მიმოხილვა ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილების კრებული 2020, 18 თებერვალი, 17:29 ავტოინდუსტრიამ განვითარების პიკს მიაღწია, თუმცა შეჩერებას არ აპირებს. თითქმის ყოველ კვირას ახალი ავტომობილის გამოფენა მიმდინარეობს, რაც კონკურენციას უფრო აძლიერებს. დღეს კი მსოფლიოს ყველაზე იშვიათ და ამავდროულად ძვირადღირებულ ავტომობილებზე გვექნება საუბარი. თქვენი ფავორიტი რომელია??? 1. Ferrari 275 GTB/C Speciale by Scaglietti1964 წელს გამოშვებული ეს ავტომობილი 26.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასეთი ფერარი მთელ მსოფლიოში მხოლოდ 3 ცალია. Mercedes-Benz W196W196 გამოსვებულ იქნა 1954 წელს. ამ ავტომობილით მრბოლელმა ხუან მანუელ ფანგიომ 5 ჯერ მოიგო ფორმულა 1. გაიყიდა 29.6 მილიონ დოლარად. Rolls Royce SweptailRolls Royce Sweptail -ის მოდელმა საავტომობილო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებული დიზაინის და შიდა ატრიბუტების საშუალებით მილიონერებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი დოლარია. Aston Martin DBR11956-1958 წლებში ამ ბრენდის სულ 5 მოდელი გამოვიდა. პირველი იყო ზუსტად ფოტოზე ნაჩვენები DBR1, რომელიც 2017 წელს ღია აუქციონზე 22.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილი ასევე აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ინგლისური მოდელია. McLaren F1 LMMcLaren F1 LM -ის სულ 5 მოდელია გამოშვებული. მონტერეის აუქციონზე ავტომობილი 19.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. გამოშვების თარიღი 1994 წელია. Ferrari 275 GTB/4S Nart Spiderვაგრძელებთ ჩამონათვალს იმ ავტომობილებისა, რომლებიც განსაკუთრებული სტატუსი სარგებლობენ. შემდეგი უძვირფასესი მოდელი 1967 წლიანი Ferrari Nart Spider-ია, შეზღუდული რაოდენოებიდან გამომდინარე, დღესდღეობით მხოლოდ 10 პატენტია დარჩენილი. ავტომობილი 2013 წელს, პრესისთვის უცნობი პირის მიერ 27.5 მილიონ დოლარა იქნა შეძენილი. Jaguar D-Type1956 წელს გამოშვებული D-Type მოდელი აუქციონზე 10 მილიონ დოლარად იყიდება. Ferrari 290 MM1956 წელს გამოშვებულ იქნა მხოლოდ 4 მოდელი. ამ სპორტულ ავტომობილებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და საბოლოოდ ერთ-ერთი 2015 წელს აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა. Bugatti Divoჰიპერ ავტომობილი, რომელიც ბუგატიმ 2018 წელს აწარმოა, ჩვენს ძვირადღირებულებში ადგილს იკავებს. ავტომობილი მილანში აუქციონზე იყიდება, საწყისი ფასი 5 მილიონი ევროა. Lamborghini Venenoმოდელი ექსკლუზიურად ლამბორჯინის 50 წლისადმი მიძღვნილი საჩუქარია, თუმცა Veneno ესპანურად შხამს ნიშნავს. ამ მოდელს 100 კილომეტრის გავითარება 2.9 წამში შეუძლია. გამოშვებულ იქნა მხოლოდ 9 ცალი და აუქციონის საწყისი ფასი 8.8 მილიონი დოლარია. Ferrari 250 GTOეს ის ეპიკური ავტომობილია, რომელიც გამოშვებულ იქნა 1962 წელს და გაყიდულია 45 მილიონ დოლარად. Devel Sixteenამ ჰიპერავტომობილის ფასი აუქცინზე 2.2 მილიონი დოლარიდან იწყება. გამოშვებულია 3 სერია, რომლებიც ერთმანეთისგან ცხენის ძალებით გამოირჩევიან. ყველაზე ძვირადღირებული მოდელი 2.2 მილიონიდან იწყება და 5000 ცხენი ძალა აქვს. W Motors Lykan Hypersportავტომობილების სერია 2012 წელს ბეირუთში იქნა გამოშვებული. ეს არაბული კომპანიების მიერ შექმნილი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. ჰიპერსპორტის ღირებულება 3.4 მილიონი დოლარია. Aston Martin Vulcan AMR Proამ მოდელის საშუალებით, ასტონ მარტინი ბაზარზე საკმაოდ თამამად იკავებს საკუთარ პოზიციას. ამ ველური ავტომობილის ღირებულება 2, 3 მილიონიდან 3 მილიონ დოლარამდე იცვლება. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<8 დამაბნეველი გამოცანა ტვინის გასავარჯიშებლად (+ პასუხები) ქორწილის დღეს მიტოვებული პატარძალი - კამილას და ალეხანდროს დრამატული ისტორია მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას ჩვენი ბავშვობის მულტფილმების დასასრულები, რომელიც ტელეარხებმა არ გააშუქეს დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული? alex999 - არხის 30 საუკეთესო სტატია, 2019 წელს intermedia.ge -ზე! სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ - " მამაკაცების გარეშე ცხოვრება მშვენიერია" ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება! მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს! ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 478 4-ს მოსწონს
|