ასტროლოგია როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ 2020, 15 იანვარი, 12:58 ვერძი და სასწორი ეს ოპოზიციური ნიშნებია, ორი უკიდურესობა, რომელთაც ერთმანეთისთვის ყველაზე მეტის სწავლება შეუძლიათ. ვერძი ეგოისტია, უფრო მეტად საკუთარ თავზე ორიენტირებული და ფეხებზე ჰკიდია სხვების აზრი, მაშინ როცა სასწორს ეგო ქვეცნობიერში აქვს გატყორცნილი და მთლიანად სხვებზეა ორიენტირებული. იგი ცდილობს მაქსიმალურად ობიექტური იყოს და მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვების რჩევები. ერთი პირდაპირ მიდის რქებით, მეორე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ძალიან ბევრს ფიქრობს და ყოყმანობს. ამ ურთიერთობაში როგორც წესი სასწორი უფრო მეტს თმობს, იმიტომ კი არა რომ ვერძი მართალია, იმიტომ რომ სასწორი უფრო გონიერია და ეს ორივემ უნდა გააცნობიეროს. ვერძმა სასწორისგან კომპრომისი უნდა ისწავლოს და სხვისი აზრის გათვალისწინება, სასწორმა კი ვერძისგან – ბრძოლა და თავისი აზრის გატანა. მათ ერთმანეთს უნდა გაუგონ, თორემ ერთ დღეს სასწორი იფიქრებს რომ ვერძი თავხედი ეგოისტია, ვერძი კი მას სუსტ და ჩამოუყალიბებელ პიროვნებად ჩათვლის. თუკი მოახერხეს საკუთარ სისუსტეებზე მაღლა დადგომა და გააცნობიერეს რომ ერთმანეთი დასაბალნასებლად ორივეს სჭირდება, აქედან იდეალური წყვილი დადგება. კურო და სასწორი აი, ძალიან მინდა ლენონის “imagine” ჩაგირთოთ და მოგასმენინოთ… ეს ორი მშვიდობისმოყვარე, რბილი, თავაზიანი ადამიანი ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს მიუხედავად იმისა, რომ ერთი მიწაზე მყარად დგას, მეორეს კი ცოტას აქეთ იქეთ აყანყალებს ქარი. ორივეს ცოტა დრო სჭირდება იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს რა უნდა, ამიტომ შეიძლება ურთიერთობა საწყის ეტაპზე საქმე ცოტა გაჯანჯლდეს, მაგრამ თუკი გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, მერე უკვე ეჭვქვეშ აღარაფერს დააყენებენ. რა თქმა უნდა, განსხვავებებიც არის ამ ასადს მიღმა. სასწორი უფრო მეტად სხვებზეა ორიენტირებული, ლაპარაკი, გართობა უყვარს, კუროს კიდევ თავისი ინტერესები აქვს, თავისი ჰობი, თუმცა რადგან კომპრომისი შეუძლიათ და ზღვარს არ გადადიან, ზედმეტი დრამატიზმის გარეშე გვარდება ყველაფერი. მათ კარგად იციან ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და მარტივად ახერხებენ გადაინაწილონ ფუნქციები და მოვალეობები ოჯახში. ტყუპები და სასწორი სანამ სასწორი გადაწყვეტს, ღირს თუ არა ურთიერთობა, ტყუპებმა შეიძლება გადაიფიქრონ და ეს დიდი ტრაგედიაა, რადგან სასწორს თვითონაც ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და თუ გადაწყვიტა, მერე ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან ჰარმონიული წყვილია. მსგავსება ჰყოფნით იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუგონ, განსხვავება კი იმისთვის, რომ საინტერესოები იყვნენ ერთმანეთისთვის. ტყუპები ბევრ რამეზე ფიქრობს, ათასი გეგმა აქვს, რომელშიც სავარაუდოდ ქორწინება