x
image
nukrichanturia
დენ კუპერი და თვითმფრინავის გატაცება
image

ეს ისტორია 1971 წლის 24 ნოემბერს მოხდა. სხვებისგან არაფრით განსხვავებული დენ კუპერი სიეტლისაკენ მფრინავი ლაინერის - ბოინგ-727- ის ბორტზე ავიდა. აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ დენ კუპერმა განაცხადა, რომ მას ბომბი ჰქონდა თან.

დამნაშავე ვინმეს მოკვლით არ იმუქრებოდა, ის მხოლოდ 4 პარაშუტს და 200 ათას დოლარს ითხოვდა.

მოთხოვნის შესრულების შემდეგ კუპერმა თვითმფრინავის პილოტს უბრძანა, უფრო მაღალ სიმაღლეზე აეყვანა თვითმფრინავი, თვითონ კი პარაშუტით გადმოხტა.


ამის შემდეგ დენ კუპერი არავის უნახავს, სამაგიეროდ "ლოს-ანჯელეს თაიმსში " დაიბეჭდა წერილი, რომელშიც კუპერი იტყობინებოდა, რომ მას მხოლოდ 14 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ფული კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ უკანასკნელი დღეები, სიღარიბეში არ გაეტარებინა.

4 თვის შემდეგ ვინმე რიჩარდ მაკკოიმ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო დენ კუპერი. პოლიციამ დაადგინა, რომ 1971 წლის 24 ნოემბერს სხვაგან იმყოფებოდა და დენ კუპერი ვერ იქნებოდა. ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რაც ფედერალურ ბიუროს ჰქონდა, ეს იყო მისი თითის ანაბეჭდები და ფოტორობოტი. ცხრა წლის შემდეგ მდინარე კოლუმბიასთან ცხრა ათასი დოლარი იპოვეს და მაშინვე გაჩნდა კითხვა, გადარჩა კი საერთოდ დენ კუპერი თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ? ნაპოვნი კუპიურების ნომრები ემთხვეოდა იმ ნომრებს, რომლებიც დამნაშავისთვის მიცემულ ფულზე იყო გამოსახული.


0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0