x
ენობრივი ნიშნის ბუნება
image
ენობრივი ნიშნის ბუნება

ნიშანი, აღსანიშნი, აღმნიშვნელი

ბევრის აზრით, ენის კლასი წარმოადგენს ნომენკლატურას. იგი ვარაუდობს, რომ არსებობს მზამზარეული ცნებები, რომელბიც წინ უსწრებს სიტყვებს და არაფერს გვამცნობს იმის შესახებ სიტყვა ბგერითი ბუნებისაა თუ ფსიქიკურის, რადგან „ხე“ ორივე თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ. ასევე, გულისხმობს რომ სახელსა და საგანს შორის კავშირი მარტივი რამაა. რაც ჭეშმარიტების ფარგლებს სცილდება, ის ასეთი გამარტივებით გვაჩვენებს, რომ ენობრივი ერთეული ორმაგი ბუნებისაა.

ენობრივი ნიშანი ერთამნეთთან აკავშრებს ცნებასა და აკუსტიკურ ხატს და არა საგანსა და სახელს, რომელიც ბგერის ფიზიკური ანაბეჭდია და ჩვენივე შეგრძნებებით მიღებული შთაბეჭდილებაა. ჩვენი აკუსტიკური ხატების ფისქიკური ბუნება კარგად ჩანს ჩვენივე მეტყველების დაკვირვებით. ჩვენ შეგვიძლია წარმოვთქვათ ლექსი ან ვისაუბროთ საკუთარ თავთან ენისა და ბაგებიის მოძრაობის გარეშე და რადგანაც ჩვენთვის სიტყვები არის აკუსტიკური ხატები არ უნდა ვილაპარაკოთ მათ შემადგენელ „ფონემებზე“.


აქედან გამომიდნარე ენობრივი ნიშანი წარმოადგენს ორმხრივ ფსიქიკურ რაობას.

ნიშანს ჩვენ ვუწოდებთ აკუსტიკური ხატისა და ცნების შეერთებას, თუმცა ჩვეულებრივ ხმარებაში ის აკუსტიკურ ხატს აღნიშნავს. ხოლო ნიშნის გრძნობადი მხარე კი გულისმობს ნიშანს როგორ მთელს .

ორაზროვნება გაქრება თუ კი ნიშანს, აკუსტიკურ ხატსა და ცნებას ისეთ სახელებს დავარქმევთ, რომლებიც ერთმანეთში გულისხმობენ და თან ურთიერთდაპირისპირებულნი არიან. ცნება-აღსანიშნი, აკუსტიკური ხატი- აღმნიშვნელი, ნიშანი არ შეიცვლება.

პირველადი პრინციპი. ნიშნის პირობითობა

აღმნიშველსა და აღსანიშნს შორის კავშირი პირობითია, რადგან ნიშანი არ გვესმის როგორც აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ასოციაციურად წარმოქმნილი მთლიანობა.

პირობითი ნიშნები სხვებზე უკეთ გადმოსცემენ სემიოლოგოურ იდეას, ამიტომაც არის ენა ყველაზ რთული, ყველაზე გავრცებული და ნიშანდობლივი სისტემათა შორის. ამ აზრით, შეიძლება ენა გამოდგეს სემიოლოგიის მოდელად.

აღმნიშველის გადმოსაცემად შესაძლებელია გამოვიყენოთ სიტყვა „სიმბოლ ო“, თუმცა ის ბოლომდე პირობითი არაა, რადგან ის მიუთითებს რაღაც კავშირზე აღსანიშნსა და აღმნიშველს შორის. პირობითობა არ უნდა გავიგოთ რომ, თითქოს, ინდივიდი თავისუფალ არჩევანზე იყო დამოკიდებულო აღმნიშველი.

აღმნიშვნელი არ არის მოტივირებული, თუმცა არსებობს ამის კონტრაგუმენტებიც.