არც შედის, მაგრამ სასწორი, თანდაყოლილი ვერბალური შესაძლებლობების წყალობით ახერხებს რომ ტყუპებს თავის აზრები მის აზრებად შეასაღოს. სასწორი ტყუპებს დიპლომატიური უნარებით სჯობს და ამ გზით, სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ერთადერთია, ვინც მის მართვას ახერხებს. ეს ურთიერთობა პინგ-პონგის თამაშს ჰგავს და თანაც ისეთ თამაშს, სადაც პარტნიორები შესანიშნავად ეწყობიან ერთმანეთს. დროდადრო შეიძლება სხვებსაც ეთამაშონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საყვარელ მეწყვილეს უბრუნდებიან. კირჩხიბი და სასწორი ეს ორი ძალიან განსხვავებული ნიშანია, მიუხედავად იმისა რომ ორივეს გამუდმებით ცხოვრებისეულ პარტნიორს დაეძებს, ამ პარტნიორისადმი მოთხოვნები და ზოგადად პარტნიორობის თემისადმი მათი დამოკიდებულება აბოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კირჩხიბს ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ადამიანი, ვისშიც დარწმუნებული იქნება, ადამიანი, ვინც მხოლოდ მისი იქნება, ვისთან ერთადაც საღამოობით გემრიელად ივახშმებს და მერე რამე საყვარელ ფილმს ჩაუჯდება საყურებლად, სასწორი კი ჰაერის ნიშანია, უფრო მეტად მენტალურ დონეზე გადის კავშირზე, ზოგადად ურთიერთობები მოსწონს და ხალხთან ყოფნა და მსოფლიო პრობლემატიკაზე მსჯელობა უფრო ხიბლავს, ვიდრე ოჯახური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ამიტომ მათი თანაცხოვრება მთლად იდილიური არ არის, თუმცა რადგან ორივე პარტნიორისთვის სიხარულის და ბედნიერების მინიჭებაზეა მოტივირებული, ხშირ შემთხვევაში მაინც ახერხებენ ლამაზი და დღეგრძელი ოჯახების შექმნას. ლომი და სასწორი რა ეხმარება ცეცხლს რომ იმაზე მეტად იგიზგიზოს, ვიდრე გიზგიზებს? ჰაერი. ჰოდა სასწორი ჰაერია. მათი კამათი ერთი სანახაობაა. ლომი უკიდურესად სუბიექტურია, სასწორი უკიდურესად ობიექტური. ერთი კონფლიქტს იწყებს, მეორე ამ კონფლიქტის განეიტრალებას და თემა, რომელზეც კამათობენ ისევ და ისევ ღიად რჩება. სიმართლე რომ ვთქვათ ისინი უფრო კარგი მეგობრები არიან, ვიდრე სასიყვარულო პარტნიორები, რადგან ორივე თაყვანისმცემელს ეძებს და არა თაყვანისცემის ობიექტს, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ორ ნიშანს ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის. საერთო ინტერესებიც ბევრი აქვთ, ცხოვრებისეული რიტმიც, კარგად უწყობენ ფეხს ერთმანეთს და თუკი დანარჩენი პლანეტებიც ხელს შეუწყობენ, შესანიშნავ წყვილს შექმნიან ნებისმიერ სფეროში – საქმიანი ურთიერთობა იქნება ეს თუ ცოლ-ქმრობა. დაბადებით დიპლომატი სასწორი ახერხებს ფაფარაშლილი ლომის კრუტუნა ფისუნიად გადაქცევას და თავის მხრივ მზის შვილისგან თავდაჯერებას და თვითგამოხატვას სწავლობს, რის სწავლაც ასე ძალიან სჭირდება. მერე კი.. მერე, როგორც ერთი ცნობილი ასტროლოგი იტყოდა, ბედნიერად ჩაჰკიდებენ ერთმანეთს ხელს და სიხარულით გასწევენ იქეთკენ, საითაც ლომს წასვლა სულაც არ სურდა. ქალწული და სასწორი არსებობს ერთი ასეთი გამონათქვამი: არსებობს