საზოგადოება "ამ საქციელით მას ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!! - ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეზე 2020, 18 იანვარი, 16:00 ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაღუპული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის წარდგენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, მისი თქმით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე სწორი მიმართულებით მიდის და ამ ეტაპზე მას საფუძველი არ აქვს გამოძიებას არ ენდოს, ამიტომ მისთვის შოთაძის დაბრუნება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მეტიც სარალიძის განცხადებით შოთაძეს აღნიშნულ თანამდებობაზე დაბრუნებით საზოგადოებისთვის "დათუჩას მიმართ თავისი უდანაშაულობის ჩვენება" სურს: "მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!! ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!! ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა. ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!! დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!! ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!" - დაწერა ზაზა სარალიძემ ფეისბუქგვერდზე.279 1-ს მოსწონს |