![ქართული კინოს დაუვიწყარი სახეები
ინსტაგრამს იპყრობს - პოეტური
აიქონები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020012219445681694.jpg)
ქართული კინო ეს ის ფენომენია, რომელზეც საუბარი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში გახდა აქტუალური ჯერ კიდევ 70-იან წლებში. როდესაც სხვადასხვა ფესტივალებზე თუ ფორუმებზე მსოფლიოში ცნობილი რეჟისორები, კინომცოდნეები თუ ჟურნალისტები ქართულ კინოს საბჭოთა ფილმებისგან ბუნებრიობით, სიმართლითა თუ იგავურობით ანსხვავებდნენ და თითქმის არასდროს არ აბობდნენ - ახლა ვნახავთ საბჭოთა ფილმს. ყველგან ხაზგასმული იყო იმის შესახებ რომ ქართული ფილმის ჩვენება ხდებოდა.
კინოს კი სახეები ქმნიან, ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული სათქმელი მოაქვთ ჩვენამდე - აიქონს. ანუ სიმბოლოებს ეძახიან მათ. როგორც ფრანგულ იტალიური კინოს ჰყავს მისი სიმბოლოები, ასევე ჰყავს საკუთარი სიმბოლოები ქართულ კინოს. " აიქონს ოფ ჯორჯია" ასე ქვია გვერდს ინსტაგრამზე სადაც უნიკალური ფოტოები და ქართული კინოს ლეგენდების ციტატებია თავმოყრილი
![აიქონს ოფ ჯორჯია აიქონს ოფ ჯორჯია](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020012219530381694.png)
აქ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა თაობის მსახიობების ნააზრევს შეხვდებით,
მაგალითად თუ რას ფიქრობს ნინო კასრაძე სიყვარულზე
" უბანალურეს რაღაცას გეტყვი - სიყვარული მარტოობისგან თავის დასახსნელადაა მოგონილი. ადამიანი ხომ რამდენიმე "შენ" ხარ, ასეთი, ისეთი.. შეყვარებული საუკეთესო "შენ" ხარ, სიყვარული "შენს" საუკეთესო თავში გაქცევაა.."
![მსახიობი ნინო კასრაძე მსახიობი ნინო კასრაძე](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020012219565181694.png)
აქვე ნახავთ ცნობილი ფოტოგრაფის, ტომას დვორჟაკის მიერ გადაღებულ სრულიად ახალგაზრდა მაკა ჩიჩუას 1995 წელს, რომლის ფოტოც საოცარ განწყობას ქმნის
![ქართული კინოს დაუვიწყარი სახეები
ინსტაგრამს იპყრობს - პოეტური
აიქონები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202001/2020012219590181694.png)
თავად გვერდი: https://www.instagram.com/icons_of_georgia/