ადამიანების ორი კატეგორია – ზოგს ის სწყინს, რომ ვარდს ეკლები აქვს, ზოგს კი უხარია ამ ეკლებში რომ ვარდი ხარობსო. ეს ორი კატეგორია ქალწული და სასწორია. სასწორი სილამაზის ექსპერტია, იგი მუდამ ყვავილებს და პეპლებს დასდევს, მაშინ როცა ქალწული ნაკლოვანებების აღმოჩენითაა დაკავებული. ცა და მიწა! საერთო ის აქვთ, რომ ორივე ენაწყლიანი და საუბარი უყვარს, გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული ეგოცენტრიზმი არცერთს ახასიათებს, უფრო მეტად პარტნიორზე ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. თავდაპირველად ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დროთა განმავლობაში, აღმოჩნდება რომ პარტნიორზე ზრუნვა მათ სულ სხვადასხვაგვარად ესმის. ქალწული აღმოაჩენს რომ ის გაცილებით უფრო მეტს აკეთებს სასწორისთვის, ვიდრე პირიქით, რისი უხმოდ ჩაყლაპვაც დიდხანს არ შეუძლია. სასწორს პატიება არ უჭირს, შეუძლია ადამიანების მდგომარეობაში შესვლა, მაგრამ ორივეს მოუწევს რაღაც-რაღაცეების დათმობა, რომ ეს წყვილი შედგეს. კარგი იქნებოდა თუ ქალწული სასწორისგან დიპლომატიას ისწავლიდა, სასწორი კი ქალწულისგან უფრო მეტ შრომისმოყვარეობასა და ნებისყოფის სიძლიერეს. სასწორი და სასწორი როგორც წესი, ხასიათის ერთნაირი თვისებები ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობაში ხელს უშლის, რადგან არცერთი იხევს უკან და არ სურს საკუთარ ხასიათზე უარი თქვას. სასწორების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ისინი ბუნებით დიპლომატები არიან, მათი მიზანი ჰარმონიული ურთიერთობაა და კომპრომისზეც ხშირად მიდიან თანხმობის და მშვიდობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ მათთვის თავისივე ჯიშის წარმომადგენელთან უფრო ადვილია ურთიერთობა. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, თუმცა მაინც ძალიან ბევრ საუბრობენ – განიხილავენ, შეაჯერებენ და გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან ერთმანეთს. მათი კამათი ყოველთვის დაზავებით სრულდება, თანაც ორივე კმაყოფილი და ბედნიერია. მათ ძალიან ბევრი აქვთ საერთო – ერთნაირი ინტერესები, ერთნაირი ცხოვრების რიტმი, ერთნაირი დამოკიდებულებები. ერთნაირად უყვართ და ერთნაირად ეჯავრებათ. ერთადერთი საფრთხე რომელიც ამ წყვილს ემუქრება არის ის, რომ შესაძლოა ერთმანეთის უარყოფითი თვისებების გაღრმავებას შეუწყონ ხელი. საჭიროა სწორი კალაპოტის მიცემა ამ ურთიერთობისთვის, თორემ შეიძლება გართობაზე, საჭმელ-სასმელზე და ტანსაცმელზე გადაყოლილი გაზულუქებული წყვილი მივიღოთ, რომელსაც ერთმანეთი მოსწყინდეთ და სხვებისკენ დაიწყონ თვალების გაპარება. მორიელი და სასწორი პლუტონის (მორიელის მმართველი) და ვენერას (სასწორის მმართველი) ურთიერთობა ძალიან ჰგავს ურჩხულის და მზეთუნახავის ურთიერთობას. სასწორს რაღაც იზიდავს მის სიღრმეში, ხვდება რომ მისი “უხეშობის”(სასწორის ფონზე) მიღმა დიდი ადამიანი დგას, მაქსიმალურად ცდილობს გული მოულბოს, აალაპარაკოს, დაარბილოს…. ურჩხული კი გამუდმებით