ქალი და მამაკაცი ქალის 10 თვისება, რაც მამაკაცს მაგნიტივით იზიდავს 2020, 28 იანვარი, 13:13 როგორც აღმოჩნდა, ქალის გარეგნობა სუბიექტურად აღიქმება: ზოგ მამაკაცს ფორმიანი ქალები მოსწონს, ზოგი გამხდარს ამჯობინებს, სხვებს ფორმა საერთოდ არ აინტერესებთ და ყურადღებას სხვა რამეს აქცევენ. თუმცა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალის გარეგნობაში არსებობს დეტალები, რასაც ყველა კაცი ქვეცნობიერად მაშინვე ამჩნევს.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მეცნიერების მიერ არაერთი კვლევა ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ცდებში მონაწილეობა ათასზე მეტმა კაცმა და ქალმა მიიღო. სტატიაში შევაჯამებთ მეცნიერების მიერ გამოკვლეულ ინფორმაციას და გაგაცნობთ ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებს, რაც მამაკაცს იზიდავს ქალში. 1. ხმა და საუბრის მანერამეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაცებს "ქალური" ხმის მქონე ქალები მოსწონთ. ამის ნათელი მაგალითი მერილინ მონროა, რომელსაც იდეალური ხმა ჰქონდა. ნაკლებად მიმზიდველი ხმის მქონეების მაგალითებად კი კიმ კარდაშიანი და ელენ ფეიჯი გამოდგებიან.მაღალი ტონის ქალური ხმები ახალგაზრდობასთან ასოცირდება, რაც, თავის მხრივ, ქალის მიმზიდველობას უსვამს ხაზს. ასაკში შესულ ქალებს ხშირად წრიპინა ხმა აქვთ. სხვა კვლევის მიხედვით, კაცები ამჯობინებენ ქალებს, რომლებსაც მათთან მიახლოებული საუბრის მანერა აქვთ. ამაში სიტყვების გამოთქმა, საუბრის დროს პაუზები და ასეთი დეტალები იგულისხმება. 2. სიმაღლეალბათ, ყველამ იცის, რომ უმეტეს შემთხვევაში კაცებს მათზე დაბალი ქალები უფრო მოსწონთ. სიმაღლეში სხვაობა შეიძლება 17-20 სმ-ზე ნაკლები იყოს.თუმცა, ბევრი კაცია, რომელთა სიმაღლე კაცების საშუალო სიმაღლეზე მცირეა. ასე რომ, მაშინ როცა მაღალი კაცები ცდილობენ, დაბალი ქალები იპოვონ, დაბალი კაცები მათივე სიმაღლის მქონე ქალებს ეძებენ. 3. ასაკიხშირად გვხვდებიან წყვილები, რომელთაგან კაცი ქალზე უფროსია. ეს საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. თუმცა, არსებობენ ბედნიერი წყვილებიც, რომელთაგან ქალი კაცზე უფროსია.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაცები 20 წლამდე და 30 წლის შემდეგ ყველაზე სექსუალურ პარტნიორებად 24-25 წლის გოგონებს მიიჩნევენ. სწორედ ამიტომაა, რომ ქალები ხშირად ამ ასაკში ხდებიან დედები. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ფიქრობენ თუ არა პარტნიორები შვილებზე, მთავარი ევოლუციაა. კაცებს, რომლებსაც 24-26 წლის პარტნიორთან ჰქონიათ სექსუალური კავშირი, მეტი შვილები ჰყავთ, ვიდრე სხვებს. კაცების ქცევა, რომლებიც 30 წელზე მეტის არიან და უფროსი ქალები იზიდავთ, ამ თეორიით ვერ აიხსნება. ალბათ, ამ შემთხვევაში მეტად უნდა ჩავიხედოთ ფსიქოლოგიურ მიზეზებსა და მოტივებში. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ კაცები ქალებს მიმზიდველობის მხოლოდ ერთი კრიტერიუმით არ ირჩევენ. იხილეთ სტატია: რატომ იზიდავთ მამაკაცებს უფროს ქალებთან ურთიერთობა. იხილეთ სტატია: რატომ იზიდავთ ქალებს უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა. 4. თვალის ფერიტრომსოს (ნორვეგია) უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცისფერთვალება კაცებს ცისფერთვალება ქალები მოსწონთ. მკვლევრების მიხედვით, მომავალი შვილის თვალის ფერი განსაზღვრავს, რამდენად სწორია პარტნიორის არჩევის გადაწყვეტილება.ყავისფერ და მწვანეთვალება კაცებს ნაკლებად მოსწონთ ცისფერთვალება ქალები. რა თქმა უნდა, ცისფერთვალება პარტნიორების უპირატესობები გასაგებია, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ ცოლსაც და ქმარსაც ცისფერი თვალები აქვთ, შეიძლება მათ შვილს ყავისფერი თვალები ჰქონდეს. 5. მაკიაჟი2014 წლის კვლევის მიხედვით, მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც ზომიერ მაკიაჟს ატარებენ. უცნაურია, რომ ქალები საპირისპიროს ფიქრობენ. მათი აზრით, მამრობით სქესს მკვეთრი მაკიაჟი მოსწონთ, ამიტომაც ხშირად იკეთებენ მას.ასე რომ, მძიმე მაკიაჟის მქონე ქალმა შეიძლება კაცი განიზიდოს, მიზიდვის მაგივრად. არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ და დაფიქრებით შეარჩიეთ მაკიაჟი. 