საქართველო ეს წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზეა, 2012 წლიდან ბევრჯერ შევცვალე - ლევან მამალაძე 2020, 17 იანვარი, 15:19
ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთი აქტიური კადრი "მოქალაქეთა კავშირიდან", ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამლაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
"17 იანვარი ჩემი დაბადების დღეა და 17 წელია ამ დღეს სამშობლოდან მოწყვეტილი ვხვდები! ამ ხნის განმავლობაში სამართლიანობის მისხალსაც ვერ მივაღწიე. მათ ვისაც ევალებათ საკითხის განხილვა ხელს ზევით იშვერენ, ხოლო ის, ვინც ზევით არის მიუღწევადი აღმოჩნდა. მე შეზღუდული მაქვს კანონით სარგებლობა და ეს უფლება, რომ მივიღო მავანნი ბიძინა ივანიშვილის ნებას ელოდებიან. ბევრი ვეცადე სიმართლე როგორმე მიმეტენა მასთან, ბევრი შემპირდა თანამდებობის პირნი და მისი ოჯახის წევრები, მაგრამ ამაოდ ჩემს მიმართ კანონიერება არ არსებობს. რას დავუჯერო, იმას რომ მან ყველაფერი იცის და სამართლიანობა აღდგება?! მისი ახლობლები მითვლიან „ მოიცადე არჩევნებია, აი მიტინგები დამთავრდება და ყველაფერი კარგად იქნება“. არჩევნებს და მიტინგებს დასასრული არ უჩანს, ხოლო სამართლიანობის აღდგენის და შეპირებული „ყველაფერი კარგად იქნებას“ ლოდინში 52 წელი შემისრულდა. კანონით სარგებლობის უფლება არ მომეცა! ზოგი იმასაც მეუბნება „ ჩამოდი არაფერი იქნებაო“, მაგარამ არც ამაზე მიმიღია რაიმე მინიშნება! როცა მტერს ებრძვი, ყველაფერი გასაგებია. ფარხმალ აყრილი და აბუჩად აგდებული, მიჭირს ჩამოვყალიბდე რასთან მაქვს ეხლა საქმე. ან რატომ უნდა მიჩნდებოდეს იმის განცდა, რომ ცვლილებები ილუზორულია და ესენიც წინამორბედის მსგავსნი არიან! გადავწყვიტე ეტაპობრივად გამოვაქვეყნო ყველა წერილი, დოკუმენტი და ჩანაწერი. მხოლოდ არაორდინალურმა ნაბიჯმა შეიძლება ყურადღება მიიქციოს! ეს წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზეა, 2012 წლიდან ბევრჯერ შევცვალე. პასუხი იმაზე რასაც მაბრალებდნენ 5 გვერდში ძლივს ჩავატიე. მითხრეს ამხელას არ წაიკითხავსო, ერთ გვერდამდე დაყვანაც შევძელი მაგრამ?! P.S დიდი მადლობა ყველას ვისაც გაგახსენდით და მოლოცვის სურვილი გაგიჩნდათ! კარგი იქნება თუ კომენტარს აქვე დაწერთ და არა პირადში!-წერს მამალაძე. შეგახსენებთ, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე "ვარდების რევოლუციის შემდეგ" რუსეთში გაიქცა, სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შემოსავლების დამალვაში ედებოდა. (მაგალითად:"მადნეული” და “კვარციტი")მისი ქონება (მათ შორის 4-ოთახიანი ბინა ატენის ქუჩაზე) სახელმწიფო სარგებლობაში გადავიდა. 470 3-ს მოსწონს
|