სხვა დასახელდა ყველა დროის საუკეთესო ფილმი 2012, 6 აგვისტო, 3:36 10 წელიწადში ერთხელ ბრიტანეთის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი ატარებს გამოკითხვას კინო კრიტიკოსებსა და რეჟისორებს შორის, თუ რომელია ყველა დროის საუკეთესო ფილმი.
კინოკრიტიკოსების აზრით რეიტინგის სათავეში ალფრედ ჰიჩკოკის "Vertigo"-ა, მეორე ადგილზე კი- ორსონ უელსის "მოქალაქე კეინი", სამეულში ბოლო ადგილზეა იაპონელი რეჟისორის იასუძირო ოძუს "ტოკიური ისტორია", რომელიც რეჟისორების ვერსიით საუკეთესო ფილმებში პირველ ადგილზეა.
ჰიჩკოკის თრილერს რეჟისორებმა მე-7 ადგილი მაიკუთვნეს ფრენსის ფორდ კოპოლას "ნათლია"-სთან ერთად. "მოქალაქე კეინი" აქაც მე-2 აღმოჩნდა, მაგრამ მასთან ერთად ეს ადგილი სტენლი კუბრიკის "კოსმოსურმა ოდისეამ" გაინაწილა, კრიტიკოსების რეიტინგში მას მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო. კრიტიკოსების ათეულში შევიდა ჟან რენუარის დრამა " თამაშის წესები", გერმანელი რეჟისორის ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს ჰოლივუდური ფილმი " განთიადი: ორი ადამიანის სიმღერა", ჯონ ფორდის ვესტერნი "მაძიებლები", დოკუმენტალური კინემატოგრაფის კლასიკა ძიგი ვერტოვის "ადამიანი კინოაპარატით" და კარლ თეოდორ დრაიერის მუნჯი დრამა " ჟანა დ'არკის ვნებანი". ბოლო, მე-10 ადგილზეა ფედერიკო ფელინის " 8 ნახევარი". იმავე ფილმს რეჟისორებმა მეოთხე ადგილი მისცეს, მათ ათეულში აგრეთვე შევიდა ფრენსის ფორდ კოპოლას "აპოკალიფსი დღეს", მარტინ სკორსეზეს "ტაქსის მძღოლი", ანდრეი ტარკოვსკის "სარკე" და ვიტორიო დე სიკას " ველოსიპედის გამტაცებლები". მთლიანად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 846-მა კრიტიკოსმა და გამოჩენილმა რეჟისორმა. 496 10-ს მოსწონს
|