სისხლის სამართალი ბრიტანელი მოდელის გამტაცებელს, "სიყვარულის" გამო სასჯელი შეუმსუბუქეს 2020, 15 იანვარი, 15:35 ბრიტანელი მოდელის, ხლოი აილინგის( Chloe Ayling) ერთ-ერთ გამტაცებელს, ლუკაშ ჰერბას სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, 5 წლის შეუმცირდა სასჯელი, რადგან ის ტყვეს ექცეოდა "თანაგრძნობით" და "სიყვარულით". 2017 წლის ივლისში 30 წლის ლუკას ჰერბამ და მისმა ძმამ მიხაელმა ხლოი მილანში შეიპყრეს და ჩანთაში დამწყვდეული მიტოვებულ ფერმაში მიიყვანეს. მომდევნო წელს ორივე დააპატიმრეს, თუმცა მაშინდელი განაჩენის- 16 წლის და ცხრა თვის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლომ ლუკას 12 წლით და ერთი თვით შეუმცირა სასჯელი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ლუკასი ხლოის"სიყვარულით მოექცა", რადგან მან არ მიატოვა მოდელი, ხოლო როდესაც ექვსი დღის შემდეგ გაათავისუფლა, მან თავის ხელით მიიყვანა მილანში ბრიტანეთის საკონსულოში. 2017 წლის ივლისში პოლონეთის მოქალაქემ, ლუკას პაველ ჰერბამ ფოტოსესიის გადაღების საბაბით მოახერხა 20 წლის მოტყუებით ჩაყვანა მილანში. პერსპექტიულ "დამსაქმებლებთან" შეხვედრის დროს მას ინექციით ნარკოტიკული ნივთიერება გაუკეთეს, შემდეგ დააბეს და ჩანთით ტურინის მახლობლად მდებარე სოფელში გადაიყვანეს. მოდელის პატიმრობა ექვს დღეს გაგრძელდა, გამტაცებელმა მისი განთავისუფლება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც გაიგო, რომ ის ორი წლის ბავშვის დედაა. მან ხლოი ბრიტანეთის საკონსულოს შენობაში მიიყვანა, სადაც იგი სამართალდამცავებმა დააკავეს. გამოძიებამ შეძლო არაერთი ელექტრონული ფოსტის წერილის წაკითხვა, რომელიც ჰერბამ მოდელის აგენტს გაუგზავნა. წერილებში მან თავი წარმოაჩინა როგორც ქილერი და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციის Black Death- ის წევრი და ითხოვდა გამოსასყიდს. ლუკას ჰერბამ ჯერ 300 ათასი დოლარი მოითხოვა, შემდეგ კი 50 ათას დოლარამდე ჩამოვიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამტაცებელი იმუქრებოდა, რომ აილინგს ინტერნეტის ჩრდილოვან სეგმენტში, ონლაინ აუქციონზე გაიტანდა და მას ერთ-ერთ არაბულ ქვეყანას მიჰყიდდა. 580 3-ს მოსწონს
|