  • ხმაბაძვითი სიტყვები - თუმცა ისინი მუდამ არ წამოადგენენ ენებრივი სისტმების ორგნაულ ელემნეტებს, მისი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. მაგალითად: glas - ზარის რეკვა, თუმცა ეს ჭეშმარიტი ხმაბაძვითი სიტყვები არ არის. ჭეშმარიტი ხმაბაძვითი სიტყვები არა მარტო მცირე რაოდენობის არიან, არამედ ნახევარპირობითობის იმიტაციით წარმოგვიდგებიან და მეტ-ნაკლებად განიცდიან ფონეტიკურ, მოროფლოგიურ და ა.შ ევოლუციას. მათ არამოტივირებული ენობრივი ნიშნის ფუნქცია შეიძინეს.
  • შორისდებულები - თითქოს თვით ბუნების მიერ არიან ნაკარნახევი, მაგრამ უმრავლებისათვის შეიძლება უგულებელვყოთ აუცილებელი კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშველს შორის. საკმარისია შევადაროთ და დავინხავთ თუ რაოდენ სხვაობენ ისინი სხვადასხვა ენებში, ასევე ბევრი მათგანი დამოუკიდებელი სიტყვისგან მომდინარეობს.
  • ამრიგად, ხმაბაძვით სიტყვებსა და შორისდებულებს მეორეხარისხოვავანი მნიშველობა გააჩნია ამიტომ მათი სიმბოლური წარმოშობა სადაოა.

  • მეორე პრინციპი. აღმნიშვნელის ხაზოვანი ბუნება.
  • აღმნიშვენელი სმენით აღიქმება, და ის ა) განფენადია სივრცეში ბ) განფენადობას აქვს ხაზოვანი განზომილება. სმენით აღმნიშველებს მხოლოდ დროითი ხაზი აქვთ, მათი ელემენტები ერთმანეთს მისდევენ და ქმნიანი ჯაჭვს, წერის დროს კი დროში თანმიმდევრობა გრაფიკული გამოსახულებებით შეივსება.

    II თავი

    ნიშნის უცვლელობა და ცვალებადობა

    ნიშნის უცვლელობა.

    ცალკეულ ინდივიდს არ შეუძლია თვითნებურად შეცვალოს ენობრივი ნიშანი, არც კოლექტივს არ აქვს უფლება ოდნავ მაინც შეცვალოს ენაში არსებული ნიშნები. იგი იღებს ენას ისეთს როგორიც არის. ენა აშკარა მაგალითია იმისა, რომ საზოგადოებაში მიღებულ კანონს კი არ ირჩევენ, არამედ ემორჩილებიან მას.

    ნებისმიერ ეპოქაში ენა მუდამ წარსულის მემკვიდრედ გვევლინება. ოდესღაც საგნებს სახელები დაერქვა, ესეიგი მოხდა შეთანხმება გარკვეულ ცნებას გარკვეული აკუსტიკური გამოხატულებები მინიჭებოდა. ენის ნებისმიერი მოცემული მდგომარება ისტორიული ფაქტორების პროდუქტია და ეს ფაქტორები ხსნიან ნიშნის უცველობას. მნიშვნელოვანია ის თუ რატომ დომინირებს ენაში მემკვიდრეობის ისტორიული ფაქტორი და გამორიცხავს სხვა ფაქტორებს.

    მოალაპრაკე ინდივიდები არ აცნობიერებენ ენის კანონებს, რადგან არ აცნობიერებ მის შეცვალს როგორღა შეძლებენ?

    უპირატესობას ვანიჭებთ შემდეგ მოსაზრებებს. 1. ნიშნის პირობითი ბუნება - თვით ნიშნის პირობითობა იცავს ენას შეგნებულად შეცვლის ყოველგვარი მცდელობისაგან. შეიძლება განვილიხილოთ სიმბოლოთა სისტემა, რადგან ის რაციონალურად უკავშირდება საგანს, მაგრამ ანას, პირობით ნიშანთა სისტემის მსჯელობის ამგვარ საფუძველს მოკლებულია. არანაირი საფუძველი არ არსებობს sister -ს baeuf ამჯობინოთ.

