იარაღი და ტექნიკა დასახელდა 5 წყალქვეშა ნავი,რომელსაც 30 წუთში შეუძლია გაანადგუროს მთელი მსოფლიო 2020, 30 იანვარი, 14:16 ![]() ამ სამხედრო მანქანებიდან სამი არის რუსული, ორი - ამერიკული. ამავდროულად, მასალა შეიცავს იმ ბირთვული წყალქვეშა ნავების ჩამონათვალს, რომლებიც უკვე რუსეთის და აშშ-ს საზღვაო ძალების შეაიარაღებაშია, ან სულ მალე შევა ექსპლოატაციაში. ძველი ნიმუშები - მაგალითად, როგორიცაა საბჭოთა წყალქვეშა ნავი -პროექტი 941 "Акула", არ განიხილება, რადგან მათი უმეტესი ნაწილი უკვე დაიშალა. ტოპ 5 – ში შევიდა პროექტი 955 "Борей" -ს წყალქვეშა ნავი, რომელსაც გამოცემა უწოდებს "ყველაზე წყნარ წყალქვეშა ნავს ბალისტიკური რაკეტებით", აგრეთვე პროექტის 667БДРМ "Дельфин" -ის წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია თხევადი ბალისტიკური რაკეტებით Р29РМУ2 -Синева და სუბმარინებით პროექტი 885М "Ясень-М". ამ უკანასკნელს, სტატიის ავტორის თქმით, შეუძლია შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსთან მიცურვა 2 000 კილომეტრში და ამ დისტანციიდან სამიზნეების განადგურება თვით დიდ ტბებამდე. ამერიკული წყალქვეშა ნავებიდან ამ სიაში მოხვდა Ohio-ს ტიპის წყალქვეშა ნავები, რომელზეც განლაგებულია Trident II D-5 -ის 24 ცალი ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა 12 ქობინით. ამჟამად შეერთებულ შტატებში შეიარაღებაშია 14 წყალქვეშა ნავი ბალისტიკური სარაკეტო დანადგარებით და ოთხიც ფრთოსანი BGM-109 Tomahawk-ით. ჩამონათვალს ასრულებს Columbia -ს კლასის უახლესი ტიპის წყალქვეშა ნავები, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალ წელს არის დაგეგმილი, ხოლო აშშ შეაირაღებაში 2031 წლიდან შევა. ![]() როგორც სტატიაში სამხედრო ექსერტი აღნიშნავს, სიაში არსებული რამდენიმე წყალქვეშა ნავი ისეთი ძლიერია, რომ ამ ერთ-ერთი საკმარისი იქნება, რომ "288-მა სამიზნემ ქალაქი "რადიოაქტიურ ფერფლად აქციოს". "სინამდვილეში, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ამ მანქანებს და მათ სამხედრო აღჭურვილობას შეუძლია გაანადგუროს ცივილიზაცია უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე პიცის შეკვეთას სჭირდება" - წერს გაზეთი. 2285 6-ს მოსწონს
|