კინო
როგორ "დაასახიჩრა" საშინელმა ავარიამ "ბინძური ცეკვების" მთავარი გმირი და რატომ ვეღარ ვხედავთ მას ეკრანზე?
2020, 25 იანვარი, 13:10
თითოეულ ჩვენგანს ალბათ კარგად ახსოვს რეჟისორ ემილ არდოლინოს 1987 წელს გადაღებული ამერიკული მელოდრამა - "ბინძური ცეკვები". კინოსურათს ფართო ეკრანებზე გამოსვლისთანავე უდიდესი წარმატება ხვდა წილად, მთავარი როლის შემსრულებლები - პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი კი სულ რაღაც ერთ დღეში ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ.
ეკრანულ წყვილს ყველა დიდ პოპულარობასა და წარმატებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მათი ბედის ბორბალი სულ სხვანაირად დატრიალდა. თუკი პატრიკმა წარმატებული კინოკარიერის შექმნა შეძლო, ჯენიფერს ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან მალევე, საკუთარ ოცნებასთან გამომშვიდობება სამუდამოდ მოუწია.
ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობის კინოდან წასვლის მიზეზი საშინელი ავარია გახდა.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლისას ჯენიფერი უკვე სარა ჯესიკა პარკერის მომავალ მეუღლეს, მსახიობ მეთიუ ბროდერიკს ხვდებოდა.
შეყვარებულები ირლანდიაში გაემგზავრნენ, რამაც მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. წყვილი საშინელ ავტოავარიაში მოჰყვა. საჭეს მეთიუ მართავდა, რომელმაც ავტომობილის მართვისას მოულოდნელად კონტროლი დაკარგა, შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ უბედური შემთხვევის შედეგად ჯენიფერი იმდენად იქნა დასახიჩრებული რომ მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მსახიობის მომხიბლავი გარეგნობისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.
"ბინძური ცეკვების" ვარსკვლავს რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, რის შემდეგაც ის უბრალოდ სულ სხვა ადამიანი გახდა.
ჯენიფერი გარეგნულად იმდენად შეიცვალა, რომ მას საკუთარი ნათესავებიც კი ვეღარ ცნობდნენ, თვალსა და ხელს შუა ჰოლივუდელ ლამაზმანად ქცეულმა, ყველაზე მთავარი - ინდივიდუალობა დაკარგა, ასეთი სტანდარტული "სილამაზე" კი იმ პერიოდის ჰოლივუდელი კინომწარმოებლებისთვისაც კი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა...