x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135799
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
"ბებო-ანგელოზი" - როგორ გადაარჩინა მედდამ 2500-ზე მეტი ბავშვი

ირენა სანდლერი

ირენა სანდლერი - პოლონელი მედდა, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა. დაიბადა 1910 წლის 15 თებერვალს ვარშავაში. ის პოლონეთის იატაკქვეშა მოძრაობის წევრი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც მედდა, ვარშავის გეტოში შედიოდა. ამ უფლების მოპოვებაში გერმანულმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი. ირენს ჩანთით და მანქანით გეტოდან ბავშვები გამოჰყავდა - ჩვილები, მოზრდილები.
მას ჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომელსაც ჭიშკარში შესვლა-გამოსვლის დროს აყეფებდა. ერთი, რომ გუშაგები მანქანას ”ავი” ძაღლის გამო აღარ ეკარებოდნენ და მეორეც, ყეფა ფარავდა ბავშვების ხმას. ასე გამოიყვანა გეტოდან 2500 ბავშვზე მეტი. ბავშვებს პოლონელი ოჯახები მალავდნენ.
მაინც გაუგეს, დაიჭირეს და ისე აწამეს, ხელ-ფეხი დაემტვრა. გადარჩა და ისევ გააგრძელა იატაკქვეშა საქმიანობა.


ირენა სანდლერი ბავშვების მონაცემებს მეგობრის ბაღში, ვაშლის ხის ძირას, მიწაში მინის ქილით ინახავდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს და შვილებს ერთმანეთის პოვნა შესძლებოდათ. ომის შემდეგ ამ მონაცემებით მართლაც მოძებნეს გაზის კამერებს გადარჩენილი მშობლები. ობლების ნაწილი პოლონელებმა იშვილეს, ნაწილი - ებრაელთა ბავშვთა სახლებში გადაიყვანეს.
პოლონეთის კომუნისტურმა პარტიამ კი ირენა სანდლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 1949 წელს მორიგი დაკითხვების დროს იგი ფეხმძიმედ იყო. ბიჭუნა ნაადრევად დაიბადა და თერთმეტ დღეში გარდაიცვალა.
ირენას აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლაც, მიზეზი: ქვეყნის მთავრობასთან პოლიტიკური შეუთავსებლობა. მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეძლო ისრაელში ჩასვლა, საიდანაც გამუდმებით მოსდიოდა მოწვევა.

ის დაქორწინებული იყო Mieczyslaw Sendler-ზე, რომელსაც 1947 წელს გაშორდა, მეორედ დაქორწინდა Stefan Zgrzembski-ზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, თუმცა მასაც დაშორდა და ისევ პირველ ქმარზე დაქორწინდა და ისევ გაშორდა ათწლიანი ქორწინების შემდეგ.
გარდაიცვალა 2008 წლის 12 მაისს, 98 წლის ასაკში, ვარშავაში, თავის ერთოთახიან ბინაში.
2007 წელს პოლონეთმა და ისრაელმა ირენ სანდლერი ნობელის პრემიაზე წარადგინა მშვიდობის დარგში. თუმცა, პრემია მიანიჭეს ალბერ გორს, ამერიკის ვიცეპრემიერს.

ირენა სანდლერს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო. მის ცხოვრებაზე გადაღებულია ფილმი.
0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0