კახეთი კახეთში ავარიას 24 წლის ბიჭი და მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა 2020, 27 იანვარი, 15:19 ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მგზავრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრია. 395 შეფასება არ არის
|