x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასეთ რამე არ მომხდარა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ"-მიხეილ სააკაშვილი
image


საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს:


ნიკოლა პაშინიანმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს.


ასეთ რამე არ მომხდარა რა თქმა უნდა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ,
არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მაცხოვრებლების
შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ახლა ივანიშვილმა.



მოდით ვისაუბროთ ციფრებზე შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა ათას დოლარს,


ჩემი მთავრობის ბოლოს 2012-წლისთვის ის შეადგენდა ოთხი ათას დოლარს. ერთ სიტყვით, თითოეული ქართველი გახდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე.


ეს არის ის ციფრები რომელიც მეტყველებს რომ არ მომხდარიყო 2012-წლის კატასტროფა, რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე, სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა და სახლებში დასუფთავება და ჩვენ მუშებს არ მოუხდებოდათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე.



დღეს როცა ჰკითხავენ ვინმე უცხოელს საქართველოზე, რა საქართველო! ეს არის ქვეყანა რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და სადაც ზამთრის
კურორტებზე არ არის წყალი!



მოახერხა ივანიშვილმა და მისმა ხროვამ რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვიდრე ჩვენი მეზობელი.
ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს! ვისაც უნდა ტალახში და სიღარიბეში ცხოვრება გადაყვეს თან საფლავში ივანიშვილს,
მაგრამ საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება და აუცილებლად მოხდება."-წერს სააკაშვილი.



შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა პაშინიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წელს სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მხრივ საქართველოს გაუსწრო, რასაც World Economic Outlook-ის სათანადო დამადასტურებელი ბმული დაურთო.


ქვემოთ გთავაზობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის 2010-2018 წლების შედარებით მონაცემებს საქართველო/სომხეთის მშპ-ს, როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, 2010 წელსაც გადაასწრო სომხეთმა საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-თი.

image


1
453
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
453
  
2020, 11 იანვარი, 16:21
ფაშინიანიც იმავე მეთოდით ატყუებს თავის ხალხს,როგორც შენ გვატყუებდი მაგ ციფრებით.უკვე მოგვაბეზრე თავი.
0 1 1