საზოგადოება ..შესაჭმელად გამზადებულო ქართველებო. დრო კიდევ არის, ოღონდ ძალიან ცოტა... გურამ ქართველიშვილი 2020, 16 იანვარი, 22:16 "--- კიდე ორიოდ სიტყვა ირანელთა შემოსახლებაზე --- ერთი მინდა კიდევ დავამატო “ბედნიერი" ერის საყურადღებოდ, ბიძინამ, მიშამ და მათმა გიენებმა ირანელების სახით ის ხალხი შემოგვისახლეს, რომლებიც სუპერვაჭრები არიან, თითო დოლარისთვის ბოლომდე იბრძვიან პარტნიორთან, აქვთ საუცხოო კარიერისტული ჟინი, არიან იდეოლოგიურად პროირანულად მომზადებულები და გურჯისტანის (განსაკუთრებით თბილისის) კუთვნილებაში დარწმუნებულები. ირანი იმხელა ნაბიჯს დგამს ამ ხალხთა გადმოსახლებით რამხელა ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლეს შაჰ აბას პირველმა, შაჰ სეფიმ და შაჰ აბას მეორემ, ამიტომ მერწმუნეთ, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის დამღუპველი გადმოსახლება ირანის მაღალ წრეებში დაგეგმილი საუკუნის ოპერაციაა. ჩვენი დეგენერატი მთავრობისთვის კი საარჩევნო ელექტორატის გამრავლებას ემსახურება და სპორტსმენ-ბიზნეს იუდების სქელ ჯიბეს. აი, ასეთი ხელისუფლების ხელშია ასეთ უმძიმეს დროს საქართველო. ხელისუფლების, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენთვის საშიშ სახელმწიფოს მისთვისვე საუკუნეობით სასურველ-სანუკვარ ქვეყანაში სამოქმედოდ, რაც მოკლე ხანში გამოიწვევს ხელისუფლების, ძალოვანების, სამხედროს, განათლების, კულტურის, რელიგიის, ვაჭრობის სრულად და სოფლის მეურნეობის ირანიზაციას. ამ სახელმწიფოს გააჩნია ნავთობ-გაზის ამოუწურავი მარაგები და დაუხარჯავი კაპიტალი, მისი ათწლეულების მანძილზე იზოლიაციის გამო. თბილისში 134 000 ბინაა უკვე მათზე გაყიდული. ეს ციფრი ათზე გაამრავლეთ და ზემოთ წაკითხულზე კიდე ერთხელ დაფიქრდით შესაჭმელად გამზადებულო ქართველებო. დრო კიდევ არის, ოღონდ ძალიან ცოტა..." წერს რეჟისორი გურამ ქართველიშვილი. 865 2-ს მოსწონს |
არცერთი პარტია და არცერთი საზოგადოებრივი გაერთიანება არ მოუწოდებს ხალხს, რომ: არჩევნები ღმერთის მიერ მოცემული წესით ჩატარდეს, რათა სათავეში რჩეულთა შორის რჩეულნი მოვიდნენ და ქვეყანა კეთილად წარიმართოს. თავს კი გამოჩენილ პატრიოტებად მიიჩნევენ.
სხვა საშველი არ არსებობს და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს! ვინც ამ დღეში ჩაყარა ხალხი ისინი თავისით არ გამოასწორებენ მდგომარეობას და ჩვენ კიდევ ვიდგეთ და ველოდოთ მათ კეთილ ნებას, როდის მოვლენ გონზე.
"ხალხს ერთი აზრი რომ არ გააჩნდა, იმიტომ გახდა ცრემლებდაღვრილი,
თორემ ერთ აზრს თუ იქონიებდნენ, რაღად უნდოდათ მოთქმა-ტირილი?