საზოგადოება მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება 2020, 22 იანვარი, 17:03 „პალიტრა L”-ის პროექტი „მაკულიტერატურა“ 2020 წელს სკოლებისთვის იწყებს მასშტაბურ შეჯიბრებას, რომლითაც გამომცემლობას სურს, რომ სკოლებს მისცენ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და შეავსონ ბიბლიოთეკა. „მაკულიტერატურის“ ოფისები მდებარეობს საქართველოს სამ ქალაქში: რუსთავი, თბილისი, ქუთაისი. ამ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში, რომლითაც შემდეგ ახალ წიგნებს შეარჩევთ. სწორედ ამ სამ ქალაქში გადაწყვიტა გამომცემლობამ, სკოლებს შორის შეჯიბრების ჩატარება. როგორც პროექტის მენეჯერი, ანა ჯოჯუა განმარტავს, წელს გადაწყდა სკოლებს შორის შეჯიბრებას მასშტაბური სახე მისცემოდა. "სკოლები წლიდან წლამდე ელოდებიან ამ აქტივობას, აგროვებენ მაკულატურას. ხშირ შემთხვევაში, რამდენჯერმე აბარებენ წლის განმავლობაში, რაც ძალიან გვახარებს", - ანა ჯოჯუა. კონკურსის თანახმად, შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ, სკოლა ბიბლიოთეკისთვის ახალ წიგნებს მიიღებს, გამარჯვებული 20 სკოლის მოსწავლეებს კი საშუალება მიეცემათ, შერჩეულ ადგილებზე, სკოლის სახელით, ხეები დარგონ. „გვინდა, მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია, როცა ქაღალდის წარმოება მეორეული პროდუქციითაც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ხეების მოჭრის ნაცვლად, ვაბარებთ მაკულატურას, ვინარჩუნებთ სუფთა გარემოს და ვუფრთხილდებით ეკოსისტემას, ყველა სკოლას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. ინფორმაციისთვის აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს საიტს -აღნიშნა ანა ჯოჯუამ. პროექტში მონაწილეობის წესები: რაც შეეხება პროექტში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:
41 1-ს მოსწონს
|