    ენისათვსი აუცილებელ ნიშანთა სიმრალვე- ენაის შემადგენელი ელემენტების რიცხვი შეზღუდლი რომ ყოფილიყო მისი შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ენის ნიშანათან რიცხვი უსასრულოა.

    სისტემის რთული ხასიათი. ენა არის სისტემა. ამ მხრივ იგი პირობითი არა და უფრო გონივრულია, სწორედ ამაში ვლინდება მოლაპარაკეთა უძლურობა შეცვალონ იგი. ენა რთული მექანიზმია და მას მხოლოდ საგანგებო განსჯით თუ ჩავწდებით, მისი შეცვალ მხოლოდ გრამატიკოსებს, ლოგიკოსების ჩარევით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს დღემდე არავის განუხორციელებია.

    კოლექტიური ჩამორჩენილობის წინააღმდეგობა ნესბისმიერი ენობრივი სიახლისადმი. ენა არის კოლექტივში გავრეცებული და მას მისი ყველა წევრი ყოველდღიურად იყენებს და ამიტომ იგი ყველას გავლენას განიცდის.

    ენა არა მხოლოდ კოლექტივის უმოქმედო მასასთნ არის დაკავშირებული, არამედ ის დროსაც უკავშირდება. ეს ორი ფაქტორი განუყოფელია. წართულთან კავშირი აბრკოლებს ენის თავისფულებას. ვამბობთ „ძაღლი“, რადგანაც წარსულშიც ასე ამბობდნენ. რადგან ნიშნის ბუნება პირობითია ის არ ცნპბს არც ერთ ფაქტროს გარდა წარსულისა და პირიქით.

  • 2. ნიშნის ცვალებადობა
  • დრო რომელიც ენის უცვლადობას განაპირობებს, შესაძლებელია დროის თვალსაზრისით ენის ცვალებადობაზეც ვილაპარაკოთ.

    ცვალებადობის პრინციპი უწყვეტობის პრინციპს ემყარება. ენობრივი ნიშანი შეიძლება იცველობდეს, რადგან მისი არსებობა უწყვეტია. ყველა ცვილელბის შემთხვევაში არსებითი მომენტია წინანდელი მასალის მდგრადობა. როგრიც არ უნდა იყოს ცვალებადობის ფაქტორები, იმოქმდებენ ისინი ცალ-ცალკე თუ ერთობლოვად მათ აუციბელად მოჰყვება მიმართების გადაწევა აღსანიშნა და აღმნიშველს შორის. მაგალითად: ლათინური - necare, რომელიც ნიშნავდა მოკვლას, ფრანგულში მოგვცა - noyer, რომელიც ნიშნავს წყალში დახრჩობას. შეიცვალა აკუსტიკური ხატიც და ცნებაც. ცნების კავშირი ნიშანთან შესუსტა და მოგვცა მიმართების გადაწევა.

    ენას არ შეუძია თავი დაიცვა ამ მოვლენისაგან. ეს ნიშნის პირობითობისგან გამომდინარე ერთ-ერთი შედეგია.რადგან ნიშანთა სისტემა არის პირობითი, ნიშანში გაერთიანებული ორივე ელემენტი უაღრესად განცა;კევებით არსებობს და ენა ევოლიციას განიცდის, იმ ძალის გვალენით, რომელსაც შეუძლია გვალენა მოახდინოს ბგერებსა და მნიშვნელობებზე. ევოლუცია გარდაუვალია და მისგან არც ერთი ენა არაა დაზღვეული.

    ნიშნის უწყვეტობა დროში, დაკავშირებული დროის ცვალებდობასთან სემიოლოგიის პრინციპს წარმოადგენს. შეიძლება დავასაბუთოთ ყრუ-მუნჯთა ენით და სხვა.