გამოცდებს უწყობს, ბოლომდე დარწმუნებული არ არის სასწორის გრძნობებში. მიწისქვეშა სამყაროს წარმომადგენლის ამ ჰაეროვან ნიშანთან შეხვედრა ძალიან საინტერესოა. ისინი ვერ ახერხებენ ერთმანეთის ხასიათის ბოლომდე დაჯერებას. განსაკუთრებით კი მორიელს ეპარება ეჭვი მასში, როგორ შეიძლება ადამიანი მუდამ ასეთი კარგი იყოს, მუდამ დადებითად უყურებდეს ყველაფერს… ის არც ცდება, როგორც ყოველთვის – თავაზიანობა და მომხიბლავი ღიმილი სასწორისთვის სტრატეგიაა., რომლითაც ნებისმიერ ნიშანს გააცურებს, გარდა მორიელისა. ამიტომ თამაში არ უღირს. თუ მისი მოტყუება გადაწყვიტა, მხოლოდ ერთხელ მოახერხებს. ერთხელ და უკანასკნელად. ეს კავშირიც მხოლოდ მაშინ გაამართლებს, თუკი როგორც იმ ანიამაციაშია, ორივე მოახერხებს საკმარისად უყვარდეთ ერთმანეთი, სასწორი სიფრთხილეს გამოიჩენს, მორიელი კი იქნება გულწრფელი. მშვილდოსანი და სასწორი ისინი ძალიან მრავალფეროვანი ადამიანები არიან, თუმცა ერთი ყველაზე მთავარი საერთო მახასიათებელი რაც აქვთ – ორივეს უყვარს საუბარი და ბრძნულ ბრძნული იდეების ფრქვევა, თუმცა სასწორი უფრო დიპლომატიური და ტაქტიანია, როცა მშვილდოსანს შეუძლია პირდაპირ პირში მიახალოს ყველას ყველაფერი. მათ სიამოვნებთ ვერბალური კომუნიკაცია. მშვილდოსანი ცეცხლია და რა სჭირდება ცეცხლს საგიზგიზოდ? ჰაერის ნაკადი, ჰოდა, სასწორი ჰაერია. მათ მოსწონთ ერთად ყოფნა. ფუნქციებსაც მშვენივრად ინაწილებენ, არც ტერიტორიების გამო აქვთ ომი. ასე რომ თუკი მათ შორის რამე გაუგებრობა არსებობს, მიზეზი აუცილებლად პირადი რუკებსა და სინასტრიაში უნდა ვეძებოთ, სხვა შემთხვევაში მშვენივრად უნდა უგებდნენ ერთმანეთს. თხის რქა და სასწორი ამ ორ ნიშანს შორის კვადრატურაა, ანუ დაძაბული ასპექტი. ეს ნიშნავს, რომ ორი ეგო ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის, მათ პიროვნულ დონეზე საერთოდ არ ესმით ერთმანეთის და ნამდვილად ჯილდოს იმსახურებენ თუკი ერთმანეთს გაუგეს. ვენერა, სასწორის მმართველი, ფემინინური პლანეტა, მიწიერი სიამოვნების პლანეტაა – განცხრომის, ფუფუნების, ლიბერალიზმის, მოკლედ კარგი ცხოვრების და ჰარმონიის, სატურნი კი ნამდვილი კაციჭამია – კოსმიური მასწავლებელი, რომელიც ზღუდავს, უარს ამბობს ნებისმიერ სიამოვნებაზე და ვერ ახერხებს ტკბობას. მოკლედ, ჩვენი გართობას გადაყოლილი სასწორი ვარდისფერი სათვალეებით შედის მსოფლიოში სისასტიკითა და ულმობელობით განთქმულ მასწავლებელთან გამოცდაზე. ერთია – გამოცდა თხის რქამაც უნდა ჩააბაროს და წყვილი რომ შედგეს ამის გაცნობიერება მოუწევს, თორემ სასწორსაც ამოუვა ერთ დღეს ყელში კომპრომისები. მათ ერთმანეთისგან რომ ისწავლონ ბევრს მოიგებენ – თხის რქამ – ცხოვრების შერგება, სასწორმა კი – პასუხისმგებლობა. ამ ორ ნიშანს თუკი ერთად ყოფნას მოახერხებენ უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლიათ ერთმანეთისთვის. მერწყული და სასწორი ეს ორი ჰაერის ნიშანი წესით და რიგით მშვენივრად უნდა უგებდნენ ერთმანეთს, უფრო სწორად წესით და რიგით კი არა, მშვენივრად