x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქუჩაში გამოკითხვა რეპორტიორისთვის შოკის მომგვრელი გამოდგა(ვიდეო)
image

მოხუცთან შემთხვევითი ინტერვიუ ვირუსული გახდა მას შემდეგ, როდესაც რესპონდენტმა ჟურნალისტს განუცხადა, თუ რამდენი წლის იყო იგი.


მორიგი გადაღება შოკის მომგვრელი გახდა ინგლისელი რეპორტიორისთვის. ჟურნალისტი ვერ დაიჯერებდა, რომ საკმაოდ "ცინცხალი" გარეგნობის მოხუცს, რომლისგანაც ინტერვიუს იღებდა, ახლახან ასი წელი შეუსრულდა.

ნიუ –პორტში მორიგი სოციალური გამოკითხვის ჩაწერის დროს ჟურნალისტი რობ ოსბორნი გადააწყდა მოხუცს და ჰკითხა, რა ახსოვს ქალაქის მთავარ ქუჩის შესახებ.


მოხუცმა იმით დაიწყო, რომ ის უკვე 100 წლისაა და რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.

თუ რას საუბრობდა მოხუცი, ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ბოლოს და ბოლოს, რეპორტიორი ვერ იჯერებდა, რომ მოხუცი მართლაც ამდენი წლის იყო.


ტელეარხმა ITV Wales News-მა გამოაქვეყნა ვიდეო-ნაწყვეტი საკუთარ Twitter- ის გვერდზე.

image

ტელეარხმა მისი ვინაობაც გაარკვია. იგი აღმოჩნდა არმიის ვეტერანი ოურენ ფილერი, რომელიც 1919 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა, "მე ისევ ახალგაზრდად მივიჩნევ თავს" განუცხადა მოხუცმა გამოცემა South Wales Argus-ს.

image


3
887
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
887
  
2020, 22 იანვარი, 10:49
ცაკალელი
2020, 22 იანვარი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 იანვარი, 14:10
დიდხანს იცოცხლე ბაბუუ !!! ყვავებიც კი გაოგნებულნი იყურებოდნენ ახლომდებარე ხეებიდან ))))
0 1 3