    შევაჯამოთ:

    ავარიდეთ თავი სიტყვათა უნაყოფო დეფინიციებს ისეთი ზოგადი მოვლენის შიგნით, როგორიცაა სამეტყველო ქმედება. გამოვყავით ორი ფაქტოორი: ენა და მეტყველება. ენა არის სამეტყველო ქმედება მინუს მეტყველება. ის წარმოადგენს იმ ჩვევების ერთობლიობას, რომელიც ადამინს აძლევს საშუალებას გაუგოს და გააგებინოს სხვას.

    ენა რომ არსებობდენს უნდა არსებოდეს კოლექტივი. მისი არსებობა საზოგადოების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ის სემიოლოგიური მოვლენაა. .

    დროის გარეშე ენობრივი რეალობა არასრულია და მის შესახებ არავითარი დასვკვის გამოტანა არ შეიძლება. თუ ენას განვიხილავთ დროში, კოლექტივისგანა დამოუკიდებლად, შესაძლოა მასში ვერავითარი ცვლილება ვერ აღმოგვეჩინა. ამიტომ ენობრივი რელობისათის ოირვე ფაქტორის მთლიანობა მთავარია.

    ენა კარგავს თავისუფლებას, რადგან დრო აძლევს საშუალებას სოციალურ ძალებს გავლენა მოახდინოს მასზე. ასე მივდივართ უწყვეტობის პრინციპადე, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწევესბ აღსანიშნა და აღმნიშველს შორის.


    III თავი

    სტატიკური ლინგვისტიკა და ევოლიციური ლინგვისტიკა

    შინაგანი ორმაგობა ყველა მეცნიერებისა, რომლებიც ღირებულების ცნებით ოპერირებენ

    ენათმეცნიერებაში დროის ფაქტორის გამოჩენამ შესაძლებელია განსაკუთრებული სირთულეები შექმნას და ორი გზის გასაყართან დააყენოს იგი. მეცნიერებათა უმრავლესობისათვის უცხოა ეს რადიკალური ორმაგობა და ხშირ შემთხვევაში, დროის ფაქტორი არ ახდენს არსებით გავლენას.


    IV თავი

    ლინგვისტური ღირებულება

    1 ენა როგორც ბგერით მატერიაში ორგანიზებული აზრი

    იმის დასარწმუნებლად, რომ ენა წმინდა ღირებულებათა სისტემა ამისათვის უნდა განვიხილოთ ურთიერთდაკავშირებული 2 ელემნეტი: ცნებები და ბგერები.

    ფსიქოლოგიური თვალსაზრისთ, აზროვნება წარმოადგენს ამორფულ და დაუნაწევრებელ მასას. აზრი ჰგავს ბურუსს, რომელშიც არაფერია მკაფიოდ გამინჯნული, არ ჰგავს წინასწარ დადგენლი იდეებიი, ისევე როგორც არაფერია ენის განსაზღვრული ენის გამოჩენამდე.

    ბგერითი სუბსატნცია არც უფრო განსაზღვრულია და არც უფრო მყარი, ვიდრე აზრი. იგი წარმოდგენს პასტიკუ მასას, რომელიც იყოფა ნაწილებად, რათა აზრისთვის აუცილებელ ელემენტებად მოგვევლინოს.

    ამრიგად, ენა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ერთმანეთის მომდევნო სეგმენტებისა, რომელიც განხორციელებულია ერთდროულად, როგორც ბუნდვანი ცნებების განუსაზღვრელ პლანში, ისე - იმდენადვე განუსაზღვრელ პლანში ბგერადობისა.

    ენის სპეციფიური როლი აზროვნებასთან იმაში მდგომარეობს, რომ იყოს მაშუალებელი რგოლი აზრსა და ბგერას შორის, თანაც ისე რომ მათი კავშირი მიჰყავდეს უერთიერთდანაწევრებამდე. ენას შეიძლება დანაწევრებათა სფეროც ვუწოდოთ, რაც გულისხმობს, რომ ყოველი ელემენტი წარმოადგენს პატარა ნაწილს, რომელშიც აზრი განმტკიცებულია ბგერით, ხოლო ბგერა ცნების ნიშნად იქცევა.

