x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
თურქეთისთვის ეს მიწისძვრა კატასტროფის წინმსწრები ნიშანია

imageთურქეთის პროვინცია ელიზიღში (მოსახლეობა 400 ათასი ადამიანი), ქალაქ სივრიჯის რაიონში პარასკევს, 24 იანვარს, დაახლოებით 21:55 საათზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6, 8 მაგნიტუდის რყევა 15 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამას 288 აფტერშოკი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5, 4−დან 3, 3−მაგნიტუდას შეადგენდა.


ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობამ 1500−მდე კაცს მიაღწია. ნგრევის მასშტაბები, ხელისუფლების ინფორმაციით, დიდია. განადგურებულია რამდენიმე ათეული შენობა და ძლიერაა დაზიანებული 80−ზე მეტი.
ამ დროისათვის სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება. ნანგრევებიდან ამოყვანილია 40−ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში კვლავ რჩება ხალხი.
ქვემოთ გვსურს შეგახსენოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც თურქეთში მიწისძვრების შესახებ აქვს წარმოთმული ქალბატონ ლელა კაკულიას. ეს წინასწარმეტყველებები თავის დროზე გამოქვეყნებულია როგორც საავტორო გაზეთში, ისე შესულია წიგნის „ახალი სიტყვა“ სხვადასხვა წლების გამოცემებში.
2000 წელი, 25 ოქტომბერი
მომავალში ვხედავ თურქეთში ძლიერ მიწისძვრას!
2008 წელი, 20 ნოემბერი, ურეკი
თურქეთში ვხედავ ისევ დიდ მიწისძვრას. ამას ვერავინ შეაჩერებს. ვიმეორებ: იქნება დიდი მიწისძვრა. წინმსწრები მოვლენებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს დიდი ქალაქი, მაგრამ იფიქრებენ, ეს პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან!!! ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. კი ვწინასწარმეტყველებ ამ მოვლენას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან, მაგრამ, რა? უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველით. ამ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ.
2010 წელი, 17 თებერვალი
ფრთხილად, ადამიანებო! დედამიწაზე მხოლოდ პოლიტიკა კი არ იცვლება, არამედ მისი უდიდებულესობა ბუნებაც. ბუნების დიდი რისხვა დაატყდება მრავალ ქვეყანას. ვხედავ, თურქეთში დიდი მიწისძვრა იქნება, რომელიც მთელ თურქეთს მოიცავს. იქნება წინასწარ ამის ნიშნები და თუკი ჩვენს წინასწარმეტყველებებს გაითვალისწინებენ, ბევრი გადარჩება. ეს თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
2010 წელი, 30 მარტი
ვიმეორებ: თურქეთში ვხედავ დიდ მიწისძვრას, რომელიც თურქულ ეკონომიკას თითქმის მთლიანად ანადგურებს. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთის სახელმწიფოს. თითქოს ბუნებამ მათთვის მოიცალა.
2011 წელი, 17 მაისი, დილის 6 საათი
თურქეთი უნდა უფრთხილდეს დიდ მიწისძვრებს. თუმცა ვერაფერს გახდებიან. ამ მოვლენებს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს, რაც უნდა მოიმოქმედონ.
2013 წელი, 15 აპრილი
დედამიწა ბევრ საიდუმლოს მალავს!
ბუნება კი ისევ მძვინვარებს, იქნება დიდი მიწისძვრები, წყალდიდობები, ვულკანებიც ამოიფრქვევა, მაგრამ ბევრი ადამიანი გადარჩება. ყველაზე საშიში ადგილი იქნება იაპონია, ჩინეთი, ირანი, ამერიკის რამდენიმე შტატი, თურქეთი — რომელიც განსაკუთრებით მიწისძვრას უნდა უფრთხილდეს! ასევე რუსეთი — რომელიც უნდა უფრთხილდეს ცეცხლს, ვულკანს, წყალდიდობებსა და რადიაციულ გაჟონვებს. ისე, თითქმის დედამიწის ყველა კუთხეში მოიქნევს ბუნება კუდს. მე ჩამოვთვალე ყველაზე რთული ადგილები, მაგრამ ახლოსაა ის დროც, როცა ყველაფერი დაწყნარდება, ბუნება დამშვიდდება და დედამიწა კარგა ხნით დაისვენებს. ადამიანებიც შეიცვლებიან. საერთოდ, ბევრი რამ შეიცვლება...image
3
933
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
933
  
2020, 27 იანვარი, 1:05
თვალი გადავავლე მის წიგნს და ემთხვევა ძირითადად, ისე თურქეთი, რომ დაიშლება მარტივ მამრავლებად ამას წყალი არ გაუვა, დათვის და ტურის მეგობრობა დიდხანს ვერ გასტანს და რუსი და თურქი ერთ დღეს დასცხებენ ერთმანეთს, როგორც წმინდა პაისი ათონელი წერს.
2020, 26 იანვარი, 23:40
მეშინია ამ ქალის :(
2020, 26 იანვარი, 14:09
დაიწყო წმინდა ბერი პაისის წინასწარმეტყველების ახდენა...
0 1 3