სიახლეები ბელარუსის ავტომრეწველობის სიამაყემ- "ბელაზმა" წარმოება შეაჩერა 2020, 26 იანვარი, 10:55 წარუმატებლად დაიწყო ახალი წელი ბელარუსული ეკონომიკისთვის - ნავთობის პრობლემის კვალდაკვალ გამოცხადდა, რომ 25 იანვარს ჩერდება ბელორუსის საავტომობილო ინდუსტრიის სიამაყე "ბელაზ– ის კონვეიერი. ჯერჯერობით, დროებით, შემდეგ დრო აჩვენებს და გადაწყდება მომავალში რა იქნება. "დსთ-ს და სხვა ქვეყნების ბაზარზე "ბელაზის" ავტოტექნიკაზე მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნილების გამო, ასევე ფინანსური, მატერიალური, საწვავის და ენერგორესურსების უფრო რაციონალური გამოყენებისთვის, 25 იანვარს გამოვაცხადეთ კონვეირის დროებით შეჩერება, ” - ნათქვამია გენერალური დირექტორის, პეტრე პარხომჩიკის განცხადებასი, რომელმაც გამოაქვეყნა NEXTA Telegram არხმა. ყოველთვიურად, საწარმოს უფრო და უფრო უჭირს საკუთარი პროდუქციის გასაყიდი ბაზრების პოვნა, ხოლო საწყობები უკვე გადავსებულია. გარდა ამისა, დაგროვდა დავალიანებები ეროვნული განვითარების ფონდთან მიმართებაში, რომელიც კომპანიამ ორი თვის განმავლობაში ვერ გადაიხადა. გასული წლის ნოემბერში წარმოება თითქმის ორჯერ შემცირდა (43, 7%). როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება. ეკონომისტი ალექსანდრე იაროშუკი განმარტავს, რომ თვითმცლელების გაყიდვა გაუარესდა, როგორც შორეულ, ისე ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში, ასევე რუსეთში, რომლის ბაზარიც იყო მთავარი-ყველა წარმოებული "ბელაზის" 2/3 რუსეთში იყიდებოდა. ”ეს იყო ერთადერთი ბაზარი, რომლის იმედიც ჰქონდა ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, - ამბობს იაროშუკი. "ეს არ არის პოლიტიკის და არც მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ინტეგრაციის არქონის ბრალი, ამჟამად ბევრ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ბორბლიანი მანქანების ჩანაცვლება ღრმა ჰორიზონტალური კონვეიერის ხაზით." შეგახსენებთ, მსოფლიოში წარმოებულ კარიერულ თვითმცლელებს შორის"ბელაზი" ყოველი მესამეა.(მსოფლიო ბაზრის 27%) 657 4-ს მოსწონს
|