x
image
intermedia.ge
Mediator image
წიგნის სახლში "ლიგამუსი" პრემია "ლიტერას" ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
image


23 იანვარს 19:00 საათზე წიგნის სახლში "ლიგამუსი" პრემია "ლიტერას" ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის - "გარდასულები" წარდგენა გაიმართება.


წიგნს წარადგენს ფილოსოფოსი, ილიაუნის პროფესორი გიორგი მაისურაძე.



"გარდასულები" იაგო თვალაბეიშვილის რიგით მეორე წიგნია. მისი პირველი რომანი "ტრანსმუტაცია" ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ისა" და ლიტერატურული პრემია "ლიტერას" გამარჯვებულია ნომინაციაში - "2018 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი".




ავტორის მეორე წიგნი სამ მოთხრობას აერთიანებს. მათში მოთხრობილია ბედისწერის მიერ ერთმანეთში უცნაურად გადაჯაჭვული სრულიად დაუჯერებელი ამბები, აღწერილია ადამიანების გაუსაძლისი ყოფა და ექსტრემალური გარემოს ზეგავლენით გაშიშვლებული, ყველაზე ბნელი, საზარელი მხარე მათი არსებობისა.


წიგნი გაფორმებულია ავტორის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით.



ღონისძიებაზე მოსული სტუმრები წიგნის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ, საშუალება ექნებათ, პირადად გაესაუბრონ ავტორს, აიღონ მისგან ავტოგრაფი და გადაიღონ ფოტოები.


ღონისძიების ბმული



0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0