ისტორია სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრემიერმინისტრის სიტყვები სომხეთ–საქართველოს ომის შემდგომ 2020, 26 იანვარი, 15:10 სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრემიერმინისტრის (1918-19), ჰოვანეს ქაჯაზნუნის სიტყვები სომხეთ_საქართველოს 1918 წლის ომის დასრულების შემდეგ: "ომმა დაგვაფიქრა ბევრ რამეზე... ვიბრძოდით იმ მეზობელთან, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კონტაქტი უნდა გვქონოდა, ჩვენ ხომ საქართველოს მეშვეობით ვუკავშირდებოდით გარე სამყაროს. ჩვენ ამას ვგრძნობდით და გულწრფელად გვსურდა ქართველებთან მეგობრულად ცხოვრება, მაგრამ ვერ შევძელით. ამაში გარკვეული როლი საქართველოს მთავრობის პოზიციასთან ერთად ითამაშა ჩვენმა უძლურებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა განუვითარებლობამ და სახელმწიფოებრივი მართვის უუნარობამ". ღირსება თუ არ გაქვს ამ სიტყვებს იმ ომის შემდეგ, რომელმაც ტერიტორიული საკითხი შენს სასარგებლოდ გადაწყვიტა ვერ იტყვი. 982 2-ს მოსწონს |
არა და იმ დროის საქართველოს შენი თქმისა არ იყოს, ორი სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გენერალი ჰყავდა, რომლებმაც დენიკინის არმიასაც და დაშნაკებსაც "კუდით ქვა ასროლინეს" და არც თურქებისთვის დაუკლიათ აჭარაში.