x
image
nukrichanturia
საცვლების მოპარვისთვის გასამართლებული ადამიანი
image ადამიანის ჰობი ზოგჯერ იმდენად ექსტრავაგანტურ ფორმას იძენს, რომ საქმეში სამართალდამცველების ჩარევაც ხდება საჭირო. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელმეორედ გაასამართლეს მძარცველი, რომელსაც ქალის საცვლების სიყვარული ნამდვილ მანიად ექცა.

ვისკონსინის საოლქო სასამართლომ ენტონი ალენ შოფილდს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით გამოსაცდელი ვადა შეუფარდა. შეიძლება ითქვას, რომ 25 წლის "კოლექციონერი" თემიდას რისხვას კიდევ ადვილად გადაურჩა, რადგან პროკურორი მისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.

განაჩენის სიმკაცრე იმით აიხსნება, რომ რამდენიმე წლის წინათ ახალგაზრდა მამაკაცი ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ სცნეს და ბინის გატეხვის მცდელობის ბრალდებაც დაუმატეს.

ამჯერად შოფილდი სამი წყვილი საცვლების მოპარვის გამო გაასამართლეს. "ბოროტი განზრახვის" განსახორციელებლად, ენტონმა შესაფერისი დრო შეარჩია: იგი დაელოდა, სანამ მსხვერპლი შინიდან გავიდოდა, შემდეგ ბინაში შეიჭრა და ქალის შიდა საცვლები წამოიღო. რამდენიმე თვის შემდეგ პოლიციამ კვალის აღება შეძლო და ბოროტმოქმედს ერთ-ერთ სახლში ნივთმტკიცებებთან ერთად წაასწრო.


აღსანიშნავია, რომ პირველი დაკავების დროს ენტონის ქალის 854 საცვალი აღმოუჩინეს. მაშინ სასამართლომ მას გამოსაცდელი ვადა დაუნიშნა, რომლის ამოწურვის შემდეგ, უჩვეულო მანიით შეპყრობილი კვლავ თავის საქმიანობას დაუბრუნდა.

1
40
6-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
40
  
2012, 18 დეკემბერი, 15:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1