x
ქოშინი

image
ქოშინი
(დისპნოე) ფილტვების ვენტილაციის დარღვევაა სუნთქვის გაძნელების შეგრძნებასთან ერთად. ქოშინს ხშირად თან სდევს მოუსვენრობა, შიში.თავისი გამოვლინებით ქოშინი სუნთქვის აქტის დარღვევის რომელიმე განხილული ტიპია შიშის ან მოუსვენრობის სუბიექტურ შეგრძნებასთან ერთად. ქოშინი შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ოქსიგენაციის დარღვევით, სისხლით აირების ტრანსპორტირების დარღვევით, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული და ფუნქციური დაზიანებით, ფილტვების მრავალ დაავადებით.


ქოშინის დროს სუნთქვა უპირატესად ღრმა და ხშირია, გაძლიერებულია ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.ზოგჯერ ქოშინის დროს ჭარბობს ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის პროცესი, რის მიხედვითაც ანსხვავებენ ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით ქოშინს.


დაავადებას აქვს შემდეგი ფორმები: 1.ინსპირატორული 2.ექსპირატორული 3.შერეული


ინსპირაციულ ქოშინს ახასიათებს ჩასუნთქვის ფაზის უპირატესი გახანგრძლივება.ვითარდება ზემო სასუნთქ გზებში დაბრკოლების გაჩენის დროს. დამახასიათებელია საყლაპავის, სასულისა და მსხვილი ბრონქების შევიწროებისთვის.



ექსპირაციული ქოშინის დროს უპირატესად ირღვევა ამოსუნთქვის პროცესი. ამ ტიპის მკვეთრი-ქოშინი ვითარდება ბრონქული ასთმის შეტევის დროს წვრილი ბრონქების და ბრონქიოლების ალერგიული გენეზის სპაზმის, ლორწოს ჭარბი გამოყოფის და ლორწოვანის შეშუპების გამო.


შერეული ქოშინის დროს გაძნელებულია შესუნთქვაც და ამუსუნთქვაც.



დაავადების გამომწვევი მიზეზებია: ფილტვების ქსოვილის დაავადება, სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, ფილტვის ალვეოლების მოცულობის შემცირება, ფილტვების შეშუპება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და სხვ.



სიმპტომები

.ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის დროს გართულებები

.ჰაერის უკმარსობა

.გულის არეში სიმძიმის შეგრძნება

.ხუთვა

. მოუსვენრობა და შიშის შეგრძნება



ქოშინთან ბრძოლის მთავარი მეთოდი არის დაავადების მკურნალობა. ქოშინის მკურნალობის - შემცირების მეთოდებია:

.ჟანგბადოთერაპია

.ოპერაციული ჩარევა

.ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

.სუნთქვის ვარჯიშები






1
162
1-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
162
  
2020, 1 თებერვალი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1