საზოგადოება "ეს ყველაზე საშინელი დღე ...ზუსტად ერთი წლის წინ, 21 იანვარს ,გამთენიისას გაფრინდა" 2020, 21 იანვარი, 1:03 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს იხსენებს, რომელიც 2019 წლის 21 იანვარს გადრაიცვალა, და სოციალურ ქსელში ემოციურ ტექსტს, ფოტოებს და ვიდეობს უძღვნის. "ეს დღე((( ეს ყველაზე საშინელი დღე (((ზუსტად ერთი წლის წინ, 21 იანვარს, გამთენიისას გაფრინდა . მახსოვს, მე ყველაზე გვიან გავიგე მისი გარდაცვალება... დღეს ჯაკოს წლისთავია.ეს ყველაზე რთული და ყველაზე მძიმე წელი იყო ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, ტელევიზიისთვის...... მენატრება, მიყვარს, საშინლად მაკლია...არ მჯერა, რომ მთელი ერთი წელი ვიცხოვრეთ მის გარეშე, მხოლოდ მისი მოგონებებით და მასზე დარდით((( მძულს 21 იანვარი .ჯაკოს წლისთავია დღეს" - წერს გრიგოლია. ცნობისთვის, ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე, 2019 წლის 21 იანვარს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო. ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: „იმედი“, „მაესტრო“, „მე-9 არხი“, „იბერია“. ბოლოს კი ტელეკომპანია "პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა. 821 3-ს მოსწონს
|