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს სამსახურში. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს შეიძლება გამომჟღავნდეს ბულინგში, შევიწროებასა და მომსახურე პერსონალის დემოტივაციაში. ადამიანებს დაბალი ემოციური ინტელექტით ახასიათებთ ქედმაღლობა, აგრესია და არასტაბილურობა და შესაბამისად, ის საშიშია ნებისმიერ სამუშაო ადგილზე.
სწორედ ამიტომ, ემოციური ინტელექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა სამსახურში კანდიდატების შერჩევაში და მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება მისი რაოდენობრივად დადგენა, არსებობს ფსიქომეტრული ტესტები, რომლებიც ადგენს ემოციურ ინტელექტს, თუმცა ის ბევრად უფრო ადვილად მჟღავნდება მოქმედებაში. სწორედ ამიტომ, შერჩევამდე ხშირად ტარდება ინტერვიუები ემოციური ინტელექტის დასადგენად. შეიძლება თუ არა ემოციური ინტელექტის ცვლილება? IQ–სგან განსხვავებით, რომელიც მყარად არის შენარჩუნებული მთელი ცხოვრების განმავლობაში, EQ იცვლება. შესაძლებელია ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თქვენს კარიერაზე, არამედ ზოგად კეთილდღობასა და ბედნიერებაზეც. მომდევნო ნაბიჯებს შეუძლია გაზარდოს თქვენი ემოციური ინტელექტი:
ემოციური ინტელექტის გაუმჯობესებით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ხართ უფრო მეტად პროდუქტული და უფრო ეფექტურად შეგიძლიათ ურთიერთობების წარმართვა. ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ის განსაზღვრვს, თუ ვინ ვართ ჩვენ და გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე.
499 2-ს მოსწონს
|