    ენათმეცნიერება მოქმედებს სასაზღვრო სფეროში, სადაც ორივე რიგის ელემენტთა შეხამებაა და რომელიც ქმნის ფორმას და არა სუბსტანციას. ნიშანში ღირებულებები ფარდოითნი არიან, რის გამოც, კავშირი ცნებასა და ბგერას შორის აბსოლუტურად პირობითია. ღირებულებათა დასადგენაც აუცილებელი კოლექტივის არსებობა. ღირებულება კი გამართლებულია მხოლოდ ჩვევითა და საერთო შეთანხმებით . ცალკე პიროვენებას არავითარი ღირებულების შექმნა არ შეუძლია.

    2 ენორბივი ღირებულება განხილული კონცეპტუალური მხრიდან

    ღირებულება განხილული კონცეპტუალურ ასპექტში, უთუოდ არის მნიშვნელობის ელემენტი და რთულია იმის გარკვევა თუ რით განსხვავდება ის ღირებულებისგან, როცა მასზე არის დამოკიდებული. მნიშვნელობას წარმოადგენს ის რაც აკუსტიკური ხატის საპირისპიროა.

    საკითხის პარადოქსულობა შემდეგნაირია: ერთი მხრივ, ცნება გვევლინება როგორც აკუსტიკური ხატის შესატყვისი ამ ნიშნის შიგნით, მეორე მხრივ, ორი შემადგენელი ნაწილის დამაკავშირებელი მითითება, თავის მხრივ, იმყოფება შესატყვისობაში ენის სხვა ნიშანთან.

    ენა არის სისტემა, რომლის შემადგენელი ელემენტები ქმნიან მთლიანობას, რომელშიც ყველა ელემენტების ღირებულება განპირობეულია მხოლოდ სხვა ელემენტთა თანაარსებობით.

    ღირებულებები მუდამ წარმოიქმენბიან:

    არამსგავსი საგნისაგან, რომელიც შეიძება მუდამ გადაიცვალოს იმაზე, რისი ღირებულებაც განსაზღვრულია

    მსგავსი საგნებისგან, რომლებიც შეიძლება შევადაროთ იმას, რის ღირებულებაზეც არის საუბარი.

    ღირებულების არსებობისათვის აუცილებელია ამ ორი ფაქტორის არსებობა. რომ განვსაზღროთ ხუთფრანკიანი მონეტის ღირებულება უნდა გავითვალსიწინოთ შემდეგი 1. რომ იგი შეიძლება გადაიცვალოს გარკვეული რაოდენების სხვა რამეზე 2. რომ იგი შეიძლება შევადაროთ იმავე სისტმების მსგავს ღირებულებას. ასევე სიტყვა მისგან განსხვავებულ რამეზე შეიძება გადაიცვალოს. მეორე მხრივ, იგი შეიძლება შევადაროთ მსგავსი ბუნების რამეს. ღირებულების გასასაღვრად მნიშვნელოვანის ის, რომ ვიცით, რომ მას ააქვს მნიშველობა და ასევე უნდა შევადაროთ მსგავსი ღირებულების მქონე სიტყვებს, რომლებიც შეიძება დავუპისპიროთ მას.

    ნებისმირი სიტყვის ღირებულება განისაზღვრება ყოველივე იმით რითაც ის გარემოცულია. ისეთი სიტყვის ღირებულების დადგენა, როგორიცაა soleil-მზე მხოლოდ მაშინ არის შესაძებელი თუ მხედველობაში მივიღებთ ყველაფერს, რაც ამ სიტყვასთან კავშირშია. არის ენები, რომელებშიც უაზროა გამონათქვამები.

    სიტყვები წინაწარ მოცემულ ცნებებს რომ გამოხატანვდნენ, მაშინ ყოველ მათგანს ექნებოდა ზუსტი აზრობრივი შესატყვისი სხვა ენაში, მაგრმა ასე არაა.

