კალათბურთი ვახო სანაია თორნიკე შენგელიას "ცსკა-ში“ გადასვლას ეხმაურება 2020, 10 ივლისი, 17:14 ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში კალათბურთელ თორნიკე შენგელიას „ცსკა-ში“ გადასვლას ეხმაურება: "-კაპიტანი ხარ. შენ არა ხარ მხოლოდ კალათბურთის ნაკრების წევრი. იმ პარკეტზე შენ მთლიანად საქართველოს კაპიტნობ, მის ღირსებას იცავ, მხედართმთავარიც ხარ და ყველაფერი. კაპიტანები მტრის ბანაკში არ გადადიან. არც ჯარისკაცი უნდა გადავიდეს, მაგრამ კაპიტანი წარმოუდგენელია. გული მწყდება. არ ვწერ მორალისტის პოზიციიდან. შენ ნაკრებში უნდა გიგულშემატკივროთ. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა. საერთოდ, უნდა გავიგოთ, რომ სპორტი ცალკე არ არსებობს. ეს იგივეა, ოიერტეზე გადავიდე და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები გავუშვა. რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა. არ ვიცი, როგორ მაგრამ იმედია, ცხოვრება ყველას მოგვცემს შეცდომების გამოსწორების შანს..." 399 1-ს მოსწონს |
ჟურნალისტებთან მიმართებაში მთელი 100%-ით გეთანხმებით, არცერთ არხს როგორც ვიცი არ გაუშუქებია სრულფასოვნად ეს ფაქტი, არა და ჩვენი სამხედროები მეტ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებენ.
ქვა მან ესროლოს ვინც უფრო სუფთაას პრინციპით.
არც მე მომწონს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული დროშის და ჰიმნის ქვეშ, რომ იქნება, რადგან რუსეთი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ასეულ ათასობით ქართველისთვის იყო, არის და იქნება ოკუპანტი.
მადლობა ნათქვამი სწორად, რომ გამიგეთ, ზოგიერთი ვერ იგებს და უაზრო შეურაცხყოფაზე გადადის, რაც ჩემი ცხოვრებით არასდროს დამიმსახურებია.
არმიელთა კლუბის მხოლოდ სახელი შერჩა იმ გუნდ, უცხოელი მეპატრონე ჰყავს და არმიასთან არანაირი კავშირი არა აქვს, მაგრამ შენ და შენისთანებმა ვინმეს, რომ არ წაკბინოთ არ შეგიძლიათ.
იარე ორი შარვლით და თორნიკეს შეეშვი...