შოუბიზნესი ამერიკელ მომღერალს მიაჩნია,რომ ერთდროულად ქალიცაა და კაციც 2020, 13 იანვარი, 11:38 ![]() ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, 34 წლის ჟანელ მონემ ტვიტერზე კამინგ-აუტი შეასრულა, რითაც მიიჩნევს, რომ იგი ერთდროულად ქალიცაა და კაციც. ![]() მონემ გააზიარა ანიმაციური ფილმის "სტივენის სამყაროს"გიფი, სადაც პერსონაჟი სტივენი კითხვაზე: "შენ ბიჭი ხარ თუ გოგო?" – პასუხობს: "მე ვარ გადატანილი", ამასთანავე, მომღერალმა მონიშნა ჰეშთეგი #IAmNonbinary, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერმა ორგანიზაცია GLAAD-მა გაუშვა. 2018 წელს მონემ განაცხადა, რომ ადრე მიაჩნდა, ბისექსუალი იყო, ახლა კი მიიჩნევს, რომ პანსექსუალია(სქესობრივი ლტოლვა პირებისადმი, ბიოლოგიური სქესის და გენდერული იდენტობის მიუხედავად) ![]() ჟანელ მონეს დისკოგრაფია სამ სტუდიურ ალბომს ითვლის სოულის, ფანკის და ჰიპ-ჰოპის ნაზავით. იგი ექს-პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალია. იგი 6-ჯერ იყო "გრემის" ნომინანტი. ამის გარდა, თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა:"მთვარის შუქი" და "მარვენის საოცარი სამყარო", აგრეთვე თამაშობდა სერიალებშიც, მათ შორის, "ვარსკვლავთა კარიბჭე – სამყარო". 795 2-ს მოსწონს
|