    განსაკუთრებით მაგალითს იძლევა ფლექსია. ზოგი ენისთვის დროთა მიხედვით განსხვავება უცხოა. ემბრაული ენა წარსულსა და მომავლასაც არ განასახვავებს.

    როცა ვამბობთ რომ სიტყვა რაღაცას ნიშნავს ვემყარებით აკუსტიკური ხატის ცნებასთან კავშირს, ამით ვამტკიცებთ იმას რაც შეიძლება გარკვეული დოზით იყოს სწრორი და ნაწილიბრივ შეგვიქმნის აზრს სინამდვილეზე.


    3 ლინგვისტური ღირებულება განხილული მატერიალურიმხრიდან.

    სიტყვაში არსებითია ფონეტიკური განსხვავებანი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მოცემული სიტყვა განვსხვაოთ სხვა სიტყვისაგან, რადგან სწორედ ეს განსხვავებებია მნიშვნელობის მატარებელი.

    არ არსებობს ბგერითი ხატი, რომელიც სხვაზე უკეთ შეესატყვისება იმას რომელიც მან უნდა გამოხატოს. საბოლოდ, ნებისმერი ენეობრივი მონაკვეთი შეიძება ემყარებოდეს მხოლოდ საკუთარ დაუმთხვევლობას სხვებთან. ნებისმიერობა და დიფერენციულობა ორი კორელაციური ნიშანია.

    შეუძლებელია, რომ მატერიალი ელემენტი - ბგერა - თავისთავად ენას ეკუთვნდეს. იგი ენისთვის მეორადია. გამოყენებული მასალად. ყველა პირობით ღირებულებას ახასიათებს რომ არ აირიოს აღქმად ელემნტებში. აღმნიშნველი თავისი არსით სულაც არ არის ბგერადი. იგი იქმნება იმ განსხვავებისგან რომლებიც მიჯნავენ მის აკუსტიკურ ხატს ყველა სხვა აკუსტიკური ხატისგან. ეს პრინციპი ახასიათებს ენის ყველა მატერიალურ ელემენტს ფონემების ჩათვლით. ფონები ურთიერთდაპირისპირებადი, მიმართებითი და უარყოფითი არსებებია. ამის დამადასტურებელია მოლაპარაკე ინდივიდის თავისუფლება ბგერის წარმოთქმისას, თუკი დაცული იქნება ის საზღვრები, რომლებითაც მოცემული ენა ემიჯნება სხვა ბგერებს.

    ასეთივე ვითარება შეიმჩნევა დამწერლობაშიც.

    დამწერლობის ნიშნებს თავისუფლება ახასიათებს.

    ასოების ღირებულება ნეგატიური და დიფერნეციალუირა.

    ღირებულებებს დამწერლობის სისიტემაში ძალა აქვთ მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს უპირისპირდებინა გასაზღვრული სისიტემები ფარგლებში, რომელიც შედგება ასოთა განსაზღვრული რაოდენობისაგან. რამდენადაც გრაფიკული ნიშანი თავისუფალია მის ფორმას არსებითი მნიშველობა არ აქვს სისტემის მიერ დადგენილ საზღვრებსი.

    არავითარი მნიშველობა არ აქვს ნიშნის დასაწერად გამოყენბულ საშუალებას, რადგან იგი სისიტემას არ ეხება.


    4 ნიშანი განხიული მთლიანობაში.

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ენაში არაფერია განსხვავებების გარდა. ენაში გვაქვს მხოლოდ განსხავავებები ცალკეულ პოზიტიურთა წევრების გარეშე. ნიშანში მოცემული ბგერითი მასალა და ცნება ნაკლებმნიშველოვანია, ვიდრე ის რაც მაქთ ირგვლივ სსხვა ნიშნებშია მოცემული.