6. წელიდოქტორ ქერი ფიცჯერალდიმ, სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, კოლეგებთან ერთად კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ კაცები იმ ქალების შესახებ უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას, ვისაც "იდეალური" წელი აქვთ. ასეთი ქალები ყველაზე მიმზიდველებად მიიჩნევიან.სპეციალისტების აზრით, მოდელებს - ქეით მოსს და კელი ბრუკს და მსახიობებს, მერილინ მონროს და ჯესიკა ალბას იდეალური წელი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფორმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. 7. რკალი თვალის გუგის გარშემოშეიძლება თვალის ფერის ასპექტი ცოტათი ბუნდოვანი იყოს, მაგრამ გუგის გარშემო რკალი დანამდვილებით მიიჩნევა მიმზიდველად.მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სქელი რკალი თვალის ირისის ირგვლივ მეტად იზიდავს კაცებს. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდა ქალებს უფრო ფართო რკალი აქვთ, მაგრამ ასაკში შესული ქალებიც, რომლებსაც იმავენაირი რკალი აქვთ გუგის გარშემო, ისევ იზიდავენ მამაკაცებს. 8. თმის ფერიფრანგმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. ისინი დააკვირდნენ, ღამის კლუბში რომელი ფერის თმის მქონე ქალებს იწვევდნენ საცეკვაოდ უფრო ხშირად: ქერას, ყავისფერთმიანს თუ წითურს.დასკვნის მიხედვით, ქერებს საცეკვაოდ ყველაზე ხშირად იწვევდნენ. მეორე ადგილი ყავისფერთმიანებმა დაიკავეს, წითურებს კი ბოლო ადგილი ერგოთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი თმის ფერის გამო არ მომხდარა. არამედ მნიშვნელობა იმას აქვს, რამდენად უხდება თმა კანის ფერს. წითურები ნაკლებად მიმზიდველები იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ მათი თმის ფერი კანის ფერისგან რადიკალურად განსხვავდება. 9. ფეხების სიგრძეკლინიკურმა ფსიქოლოგმა ლეონ ზელტერმა უამრავი კვლევა და ონლაინ-ფორუმები შეისწავლა, რათა დაედგინა, როგორი ფეხების სიგრძეა უფრო მიმზიდველი კაცებისთვის. მან დაასკვნა, რომ მამრობითი სქესი გრძელი ფეხების მქონე ქალს ამჯობინებს. ეს განაცხადი არ ეწინააღმდეგება იმ კაცების გემოვნებას, რომლებსაც დაბალი გოგონები მოსწონთ.სინამდვილეში, კაცებს იზიდავთ ქალის ფეხები, რომელიც ტანთან შედარებით გრძელია. ასე რომ, საჭირო არაა სუპერ გრძელი ფეხების ქონა მამრობითი სქესისთვის თავის მოსაწონებლად. მნიშვნელობა ფეხების მთლიან ტანთან კონტრასტს აქვს. 10. წელის მოხრილობაწელის მოხრილობა ქალის სილამაზის შესაფასებელი კიდევ ერთი კრიტერიუმია, რომელიც ევოლუციასთან ერთად კაცის ტვინში გაჩნდა. საშუალოდ, კუთხე ზურგსა და დუნდულებს შორის 45.5° უნდა იყოს. წელის ასეთი მოხრილობა კაცისთვის ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევა.ამ ყველაფერს საფუძვლად ის უდევს, რომ "სწორი წელის მოხრილობის" მქონე ქალებს ორსულობისას წარსულში (ისევე როგორც ახლა) ნაკლებად აწუხებდათ ზურგის ტკივილი, ვიდრე სხვა ქალებს. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ კაცები მხოლოდ გარეგნობას არ აქცევენ ყურადღებას, შინაგანი სილამაზეც ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ქალი განსაკუთრებულად ლამაზია თავისი უნიკალური თვისებებით. გარდა ამისა, კვლევებმაც დაადასტურა, რომ არსებობს ბევრი კაცი, ვინც ამ საკითხში უმრავლესობის აზრს არ იზიარებს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ ჩარჩოს გარეთ მოქმედების და ეცადეთ, თქვენი უპირატესობები ჭკვიანურად გამოიყენოთ. p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს 10 რამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს 2. 12 ნიშანი იმისა, რომ პარტნიორს გიჟურად უყვარხართ 3. ბოლოდროინდელი კვლევა: მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები არიან 4. 10 რომანტიკული ჟესტი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს 5. შესაძლებელია თუ არა, ვინმეს განზრახ შეაყვაროთ თავი? - მეცნიერება ამბობს, რომ კი 5375 2-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge