x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა ცოლთან ,შვილებთან და საყვარელთან ერთობლივი ცხოვრება მოინდომა
image

მოსკოველ სერგეი კუკსოს( Сергей Куксо) შეუყვარდა სხვა ქალი, მაგრამ ამასთანავე ვერ მიატოვა მისი მეუღლე ეკატერინა ბუდნიკი, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

ერთ დღეს კაცმა საყვარელი-ნატალია კუროჩკინა სახლში მიიყვანა და თქვა, რომ ახლა ამიერიდან ერთად იცხოვრებენ:ცოლი, შვილები და საყვარელი.




"როდესაც შევიტყვე, რომ მას საყვარელი ჰყავს, სამი კვირის განმავლობაში ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას. შემდეგ მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, თუ სხვა ქალი შეუყვარდა. მე ვუთხარი: „წადი. პრობლემა არ არის. ” მან ჩაალაგა თავისი ნივთები და გადავიდა ჩვენს ახალ ბინაში, ”- აღნიშნავს ეკატერინე.



image


კუკსოს არც მეუღლის მიტოვება უნდოდა, ამიტომ შესთავაზა ერთად ცხოვრება.

”იცი რა?, როდესაც ჩემს ახალ საყვარელს შეხვდები, შეგიყვარდება. ის ძალიან კარგი და კეთილია. იცი, ის შეიძლება კარგი ძიძა იყოს ჩვენი შვილებისთვის. ”- ასეთი ვარიანტი შესთავაზა ქმარმა ცოლს.

image

”მე ვერ მივიღებ ასეთ მოდელს, ” -უპასუხა ქალმა.



სერგეიმ პერიოდულად დაიწყო თავის ნატაშას სახლში მოყვანა, თითქოს არაფერი მომხდარა... და ეს ყველაფერი ბავშვების თვალწინ ხდებოდა.

”როდესაც ახალ ბინაში გადავედით, მან ის მოიყვანა და ერთად გაატარეს ღამე. როგორია, მაგალითად ჩემი უფროსი ქალიშვილი სააბაზანოში შედის და ისინი იქ ერთმანეთს კოცნიან. ჩემი ქალიშვილი ცრემლმორეული გამოიქცა ჩემსკენ: ”დედა, იქ მამაა…”, - განუცხადა ეკატერინა ბუდნიკმა გამოცემა Mash-ს.


ყოველ ჯერზე, როცა ქმრის საყვარელი მათ ბინაში მიდიოდა, ბუდნიკი პოლიციას იძახებდა. ნატაშა კი სამართალდამცავებს ბინადრობის ნებართვის დოკუმენტს აჩვენებდა და ამბობდა, რომ მას ყველაფრის უფლება ჰქონდა.

image

ამის შემდეგ ბუდნიკმა გაყრა მოითხოვა და იძულებული გახდა ბავშვებთან ერთად ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში გადასულიყო. ყოფილმა ქმარმა კი უარი თქვა ბავშვების დახმარებაზე, რადგან ის "შვილებს ვეღარ ხედავს".


სასამართლომ მიიღო გადაწყვიტილება, რომ ბინა გაყოფილიყო ყოფილ მეუღლეებს შორის, მაგრამ სერგეი იქ განაგრძობს ცხოვრებას თავის საყვარელთან ერთად.


0
459
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0