    ენაში ყველაფერი სამართლიანი და უარყოფითია თუ განვიხილავთ აღსანიშნა და აღმნიშველს ცალ-ცალკე. თუ ნიშანს მთლიანობაში განვიხილავთ აუცილებლად რაღაც პოზიტიურის წინაშე აღმოვჩნდებით. ცალკე აღებული აღსანიშნი და აღმნიშვნელი დიფერენციაულური და ნეგატიური ღირებეულებებია, მათი კავშირი პოზიტიური ფაქტია. იგი ენაში არსებული ფაქტების ერთადერთი სახეობაა, რადგან ენობრივი მექანიზმის ძირითად თვისებას ამ ორ სახეობას შორის პარალელიზმის არსებობაბ წარმოადგნეს.

    ამ თვალსაზრისით მნიშველოვანია დიაქრონიული ფაქტი. ეს ის შემთხვევა როდესაც აღმნიშველი იწვევს ცნების ცვლილებას, საიდან ჩანს, რომ ძირითადად განსხვავებუკ ცნებათა ჯამი განმასხვავებელ ნიშანთა ჯამს შეესაბამება. როცაფონეტიკური ცვლილებების შედეგად ხდება ორი ცნების აღრევა, თუ არსებული მონაცმეები ხელს შეუწყობს ცნებაც ავლენს ტენდენციას აღრევისაკნე. თუ ცალკეული სიტყვა დიფერენციაციას განიცდის - ასეთ შემტხვევაში წარმოქმნილ განსხვავებას ექნება ტენდეცნია გახდეს ღირებული. აზრობნების მიერ შემჩნეული კონცეპტუალი განსხავება ცდილობს სხვადასხვა აღმნიშველში გამოვლინდეს, ხოლო 2 ცნებას, რ ომესლაც გონება ვერ ასხვავებსერთ აღმნიშველშ გაერთაინებისკანე მიისწრაფის.

    ერთეულის მიმართ დიფრენციაციის პრინციპი შემდეგია: ერთეულის ნიშან- თვისებები თვით ერთეულს შეერწყმის. ენაში ნიშანი შედგება იმისგანა რაც მას სხვა ნიშნისაგან განასხვავებს. განსხვავება ქმნის განმსახვავებელ თვისებას, ღირებულებასა და ერთეულსაც.

    გრამატიკული მოვლენა სააბოოლოოდ ერთეულის განსზღვრას შეესაბამება, რადგან იგი ყოევლთვსი სისიტემის წევრთა დაპირისპირებას გამოხატავს. ენის სისტემაში რთული ელემენეტები მონაწილეობენ. მასში არსებულ დაპირპირებათა შორის ზოგი უფრო მნიშველოვანია, ვიდრე სხვა, მაგრამ „ერთეული: და „გრამტიკული მოვლენა“ სხვადასხვა სახელწოდებებია. აღმნიშნელი ერთ და იმავე მოვლენის სხვადასხვა ასპექტისა - კერძოდ ენობრივ დაპირისპირებათა მოქმედებისა. ეს იმდენად ჭეშმარტია, რომ ერთეულის პრობლემის შესწავალა შესაძლოა გრამატუკული ფაქტების შესწავალით დაგგვეწყო.

    ებობრივი სისტემა გასნახვევბის გარდა სხვა რამით რო შედგებოდეს გრამატიკული მოვლენა და ერთეული ერთამენთს ვერ დაფარვდა. ენა არის ფორმა და არა სუბსტანცია. საჭიროა ეს ჭეშმარიტება კარგად წამროვიდგინოთ რადგან ტერმინოლოგიის ყველა ცთომილება, ენობრივი მომენტის ყველა არასრული დახასიათება იმ უნებლიე დაშვებიდან მომდინარეობს, რომ ენორბივ მოვლენაში რაღაც სუბსატნცია უნდა არსებობდეს.

    ქრისტინე უგლავა

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, VII სემესტრი

    0
    426
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
    ქრისტინა-ქრისტინა
    426
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0