უგებენ, რადგან ბევრი საერთო ინტერესები და იდეალები აქვთ, მაგრამ სწორედ ეს შეიძლება გახდეს პრობლემების სათავე. მათ შეიძლება ერთმანეთი მოსწყინდეთ. ორივე ინტელექტუალური ნიშანია, ორივეს მოსწონს მსჯელობა, საუბარი, ტვინის სტიმულაცია… თუმცა სასწორს კამათი უყვარს, არგუმენტებით, დასაბუთებული… მერწყულს კი ამაზე დროის ხარჯვა უაზრობად მიაჩნია ცხოვრებაში იმდენი საინტერესო რამ ხდება… თუკი კამათი დიდხანს გაგრძელდა, ლინდა გუდმენის სიტყვებით რომ ვთქვათ უკანასკნელ არგუმენტს გამოიყენებს – თავის ქუდს, რომელსაც დაიხურავს და წავა, რითაც უდიდეს დარტყმას მიაყენებს სასწორს. თუმცა ძირითად შემთხვევაში ისინი დაზავებას ახერხებენ. რაც შეეხება განსხვავებებს – მერწყულის უცნაურობები საზოგადოებრივ წესრიგს მორგებულ სასწორს საოცრად აფრთხობს, მერწყული კი სასწორის დახვეწილი მანერებით დიდად აღფრთოვანებული არ არის. მათ თვითგამოხატვის სრულიად სხვადასხვა საშუალება აქვთ. თუმცა ამ კუთხითაც ბევრ რამეს ასწავლიან ერთურთს. მოკლედ, თუკი მერწყული შეეცდება ნაკლებად ექსცენტრიკული იყოს და სასწორიც ცოტათი ნაკლებს ინერვიულებს იმაზე, თუ რას იტყვიან და რას იფიქრებენ სხვები… ყველაფერი კარგად იქნება. თევზები და სასწორი ვერ ვიტყოდით, რომ ისინი გვანან ერთმანეთს პიროვნულ დონეზე, მეტიც იმდენად განსხვავებულები არიან, რომ შეიძლება სწორედ ამ განსხვავებამ დააინტრიგოს კიდეც. თუკი ქიმია გაჩნდა, ნამდვილი რომანტიკული სიყვარული იბადება, რადგან სასწორიც და თევზებიც ძალიან იდეალისტურად უყურებს სიყვარულს. თქვენ იცით, რომ ამ ნიშნების მმართველი პლანეტები ვენერა და ნეპტუნი სიყვარულის პლანეტებია… ნეპტუნი ვენერას უფრო მაღალი ოქტავაა – უმაღლესი სიყვარული, სიყვარულისთვის თავგანწირვა – ამ ორ ნიშანს შეუძლია მთლიანად მიუძღვნას ერთმანეთს საკუთარი თავი და თანაც ბევრი რამ ასწავლონ ერთმანეთს – მაგალითად, სასწორი ხშირად გაუკვლევს გზას ფანტაზიებში დაკარგულ თევზებს, თევზები კი თავის მხრივ ესთეტ სასწორს სიყვარულში და თანაგრძნობაში სილამაზის დანახვას ასწავლის. გარდა ამისა, სასწორი უფრო მეტად ლოგიკასაა მინდობილი, გონებას ენდობა, თევზების ძლიერი მხარე კი ინტუიციაა, იგი გულით აზროვნებს… ახლა წარმოიდგინეთ, რა შესანიშნავად შეავსებენ ერთმანეთს, თუკი ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერებასა და დაბალანსებას მოახერხებენ. დოჩი გოგო ასევე ნახეთ:როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოსროგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძსროგორ ეთავსება კირჩხიბი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვისთან ქმნის ის ჰარმონიულ წყვილს და ვის უნდა ერიდოსროგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ებიზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ებიროგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ებიროგორ ეთავსება ლომი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და რა უნდა გაითვალისწინოს მან2312 შეფასება არ არის
|