კალათბურთი კობი ბრაიანტის მეუღლე დუმილს არღვევს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს 2020, 30 იანვარი, 16:30 კობი ბრაიანტის მეუღლე დუმილს არღვევს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "მე და ჩემს გოგონებს გვსურს, მადლობა ვუთხრათ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც გვაჩვენეს მხარდაჭერა და სიყვარული ამ საშინელ დროს. მადლობა ყველას, ვინც ლოცულობთ - ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება. მთლიანად გაგვანადგურა ჩემი არაჩვეულებრივი ქმრის, შესანიშნავი მამის - კობისა და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯიანას მოულოდნელმა დაკარგვამ, რომელიც მოსიყვარულე, ჭკვიანი, შესანიშნავი შვილი და არაჩვეულებრივი და იყო ნატალიასთვის, ბიანკასა და კაპრისთვის. ჩვენ ვწუხვართ იმ ოჯახების გამო, რომლებმაც კვირას თავიანთი საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ჩვენ გულწრფელად ვიზიარებთ მათ ტრაგედიას. არ არსებობს საკმარისი სიტყვები ჩვენი ტკივილის გამოსახატად. ჩემთვის შვებაა იმის ცოდნა, რომ კობიმ და ჯიანამ იცოდნენ როგორ ძლიელად უყვარდათ ისინი. ჩვენ ვიყავით მადლიერნი მათი ჩვენ ცხოვრებაშ არსესობით. ნეტავ სამუდამოდ აქ, ჩვენთან ყოფილიყვნენ... ისინი ჩვენი ცხოვრების ულამაზესი ნაწილი იყვნენ, რომლებმაც ძალიან ადრე დაგვტოვეს. არ ვიცი რას მოგვიტანს ცხოვრება დღეის შემდეგ და შეუძლებელია წარმოვიდგინო მათ გარეშე ცხოვრება, მაგრამ ყოველ დღე გავიღვიძებთ და ვეცდებით გავაგრძელოთ ცხოვრება, იმიტომ რომ კობი და ჩვენი პატარა გოგონა ჯიჯი გზას გაგვინათებენ... მათდამი ჩვენი სიყვარული უსასრულოა და განუზომელი. მე უბრალოდ მინდა, მათთან ჩახუტება შემეძლოს, მათი კოცნა შემეძლოს, მინდა სამუდამოდ ჩვენთან იყვნენ... მადლობა ჩვენი წუხილის გაზიარებისთვის, მხარდაჭერისთვის, გთხოვთ პატივისცემა გამოიჩინოთ და უფლება მოგვცეთ პირად სივრცეში დავრჩეთ, რადგანაც ახლა ახალ რეალობას უნდა შევეჩვიოთ. მამბა ფონდი მხარს დაუჭერს იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც ავია კატასტროფას ემსხვერპლა და ასავე გააგრძელებს მხარდაჭერას სპორტში კობის და გიგის სახელის უკვდავყოფისთვის. ვისაც სურვილი აქვს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ამ გზაზე. მადლობა თქვენი ლოცვისთვის და რომ გიყვართ კობი, გიგი, ნატალია, ბიანკა, კაპრი და მე.“ 195 2-ს მოსწონს
|