სხვა Toyota-ს დამფუძნებელი, საკიტი ტოიოდა მუდმივად „5 რატომ“ წესს იყენებდა 2020, 25 იანვარი, 16:05 კომპანია Toyota-ს დამფუძნებელმა, საკიტი ტოიოდამ როგორც არასტანდარტული აზროვნების მქონე ადამიანმა წესი „5 რატომ“ შექმნა. წესების არსი მარტივია: თქვენ საკუთარ თავს უსვამთ კითხვას „რატომ“ და მასზე პასუხობთ. პასუხიდან გამომდინარე შემდეგ კითხვას სვამთ „რატომ“ და ასე 5-ჯერ.
ეს მარტივი წესი ასე მუშაობს (ბეწვის ქურთუკის მაგალითზე): საკუთარ თავს კითხეთ: რატომ მინდა ბეწვის ქურთუკი? ეს პირველი „რატომ“ პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყველა გავაოცო. მეორე „რატომ“: რატომ გინდა ყველას გაოცება? პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყურადღება მომაქციონ. მესამე „რატომ“: რატომ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ? პასუხი: იმიტომ, რომ ნაკლებ თავდაჯერებულობას ვგრძნობ. მეოთხე „რატომ“: რატომ გრძნობ თავდაუჯერებლობას? პასუხი: იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახერხებ, იმიტომ, რომ ერთ ადგილას ვზივარ. მეხუთე „რატომ“: რატომ ვერ ახერხებ რეალიზებას? პასუხი: იმიტომ, რომ იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც არ მომწონს. და ახლა თქვი, რა შუაშია აქ ბეწვის ქურთუკი? ასევე დაგაინტერესებთ: ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს მილიარდერი იაპონიიდან ფულს უფასოდ არიგებს: ვის აქვს მისი მიღების შანსი? სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება 853 1-ს მოსწონს |