სხვა დენ კუპერი და თვითმფრინავის გატაცება 2012, 5 აგვისტო, 15:16 ![]() ამის შემდეგ დენ კუპერი არავის უნახავს, სამაგიეროდ "ლოს-ანჯელეს თაიმსში " დაიბეჭდა წერილი, რომელშიც კუპერი იტყობინებოდა, რომ მას მხოლოდ 14 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ფული კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ უკანასკნელი დღეები, სიღარიბეში არ გაეტარებინა. 4 თვის შემდეგ ვინმე რიჩარდ მაკკოიმ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო დენ კუპერი. პოლიციამ დაადგინა, რომ 1971 წლის 24 ნოემბერს სხვაგან იმყოფებოდა და დენ კუპერი ვერ იქნებოდა. ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რაც ფედერალურ ბიუროს ჰქონდა, ეს იყო მისი თითის ანაბეჭდები და ფოტორობოტი. ცხრა წლის შემდეგ მდინარე კოლუმბიასთან ცხრა ათასი დოლარი იპოვეს და მაშინვე გაჩნდა კითხვა, გადარჩა კი საერთოდ დენ კუპერი თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ? ნაპოვნი კუპიურების ნომრები ემთხვეოდა იმ ნომრებს, რომლებიც დამნაშავისთვის მიცემულ ფულზე იყო გამოსახული. 188 2-ს მოსწონს
|